Tag Archives: #გაზი

თურქმენეთი პირველ მიწისქვეშა გაზსაცავს ააშენებს

თურქმენეთი, ქვეყანაში პირველ მიწისქვეშა გაზის საცავს (UGS)ააშენებს. ვიცე-პრემიერმა შაჰიმ აბდრახმანოვმა, რომელიც ზედამხედველობს საწვავის და ენერგეტიკულ კომპლექსს, მთავრობის სხდომაზე ქვეყანაში პირველი UGS ობიექტის მშენებლობის შესახებ განაცხადა, რომელიც უზრუნველყოფს კომერციული გაზის მარაგების შენახნას. მისი თქმით, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, დაგეგმილია საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიების მოზიდვა გაზსაცავის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების, დიზაინის, აღჭურვისა და მშენებლობის მოსამზადებლად. ბუნებრივი აირის მარაგების მხრივ, თურქმენეთი რუსეთთან, ირანთან და ყატართან ერთად მსოფლიოს ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი უკვე $700-ს ჩამოსცდა

ევროპაში გაზის ფასი შემცირებას განაგრძობს. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 6%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 699,2 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის მოცულობა ...

Read More »

ევროკავშირმა რუსეთიდან გაზის იმპორტი 80%-ით შეამცირა

2022 წლის თებერვალში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან, ევროკავშირმა რუსეთიდან გაზის იმპორტი 80%-ით შეამცირა. ამის შესახებ 13 იანვარს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა შვედეთში, პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “რა თქმა უნდა, ომამდე ჩვენ ძალიან ვიყავით დამოკიდებული რუსულ ბუნებრივ რესურსებზე. რუსეთმა ისარგებლა ამ დამოკიდებულებით და ენერგეტიკა იარაღად აქცია”, – თქვა მან. ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთი ცდილობდა “ევროპის შანტაჟს”, ...

Read More »

გერმანია და ერაყი გაზის შესაძლო მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, გერმანია ბუნებრივი აირის იმპორტთან დაკავშირებით ერაყთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც შოლცთან ერთად ერაყის პრემიერმინისტრიც ესწრებოდა, გერმანიის კანცლერმა თქვა: “ჩვენ მოვილაპარაკეთ გერმანიისთვის გაზის შესაძლო მიწოდებაზე და შევთანხმდით, რომ ახლო კონტაქტი შევინარჩუნოთ”. შოლცს არ დაუკონკრეტებია, რა რაოდენობის გაზის მიწოდებას განიხილავენ მხარეები. გერმანია, რომელიც გაზის 55%-ს რუსეთიდან იმპორტის საშუალებით იღებდა, ახალი ალტერნატივების მოძიებას ცდილობს, რათა ექსპორტიორებზე ნაკლებად ...

Read More »
ტანაპ

ცნობილია, რა მოცულობის გაზის ტრანზიტი განხორციელდა ევროპაში „თურქეთის ნაკადითა“ და TANAP-ით

„თურქეთის ნაკადის“ და ტრანსანატოლიის გაზსადენის (TANAP) გავლით თურქეთსა და ევროპაში დღემდე დაახლოებით 97 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანზიტი განხორციელდა. Anadolu-ს ცნობით, 2020 წლის 8 იანვარს გახსნილი „თურქული ნაკადის“ გაზსადენით თურქეთმა 26,7 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიიღო, ევროპამ კი 30,5 მილიარდი კუბური მეტრი. 2022 წელს მილსადენით თურქეთმა, 8,6 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიიღო, ევროპამ კი 12,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. „თურქული ნაკადი“ ...

Read More »

ფრანგულმა TotalEnergies-მა გერმანიაში თხევადი გაზის ტერმინალი გახსნა

ფრანგულმა ნავთობისა და გაზის კომპანია TotalEnergies-მა გერმანიაში Deutsche Ostsee LNG იმპორტის ტერმინალი გახსნა, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს გერმანიაში, თხევადი გაზის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი გახდეს. „მოხარულები ვართ ამ პროექტის მხარდაჭერით, რომელიც ხელს შეუწყობს გერმანიისა და ევროპის გაზის მიწოდების უზრუნველყოფას“, – თქვა შტეფან მიშელმა, TotalEnergies-ის გაზის, განახლებადი ენერგიისა და ელექტროენერგიის პრეზიდენტმა.

