Tag Archives: #გაზსადენი

სენატორი ტედ კრუზი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე: ეს პუტინისთვის გეოპოლიტიკური გამარჯვება და შეერთებული შტატებისა და ჩვენი მოკავშირეებისთვის კატასტროფა იქნება

„რესპუბლიკელი“ სენატორი, ტედ კრუზი გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, აშშ-მა და გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე შეთანხმებას მიაღწიეს. სენატორის თქმით, აღნიშნული შეთანხმება აშშ-სთვის კატასტროფული იქნება და რუსეთის გეოპოლიტიკურ გამარჯვებას დაადასტურებს. „თუ გავრცელებული ინფორმაცია ზუსტია, ეს პუტინისთვის გეოპოლიტიკური გამარჯვება და შეერთებული შტატებისა და ჩვენი მოკავშირეებისთვის კატასტროფა იქნება. პრეზიდენტი ბაიდენი აშშ-ის კანონს არღვევს და სრულად ჩაბარდა პუტინს. ათწლეულების შემდეგ, რუსეთის დიქტატორები ბაიდენის საჩუქრისგან ...

Read More »

გერმანია და აშშ “ნორდ სტრიმ 2”-ზე შეთანხმებას გამოაცხადებენ

Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მოსალოდნელია პროექტ “ნორდ სტრიმ 2”-ზე გერმანიამ და აშშ-მა შეთანხმება უახლოეს დღეები გამოაცხადონ. 11 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი წლებია ორ ქვეყანას შორის დაპირისპირების საგანია. სააგენტოს წყარო უყვება, რომ შეთანხმებით ორივე მხარე ვალდებულებას იღებს გაზარდოს უკრაინის ენერგეტიკის ტრანსფორმაციაში, ეფექტურობასა და უსაფრთხოებაში ინვესტიციები. “შეთანხმება კარგად გამოიყურება”,- ამბობს წყარო, რომლის ვინაობასაც სააგენტო არ ასაჯაროებს, რადგან შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს. ...

Read More »

ბაიდენი და მერკელი გაზის უკრაინულ ტრანზიტს იცავენ

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის დროს მისგან მტკიცე განაცხადების გაკეთებას მოითხოვდა იმის თაობაზე, რომ ახალი გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“  რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რადიკალური ქმედებებისკენ არ უბიძგებს. თავად ბაიდენი დემოკრატიული პარტიის ლიდერების მხრიდან მკაცრი კრიტიკის ობიექტი გახდა მას შემდეგ, რაც ამ გაზსადენის წინაამღდეგ სანქციების გაფართოვებაზე უარი განაცხადა და ამით „გაზპრომს“ პროექტის დასრულების შესაძლებლობა მისცა. და ეს მაშინ, ...

Read More »
ნაკადი

“ჩრდილოეთის ნაკადი 2–ით პუტინი ევროპის გაყოფას და უკრაინის მოგუდვას ცდილობს”

უკრაინის სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი კომპანიის, “ნაფტოგაზის” აღმასრულებელი დირექტორი ჩრდილოეთის ნაკადი 2 -ს გეოპოლიტიკური პროექტს უწოდებს. მისი აზრით ამ პროექტით ვლადიმერ პუტინი ევროპის გაყოფას და უკრაინის მოგუდვას ცდილობს. „ნაფტოგაზის“ აღმასრულებელი დირექტორი, უირი ვიტრენკო კი აცხადებს, რომ პროექტის შეჩერების შემთხვევაში რეგიონში სტაბილურობა დამყარდება. „ჩვენ გვჯერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის პროექტს შეაჩერებს. ამ გადაწყვეტილების შედეგად უკრაინისა და რეგიონის უსაფრთხოება ...

Read More »

ბაიდენი: რუსეთმა ენერგორესურსები მეზობლების წინააღმდეგ იარაღად არ უნდა გამოიყენოს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი შეთანხმდნენ, რომ შეეწინააღმდეგებიან რუსეთის მცდელობებს, გამოიყენოს “ჩრდილოეთ ნაკადი-2”-ის მილსადენი იარაღად მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ, როგორიცაა უკრაინა. ამის შესახებ CNBC იტყობინება. “ერთობლივად დავიცავთ ნატო-ს მოკავშირეებს აღმოსავლეთ ფლანგზე რუსეთის აგრესიისგან. მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩემი შეშფოთება “ჩრდილოეთ ნაკად-2″-თან დაკავშირებით. კანცლერი მერკელი და მე ერთნი ვართ იმ პოზიციაში, რომ რუსეთს არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, გამოიყენოს ...

