„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი” (ესკო) აპრილის თვის ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
ესკოს მონაცემების თანახმად, 2022 წლის აპრილში საქართველოს თბო, ქარის და ჰიდროსადგურებმა გამოიმუშავეს 1 მილიარდ 125 მილიონ 414 ათასი კვტსთ ელექტროენერგია, რაც წინა წლის აპრილის მაჩვენებელს (825 მილიონ 464 ათასი მლნ კვტსთ) 36,3%-ით აღემატება.
აპრილში წარმოებული ელექტროენერგიის ოდენობის 96,3% ჰიდროსადგურების წილად მოდის. შარშან ეს მაჩვენებელი 91,3%-ს შეადგენდა.
მიმდინარე წლის აპრილში ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ოდენობა (1 მილიარდ 83 მილიონ 921 ათასი კვტსთ) შარშან აპრილში გამომუშავებული ელექტროენერგიის ოდენობას (753 მილიონ 301 ათასი კვტსთ) 43,9%-ით აღემატება.
აპრილში მომხმარებელს მიეწოდა 1 მილიარდ 155 მილიონ 595 ათასი კვტსთ ელექტროენერგია, რაც წინა წლის აპრილის მაჩვენებელზე (1 მილიარდ 49 მილიონ 34 ათასი კვტსთ) 10.2%-ით მეტია.
მოხმარებულ ელექტროენერგიაში ადგილობრივად წარმოებულის წილმა მიმდინარე წლის აპრილში 97.4% შეადგინა. შარშან აპრილში ეს მაჩვენებელი 78.7% იყო.
მოხმარებულ ელექტროენერგიაში ადგილობრივად წარმოებულის ხვედრითი წილის ზრდის შედეგად შარშან იმპორტირებული 259 მილიონ 600 ათასი კვტსთ ელექტროენერგიის ოდენობა 70 მილიონ 611 ათას კვტსთ-მდე ანუ 72.8%-ით შემცირდა.
მიმდინარე წლის აპრილში ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მიხედვით შედგენილ რეიტინგის ათეულს ასეთი სახე აქვს:
1. ენგურჰესი – 253 მილიონ 487 ათასი კვტსთ
2. ვარციხე ჰესი – 114 მილიონ 112 ათასი კვტსთ
3. შუახევი ჰესი – 106 მილიონ 509 ათასი კვტსთ
4. ვარდნილჰესი – 57 მილიონ 107 ათასი კვტსთ
5. ფარავანჰესი – 51 მილიონ 054 ათაი კვტსთ
6. ლაჯანურჰესი – 51 მილიონ 044 ათასი კვტსთ
7. გუმათჰესი – 43 მილიონ 650 ათასი კვტსთ
8. დარიალჰესი – 38 მილიონ 414 ათასი კვტსთ
9. ხელვაჩაური ჰესი – 29 მილიონ 588 ათასი კვტსთ
10. ხრამჰესი 2 – 29 მილიონ 370 ათასი კვტსთ
აღსანიშნავია, რომ შუახევის ჰესის მიერ აპრილში გამომუშავებული გამომუშავებული ელექტროენერგიის ოდენობა რეკორდულია ექსპლუატაციის მთელი პერიოდისთვის. დღემდე თვიურად გამომუშავებული მაქსიმუმი იყო 2020 წლის მაისში გამომუშავებული 86 მილიონ 148 ათასი კვტსთ.
მიმდინარე წლის ოთხი თვის და აგრეთვე 17 მაისისთვის არსებული ოპერატიული მონაცემების თანახმად, სულ შუახევი ჰესის მიერ გამომუშავებულია 225 მილიონ 200 ათასი კვტსთ ელექტროენერგია.
შედარებისთვის: შუახევი ჰესმა 2020 წლის 12 თვეში 258 მილიონ 400 ათასი კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, 2021 წლის 12 თვეში კი 274 მილიონ 200 ათასი კვტსთ.
შუახევი ჰესის საპროექტო წლიური გამომუშავება 429 მილიონ კვტსთ-ს შეადგენს.
წყარო: ipress.ge