გუშინ გუმათჰესთან მცირე შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი

facebook-ჩართვაში მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” აქტივისტი მაკა სულაძე ამბობს, რომ მრევლს თამარობის დღესასწაულთან დაკავშირებით სოფელ ოფურჩხეთში თამარ მეფის სახელობის ეკლესიაში წირვაზე დასასწრებად გადასვლა უნდოდა, თუმცა პოლიციამ ამის შესაძლებლობა არ მისცა.

„აქ არის მოძღვარი, რომელსაც ევალება ამ ტერიტორიაზე წირვა-ლოცვის ჩატარება, მიდის ოფურჩხეთში თამარ მეფის სახელობის ეკლესიაში წირვის ჩასატარებლად, მივყვებით მრევლი და აქ ჩვენი პოლიცია გვეუბნება, რომ მრევლსა და მოძღვარს არ გაგვიშვებს, ეკლესიამდე არ მიგვიშვებს”, – ამბობს სულაძე.

ამის შემდეგ მოსახლეობასა და პოლიციას შორის მცირე შეხლა-შემოხლაც იყო. როგორც facebook-ჩართვაში მაკა სულაძემ თქვა, შემდგომ პოლიციამ მათ უთხრა, რომ ოფურჩხეთში გადასვლას სხვა, შემოვლითი გზით შეეძლოთ სოფელ ზარათის მხრიდან.

„პუბლიკასთან” საუბრისას კიდევ ერთი აქტივისტი კახა ასათიანი ამბობს, რომ საბოლოოდ პოლიციამ მრევლი არც ამ გზიდან გაუშვა სოფელში და გადაადგილების შესაძლებლობა მხოლოდ მღვდელს მისცა.

Leave a Reply