Read More »

უნგრეთმა შესაძლოა რუსული გაზი აზერბაიჯანულით ჩაანაცვლოს

რუსული გაზისა და ნავთობის შემცვლელის პოვნა ერთ დღეში შეუძლებელია, განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხებში ტამაშ მენცერმა. დაზუსტებით, რომ უნგრეთში გაზის მოხმარების 85% მოდის რუსეთზე და რომ ნავთობზე ეს მაჩვენებელი 65%-ია, მენცერმა დაასახელა რუსული ენერგორესურსების ჩანაცვლების რამდენიმე გზა, მათ შორის გაზის ყიდვა აზერბაიჯანიდან. მიუხედავად ამისა, მან აღნიშნა, „დრო და ფული სჭირდება, საჭირო იქნება ინფრასტრუქტურის შეცვლა, ამიტომ ...

Read More »

აზერბაიჯანმა გაზის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაზარდა

აზერბაიჯანმა ბუნებრივი გაზის ექსპორტი 2022 წელს 18%–ით გაზარდა 23,3 მლრდ კბ/მ–მდე. ამ მოცულობიდან 11,4 მლრდ კბ/მ ევროპაში გადაიტვირთა. გასულ წელს ევროპამ აზერბაიჯანიდან, 2021 წელთან შედარებით 12,3%–ით მეტი გაზი მიიღო. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შახბაზოვი ტვიტერზე წერს. მისი თქმით, 2022–ში აზერბაიჯანმა თურქეთს 8,4 მლრდ კბ/მ გაზი მოაწოდა – მთელი ექსპორტის 38%, საქართველოს კი 2,5 მლრდ კბ/მ (მთელი ექსპორტის 11%). ...

Read More »

მსოფლიოში თხევადი გაზის იმპორტი რეკორდულ ნიშნულზეა

გასულ წელს, მთელ მსოფლიოში იმპორტირებული თხევადი ბუნებრივი აირის მოცულობამ რეკორდულ დონეს მიაღწია. ამის შესახებ Reuters იტყობინება. გასულ წელს მსოფლიოში 409 მილიონი ტონა თხევადი გაზი იყო იმპორტირებული. 2021 წელს ამ მაჩვენებელმა 386,6 მილიონი ტონა შეადგინა. ამავდროულად, იაპონია გახდა თხევადი გაზის ყველაზე დიდი იმპორტიორი, მანამდე ამ ეს პოზიცია ჩინეთს ეკავა. Reuters აღნიშნავს, რომ განვითარებადი აზიის ქვეყნების უმეტესობამ გასულ წელს ნაკლები თხევადი ბუნებრივი აირი ...

Read More »
შარშან საქართველოში ნავთობისა და გაზის სექტორში $76 მილიონამდე ინვესტიცია ჩაიდო

საქართველოს ნავთობის და გაზის სექტორში ინვესტიციები 17%-ით გაიზარდა

2022 წელს საქართველოს ნავთობის და გაზის სექტორში ინვესტიციები 17%-ით გაიზარდა. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ნავთობის და გაზის სააგენტოს დირექტორმა განუცხადა, ინვესტიციების ძირითადი ნაწილი მოდის სხვადასხვა კომპანიაზე – გასულ წელს ინტესიური სამუშაოები ჩატარდა ახალი ე.წ. გვერდითი ლულის ჭაბურღილების გაბურღვაზე. „ეს ის მეთოდია, რომელიც ალბათ, დღეს სჭირდება დამუშავებაში მყოფ ჩვენს საბადოებს და შედეგიც, როგორც უკვე ვნახეთ გამოჩნდა – მკვეთრად მოიმატა გაზის მოპოვებამ – დაახლოებით ...

Read More »