Read More »

უკრაინა “თურქული ნაკადის” გამო კომპენსაციას ითხოვს

კიევი გეგმავს მოლაპარაკების გამართვას ბრიუსელთან, “თურქული ნაკადის” გამო, გაზის “სამხრეთით” ტრანზიტის დაკარგვისგან გამოწვეული ზარალისთვის კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებით. ოქსანა იშჩუკმა, კიევის გლობალური კვლევების ცენტრის „სტრატეგია XXI“-ის დირექტორმა აღნიშნული განცხადება „უკრაინფორმის“ სტატიაში გააკეთა. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ რუსული გაზსადენის პროექტი Nord Stream 2 ამოქმედდება, ქვეყანას 10-15 წლით ბუნებრივი აირის სტაბილურად მიწოდების გარანტიები დასჭირდება. გარდა ამისა, პრეზიდენტმა ევროკავშირისგან გარანტიები ...

Read More »

ჯო ბაიდენი: ენერგორესურსები კრემლის იარაღად არ უნდა იქცეს

ამერიკის შეერთებული შტატები და გერმანია ერთიანები არიან იმაში, რომ რუსეთს არ უნდა მიეცეს უფლება ენერგორესურსები მეზობლების წინააღმდეგ იარაღად გამოიყენოს, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ხუთშაბათს, გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს. მოლაპარაკებებზე რუსეთთან ურთიერთობა და “ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენის ბედი ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო. პრესკონფერენციაზე ბაიდენმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები და გერმანია ერთად ...

Read More »
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობა გაიზარდა

ჯეიჰანის პორტიდან 103 მილინზე მეტი ბარელი ნავთობი გაიგზავნა

კომპანიამ Botas International Limited (BIL), რომელიც თურქეთში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენის ოპერატორია, ჯეიჰანის ტერმინალიდან 103,542 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის ტრანსპორტირება მოახდინა. ნედლი ნავთობი 143 ტანკერზე ჩაიტვირთა და მსოფლიო ბაზრებზე გადაიგზავნა. ამ დროისთვის ჯეიჰანის პორტიდან 4803 ტანკერია გაგზავნილი, რომლებმაც 3 მილიარდ 675 მილიონი ბარელი ნავთობის ტრანსპორტირება განაცორციელეს.

Read More »
გაზსადენი TAP-ის მშენებლობა იწყება

ჩრდილოეთ მაკედონია TAP-ს უერთდება

საბერძნეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობები ახალი გაზსადენის მშენებლობაზე შეთანხმდნენ, რომელიც  ტრანს-ადრიატიკის გაზსადენს (TAP) შეუერთდება. ჩრდილოეთ მაკედონიის მედიის ცნობით, ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა, კრეშნიკ ბექტაშმა ათენში ხელი მოაწერა გაზის მილსადენის შესახებ შეთანხმებას. ”ეს არის დიდი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისკენ და ხელს შეუწყობს ბუნებრივი გაზის მარაგების დივერსიფიკაციას,” – აღნიშნა მინისტრმა. საბერძნეთთან გაზსადენის მშენებლობის შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონიას TAP-ით აზერბაიჯანული ბუნებრივი გაზის მიღება შეეძლება. საბერძნეთის ...

Read More »

მერკელი: Nord Stream 2 უკრაინის გავლით გაზის მიწოდებას საფრთხეს არ უქმნის

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის მტკიცებით, ევროპა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკრაინის გავლით, გაზის მიწოდება Nord Stream 2-ის მშენებლობის შემდეგაც გაგრძელდეს. განცხადება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისთვის ერთგვარი გაფრთხილებაა, რომ მილსადენი პოლიტიკურ იარაღად არ გამოიყენოს. “ყველანაირად ვცდილობთ იმის ახსნას, რომ Nord Stream 2 არ შეცვლის უკრაინის გავლით დაპირებულ მიწოდებას”, – განაცხადა მერკელმა ბერლინში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ. Nord Stream 2 ხუთშაბათს მერკელისა ...

Read More »