Tag Archives: #ნამახვანი

“მოვითხოვთ საქმის აღძვრას ნათია თურნავასა და ყველა იმ პირთან დაკავშირებით, რომელიც ხელს აწერს „ნამახვანჰესის“ პროექტზე დოკუმენტაციებს”

თბილისში, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა ისაუბრა იმ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლებსაც ისინი ამჟამად აყენებენ. გოლეთიანის თქმით, კომპანია „ენკამ“ უნდა დატოვოს რიონის ხეობა და მასთან გაწყდეს ხელშეკრულება, გაუქმდეს 2015 წლიდან დღემდე კომპანიასთან დაკავშირებით გაცემული ყველა დოკუმენტაცია და გამოცხადდეს მორატორიუმი  ენერგოსექტორში. „დღეს ჩვენი მოთხოვნები მკაფიოა – კომპანია „ენკამ“ უნდა დატოვოს რიონის ხეობა, უნდა გაწყდეს ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულება, რომელიც დადებულია ...

Read More »

“დღესავით ნათელია, რუსული ინტერესები საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების შეფერხების საქმეში”

ექსპერტი ანდრია გვიდიანი რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე მოვლენებს საკუთარ facebook გვერედზე გამოეხმაურა. პოსტს უცველად გთავაზობთ: “უამრავი აქცია გვინახავს, უამრავი შეძახილი მოგვისმენია, მაგრამ იმაზე მძიმე სანახავი, რაც დღეს რესპუბლიკის მოედანზე ხდება, იშვიათად მახსენდება. რთულია, როდესაც ტელევიზორს რთავ და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ორგანიზებულ აქციას უყურებ შენივე დედაქალაქში. ამაზე უფრო რთული სანახავია, როდესაც შენი ქვეყნის მოქალაქეები ამ ყველაფერში მონაწილეობენ, თან დიდი სიამოვნებით. სამწუხაროდ, საზოგადოების ...

Read More »

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები შეკრებილებს 15:00 საათისთვის სიტყვით მიმართავენ და სამოქმედო გეგმებს გააცნობენ. აქციას სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მოალაქეებიც შეუერთდნენ. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები გეგმავენ, რომ დედაქალაქში კარვები გაშალონ და პროტესტის ეპიცენტრი გახდეს თბილისი. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ. კერძოდ, გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ...

Read More »

ანდრია გვიდიანი: ნამახვანჰესის მშენებლობის ჩაშლის მცდელობების უკან, დიდი ალბათობით, შეიძლება რუსეთი იდგეს

ექსპერტი ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ ნამახვანჰესის მშენებლობის ჩაშლის მცდელობების უკან, დიდი ალბათობით, შეიძლება რუსეთი იდგეს. „მე ვფიქრობ, რომ ეს არის ჰიბრიდული ომის ნაწილი ჩვენი არაკეთილმოსურნე ქვეყნის მხრიდან. ყველაზე დიდი ალბათობით, ამის უკან შეიძლება იდგეს რუსეთი, რომელიც პერმანენტულად, მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, – აცხადებს ანდრია გვიდიანი.

Read More »
ენერგეტიკის სამინისტრო ნამახვანის ჰესების კასკადისთვის ინვესტორს ეძებს

ნამახვან ჰესი საშუალებას მისცემს საქართველოს შეამციროს რუსეთზე დამოკიდებულება – Emerging Europe

2019 წელს საქართველოს მთავრობამ „ენკა რინიუბალზ“-ის კონსორციუმთან გააფორმა 15-წლიანი ხელშეკრულება ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და მართვის შესახებ. 800 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რომელიც შექმნის 433 მეგავატიან ელექტროსადგურს და გამოიწვევს საქართველოს ელექტროენერგიის რევოლუციურ პროგრესს, შეამცირებს მის ენერგეტიკული დამოკიდებულებას და დაეხმარევა ქვეყანას პარიზის შეთანხმების შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში.  საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ბოლო ათწლეულის განმავლობაში ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს და პროგნოზით, ...

Read More »

“ნამახვანის შემთხვევაში, მგონია, რომ კონკრეტული რუსული ინტერესი დგას”

მეტი თავისუფლების ლიდერი ზურა ჯაფარიძე ნამახვანის პროტესტის შესახებ გადაცემა “კომენტარში” საუბრობს: “ნამახვანის შემთხვევაში, მგონია, რომ, იქ, საბოლოო ჯამში, კონკრეტული ინტერესები დგას. ძალიან ბევრი ვქექე, განსხვავებით სხვებისგან, ჩავუჯექი მაგ ამბავს და თავიდან ბოლომდე შევისწავლე. მემგონი, კონკრეტული ამბავი არის ძაან, რომ რუსული ინტერესები არის, საბოლოოდ. იქ არ არის მხოლოდ ნამახვანზე ლაპარაკი, მაგალითად. ეგ არავინ არ იცის და მე გავარკვიე, რომ მარტო ნამახვანზე არ არის ლაპარაკი, 54 ჰიდროელექტროსადგურია გაჩერებული. არც ...

