Tag Archives: #ენკა

საფლავებიდან ნეშტების გადასვენება ჯერ არ დაწყებულა – კომპანია ენკა გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდეს

“გადასვენების პროცესი არის მოსახლეობასთან შეთანხმებული, ის დროში გაწერილია და ჯერ არ დაწყებულა.  ეს არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია და ამ ფორმით აღდგომის წინა კვირაში რელიგიურ გრძნობებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობენ. კომპანია მუდმივ კონტაქტზეა ადგილობრივ მოსახლეობასთან. აღნიშნული საფლავი ორი თვის წინ გადაიტანა ადგილობრივმა მცხოვრებმა რაინდი მანაგაძემ  საკუთარი სურვილით. მას აღებული აქვს კომპენსაცია, გადავიდა ქუთაისში საცხოვრებლად და საფლავებიც მისივე სურვილით გადაიტანა. “ენკა”-ს მომხდარ ფაქტთან კავშირი ...

Read More »

ნამახვანიჰესის პროექტის მედიაციაში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი ჩაერთვება

ნამახვანიჰესის პროექტთან დაკავშირებულ მედიაციის პროცესში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი ჩაერთვება. აღნიშნული გადაწყვეტილება იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავასა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის შეხვედრაზე ცენტრის დირექტორ დირკ ბუშლესთან, რომელიც ნამახვანთან დაკავშირებულ დისკუსიას პირადად შეისწავლის. შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა, რომლის დროსაც მინისტრებმა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენელს ნამახვანიჰესის პროექტთან დაკავშირებული ...

Read More »

გიორგი ჩიქოვანი ნამახვანჰესზე: ვიმედოვნებთ, დიალოგი კონსტრუქციულ რეჟიმში გადავა

“ენერგეტიკის განვითარების ფონდის” დირექტორი იმედოვნებს, რომ ნამახვანჰესთან დაკავშირებული დიალოგი კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელდება. გიორგი ჩიქოვანს უჭირს დაასახელოს ვადა, როდის დასრულდება განახლებული კვლევები ჰესთან დაკავშირებით. “ველოდებით, რომ დიალოგი კონსტრუქციულ რეჟიმში გადავა. რადიკალიზმი გადაინაცვლებს სამუშაო ოთახებში. მართლაც უპრეცედენტო დრო და რესურსია დახარჯული ნამახვანჰესთან დაკავშირებულ კვლევებზე. 80-იანი წლებიდან მიდის და არ არის იოლი 1-2 დღეში მოხდეს ამის გავლა”,- განაცხადა ჩიქოვანმა.

Read More »

მარიტა მუსელიანი: ჩვენ ისედაც ვიცით, რომ „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულებაში ხარვეზი შეიძლება არ იყოს

“პირველ რიგში ის, რომ იუსტიციის სამინისტროზე გადაიტანეს აქცენტი, რომ ჩვენ დაგვიმტკიცონ ხელშეკრულების იურიდიული გამართულობა. ეს ჩვენ ისედაც ვიცით, რომ ხარვეზი შეიძლება არ იყოს და კანონმდებლობას მორგებულია”, – ამის შესახებ რიონის “გუშაგმა” მარიტა მუსელიანმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, კონტრაქტის იუსტიციის სამინისტროს მიერ შესწავლა არ არის მთავარი საკითხი, რომელსაც რიონის ე.წ. მცველები ითხოვენ. „ნაწილობრივი შემოთავაზება იყო მცდელობა იმისა, ხელისუფლებამ თქვას, რომ ...

Read More »

28 აპრილს ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები წყალტუბოში აქციას გამართავენ

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის პროექტის განხორციელების მოწინაღმდეგეები 28 აპრილს, 12:00 საათზე, წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქციას გამართავენ. აქცია დაგეგმილია იმ სხდომის პარალელურად, სადაც მოსამართლემ ნამახვანჰესის მშენებელი კომპანიის „ენკა რინიუებლზის“ საქმეზე გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს. საპროტესტო აქცია მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დამფუძნებელმა, ვარლამ გოლეთიანმა დააანონსა და მხარდამჭერებს სასამართლოსთან შეკრებისკენ მოუწოდა. „ვაპირებთ, ვიდრე 23 მაისამდე, დედაქალაქში ფართომასშტაბიან აქციამდე მივალთ, მანამდე სხვადასხვა ქალაქში ჩავატაროთ ...

