აზერბაიჯანმა ბუნებრივი გაზის ექსპორტი 2022 წელს 18%–ით გაზარდა 23,3 მლრდ კბ/მ–მდე. ამ მოცულობიდან 11,4 მლრდ კბ/მ ევროპაში გადაიტვირთა. გასულ წელს ევროპამ აზერბაიჯანიდან, 2021 წელთან შედარებით 12,3%–ით მეტი გაზი მიიღო. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შახბაზოვი ტვიტერზე წერს.
წყარო: gbc.ge