Read More »

რამდენად არის დაცული სახელმწიფო ინტერესები ნამახვანჰესის ინვესტორ კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში?

საქართველოსა და „ენკა რინიუებლზს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მაქსიმალურად დაცულია როგორც საქართველოს ეროვნული ინტერესები, ასევე ჩვენი ენერგეტიკისა და ეკონომიკის საჭიროებები. მხარეებს შორის ხელშეკრულების მომზადებაში სახელმწიფოს მხრიდან ისეთი საუკეთესო ექსპერტები იყვნენ ჩართული, როგორიცაა საერთაშორისო იურიდიული კომპანია White&Case და სხვა. ხელშეკრულება პასუხობს კერძო საჯარო თანამშრომლობის პრინციპებს და დამკვიდრებულ პრაქტიკას. კერძოდ, ინვესტორის პასუხისმგებლობაა მოიზიდოს საჭირო ფინანსები ჰესის აშენებისთვის, ააშენოს ჰიდროელექტროსადგური დადგენილ ვადებში და დამტკიცებული ...

Read More »

გუშინ გუმათჰესთან მცირე შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი

facebook-ჩართვაში მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” აქტივისტი მაკა სულაძე ამბობს, რომ მრევლს თამარობის დღესასწაულთან დაკავშირებით სოფელ ოფურჩხეთში თამარ მეფის სახელობის ეკლესიაში წირვაზე დასასწრებად გადასვლა უნდოდა, თუმცა პოლიციამ ამის შესაძლებლობა არ მისცა. „აქ არის მოძღვარი, რომელსაც ევალება ამ ტერიტორიაზე წირვა-ლოცვის ჩატარება, მიდის ოფურჩხეთში თამარ მეფის სახელობის ეკლესიაში წირვის ჩასატარებლად, მივყვებით მრევლი და აქ ჩვენი პოლიცია გვეუბნება, რომ მრევლსა და მოძღვარს არ გაგვიშვებს, ...

Read More »

EBRD-ის რეგიონული დირექტორი: საქართველომ მზისა და ქარის სადგურებთან ერთად, ჰესებიც უნდა განავითაროს

საქართველო საკუთარი ჰიდროენერგეტიკული რესურსების მხოლოდ 20%-ს იყენებს, – აღნიშნავს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორი კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენი ვიდეოპოსტში, რომელიც სოციალურ ქსელ ფეისბუქზე არსებულ გვერდზე „ენერგომომავალი“ გამოქვეყნდა. აღნიშნული ელექტრონული პლატფორმა მოწოდებულია, დააკმაყოფილოს ფეისბუქის ქართულენოვან მომხმარებელთა ინტერესი ენერგეტიკის სექტორის შესახებ, მათ შორის, საქართველოს ენერგეტიკის ისტორიის, მიმდინარე ტენდენციებისა და ენერგეტიკული ობიექტების შესახებ, რომლებიც ქვეყანაში უკვე ფუნქციონირებს, ან სამომავლოდ იგეგმება ...

Read More »

“ენკას” ადმინისტრაციული დირექტორი: ჩნდება ეჭვი, რომ არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ჰესების განვითარების საწინააღმდეგო კამპანიას აწარმოებენ

“პროექტთან მიმართებით ძალიან ბევრი დეზინფორმაცია გავრცელდა, შესაბამისად, საჯაროდ დიდი პროტესტი გამოიწვია, ამიტომ, კომპანიის სურვილია და ეს საინფორმაციო კამპანიაც ამას ემსახურება, რომ ადამიანებამდე, ვისაც ნამდვილად აღელვებთ პროექტის განხორციელების კანონიერება და უსაფრთხოება, მივიდეს სწორი ინფორმაცია”, – ამის შესახებ კომპანია “ენკას” ადმინისტრაციულმა დირექტორმა, ელენე ღუბიანურმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ნამახვანჰესთან დაკავშირებით კომპანიის ყველა დოკუმენტი საჯაროა. ამის მიუხედავად, საზოგადოების ნაწილისთვის ფაქტებს მნიშვნელობა არ აქვს, ...

Read More »