Read More »

“რაიმე დაგეგმილი პროტესტი არ იქნება ორი კვირის განმავლობაში”

„სამოქმედო გეგმაში ცვლილებები არ გვაქვს. ძირითადად, მივდუვართ მიზნობრივად 23 რიცვისკენ, რათა იქ უკვე დაგეგმილად შევძლოთ პერმანენტული აქციების გამართვა. მანამდე, რაც შეეხება, ჩვეულებრივად ვრჩებით გუმათში და პროტესტი გრძელდება, თუმცა დღესასწაულებისა და მნიშვნელოვანი დღეების გათვალისწინებით, რომელიც წინ გველოდება, ჩვენ შეგნებულად არ ვაქტიურობთ აქციების ფორმატით” – განაცხადა ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა “დღესასწაულებისა და მნიშვნელოვანი დღეების გათვალისწინებით, რომელიც წინ გველოდება, ჩვენ ...

Read More »

“„ნამახვანჰესის“ პროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებთან საერთო ენა უნდა გამოინახოს”

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, „ნამახვანჰესის“ პროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებთან საერთო ენა უნდა გამოინახოს და რაციონალური გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. როგორც ნარმანია განმარტავს, ყველაზე მთავარი ინტერესი უნდა იყოს სახელმწიფოებრივი ინტერესი. „ვფიქრობ, კონსენსუსი და საერთო ენა აუცილებლად უნდა გამოინახოს. დარწუნებული ვარ, რომ გამოინახება. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომელშიც ერთი მხრივ, სახელმწიფო უწყებები, ხოლო მეორე მხრივ, სამოქალაქო აქტივისტები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები ...

Read More »

“ის კვლევები, რომელიც ჩვენს ხელთ არის, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ განვახორციელოთ „ნამახვანჰესის” პროექტი იმ ფორმით, როგორც იგეგმებოდა”

ის კვლევები, რომელიც ჩვენს ხელთ არის, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ განვახორციელოთ „ნამახვანჰესის” პროექტი იმ ფორმით, როგორც იგეგმებოდა,- ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ პროექტის აღმასრულებელმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ განაცხადა. როგორც ლომინაძე განმარტავს, „ნამახვანჰესის” საკითხზე, სრული მზადყოფნაა კომპეტენტურ გუნდთან და ექსპერტების ჩართულობით, მომზადებული დასკვნები გადაიხედოს. „იმედი მაქვს, რომ ის ხალხი ვინც ვსაუბრობთ ერთ ენაზე, ერთი დღის წესრიგით, რომელიც, არის ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის, გამოვნახავთ საერთო ენას. ...

Read More »

“„ნამახვანჰესის“ საკითხზე ექსპერტთა საბჭოს შექმნა ხელისუფლების დამოუკიდებელი ინიციატივაა”

„ნამახვანჰესის“ საკითხზე ექსპერტთა საბჭოს შექმნა ხელისუფლების დამოუკიდებელი ინიციატივაა, – ამის შესახებ „მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა. გოლეთიანის განცხადებით, მისთვის გაურკვეველია და არ აქვს ინფორმაცია დეტალებთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნებიან საბჭოს წევრები, რომელი ექსპერტები ჩაერთვებიან და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ კონკრეტულ ადამიანებთან კომუნიკაცია აქციის მონაწილეების გარეშე დაამყარა. „ეს არის დამოუკიდებელი ინიციატივა ხელისუფლებისგან და ჩვენ გამჭირვალობის პრობლემას ვხედავთ, რადგან თვითონ ...

Read More »

ზვიად შალამბერიძე: დანარჩენი ბარიერების მოხსნაც იგეგმება სიტუაციის შესაბამისად

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, სოფელ გუმათის გზაზე დარჩენილი ბარიერების მოხსნა “სიტუაციის შესაბამისად” იგეგმება. რიონის ხეობაში გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტებისა, რომლებიც მეორე კვირაა, ადგილზე არიან შეკრებილნი. “ბარიერების აღება მოხდა, ნაწილის. იცით, რომ გუშინ საპოლიციო ძალების განახევრება მოხდა. დანარჩენი ბარიერების მოხსნაც იგეგმება თავისთავად, სიტუაციის შესაბამისად. ეს არის პირველი, პატარა ნაბიჯები, რომლებიც ჩვენ გადავდგით.დიალოგს და ...

Read More »