Tag Archives: #ელექტროენერგია

თებერვალში ელექტროენერგიაში იმპორტის წილი შემცირდა

აპრილში ელექტროენერგიის გამომუშავება 36%-ით გაიზარდა

აპრილში ელექტროენერგიის გამომუშავება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36%-ით 1.125 მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზარდა. 10%-ით 1.1156 მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზარდა მოხმარებაც. ინფორმაციას ამის შესახებ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ესკო ავრცელებს. გენერაცია ძირითადად ენგურჰესის ხარჯზე გაიზარდა. გასულ წელს აპრილის ბოლომდე ჰესს რეაბილიტაციის მიზნით ფუნქციონირება შეჩერებული ჰქონდა და მან მხოლოდ 24 მლნ კვტ/სთ-ის გამომუშავება შეძლო, წელს კი 10-ჯერ მეტი – 253 მლნ კვტ/სთ. ჰესების გამომუშავება ...

Read More »
სომხეთში საქართველოსგან იაფფასიანი ელექტროენერგიის შეძენას განიხილავენ

აპრილში ელექტროენერგიის იმპორტი თითქმის 73%-ით შემცირდა

საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი უკვე მეოთხე თვეა, მცირდება. ენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკოს) სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის აპრილში ქვეყანაში იმპორტით 70.611 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია შემოვიდა, ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 73%-ით ნაკლებია. 2021 წლის აპრილში იმპორტირებული დენის მოცულობა 259.600 მლნ კვტ-სთ-ს შეადგენდა. რაც შეეხება 2022 წლის 4 თვეს, აღსანიშნავია, რომ წლევანდელი წელი ელექტროენერგიის იმპორტის კლების ტენდენციით ხასიათდება. კერძოდ, იანვარში ...

Read More »

შუახევი ჰესის მიერ აპრილში წარმოებული ელენერგიის ოდენობა რეკორდულია ექსპლუატაციის მთელი პერიოდისთვის

„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი” (ესკო) აპრილის თვის ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. ესკოს მონაცემების თანახმად, 2022 წლის აპრილში საქართველოს თბო, ქარის და ჰიდროსადგურებმა გამოიმუშავეს 1 მილიარდ 125 მილიონ 414 ათასი კვტსთ ელექტროენერგია, რაც წინა წლის აპრილის მაჩვენებელს (825 მილიონ 464 ათასი მლნ კვტსთ) 36,3%-ით აღემატება. აპრილში წარმოებული ელექტროენერგიის ოდენობის 96,3% ჰიდროსადგურების წილად მოდის. შარშან ეს მაჩვენებელი 91,3%-ს შეადგენდა. მიმდინარე ...

Read More »

შალვა გორგობიანი: ჩვენი გუნდის საქმიანობა ხელს უწყობს ქვეყნის ენერგო უსაფრთხოების გაძლიერებას

შალვა გიორგობიანი პროფესიით ინჟინერია, შუახევი ჰესის  ელექტო მექანიკურ გუნდს ხელმძღვანელობს. კომპანია ,,აჭარისწყალ ჯორჯიას’’ 2020 წელს შემოუერთდა, თუმცა მისი კარიერა ენერგო სექტორში 2007 წლიდან იწყება.  მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობის მანძილზე, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად მისი და მისი გუნდის მიერ სხალთა ჰესის წარმატებით ოპერირებაში შესვლა მიაჩნია. თვლის, რომ ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ენერგო პროექტში მუშაობს, რომელსაც ყოველდღიურად შეაქვს წვლილი ქვეყნის ენერგო უსაფრთხოების გაძლიერების პროცესში. ...

Read More »

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ განცხადებით, თბილისში, რამდენიმე რაიონში სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 17 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერძენიშვილის, გრიგოლ მუხაძის, ირაკლი აბაშიძის, მოსაშვილის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას. ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოლნისის, სოლომონ დოდაშვილის და ჩკალოვის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონში, გადაუდებელი ...

Read More »

დღეს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 16 მაისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გრიგოლ ლორთქიფნიძის და პოლიციის ქუჩების მოსახლეობას. ამავე მიზეზით, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ხომლელოს ქუჩის მოსახლეობას. ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის მოსახლეობას. ხოლო ამავე ...

Read More »

რუსეთი ფინეთში ელექტროენერგიის მიწოდებას შეაჩერებს

გადაუხდელობის გამო, რუსული კომპანია Inter RAO ფინეთში ელექტროენერგიის მიწოდებას შეაჩერებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია Inter RAO-ს შვილობილი კომპანიის, RAO Nordic Oy-ს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. „იძულებულნი ვართ 14 მაისიდან შევაჩეროთ ელექტროენერგიის იმპორტი. ვიმედოვნებთ, რომ სიტუაცია მალე გამოსწორდება და რუსეთთან ელექტროენერგიის ვაჭრობა აღდგება“, – აცხადებენ კომპანია RAO Nordic Oy-ში. კომპანია RAO Nordic Oy-ში განმარტავენ, რომ 6 მაისიდან Nord Pool-ის ბირჟაზე გაყიდული ელექტროენერგია გადახდილი არ არის. ამის გამო, კომპანიამ, ...

Read More »

დღეს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 11 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. კერძოდ, საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, პეკინის გამზირის, დელისის III ქუჩის, სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I, III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), აგრარული უნივერსიტეტის დასახლების (ნაწილობრივ), ფარნავაზის გამზირის, გიორგი ბრწყინვალის, მეფე მირიანის, დემეტრე თავდადებულის, ,პეტრე ...

Read More »
ნამახვანჰესის კასკადის ინვესტორებმა პროექტის სამშენებლო ტერიტორია დაათვალიერეს და არსებულ კითხვებს უპასუხეს

“მცირე ჰესების რესურსის ათვისება ელექტროგენერაციაში მათ წილს 10%-მდე გაზრდის”

მცირე ჰესების მშენებლობის ტემპი გააქტიურდა, თუმცა საქართველოს ენერგოსისტემაში ამას გარდამტეხი როლი ვერ შეაქვს. გია არაბიძის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის მცირე ჰესების გამომუშავების მაჩვენებელი 5-6%-მდეა, თუმცა რამდენიმე წლის წინ 2%-ს არ აჭარბებდა. ,,მცირე ჰესების მშენებლობა ინტენსიურად მიდის, ნაკლები თანხა ჯდება. ეს არის კონკრეტული ფიზიკური პირის ან რომელიმე საწარმოსთვის დანიშნული ვარიანტი, ეხმარება ენერგოსისტემას, მაგრამ გარდატეხა ვერ შეაქვს იმ პრობლემის მოგვარებაში, რაც არის ზამთრისა ...

Read More »

სემეკს, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრსა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ), ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრსა  და  საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ და  საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა. სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს ბავშვების ინფორმირებულობის უზრუნველყოფას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების, გარემოსდაცვით და კლიმატის გამოწვევების საკითხებზე. მხარეთა თანამშრომლობის ...

Read More »