Tag Archives: #ელექტროენერგია

ირაკლი ქადაგიშვილი: მოსახლეობას უნდა ჰქონდეს მაქსიმალური ინფორმაცია თუ რა პროექტია, რა პირობებით კეთდება, რა ზემოქმედება ხდება ბუნებაზე და არის თუ არა ეს სიცოცხლისთვის საშიში

მოსახლეობას უნდა ჰქონდეს მაქსიმალური ინფორმაცია, ასევე უნდა შედგეს მოსახლეობასთან დიალოგი, მაქსიმალური ინფორმირება თუ რა პროექტია, რა პირობებით კეთდება, რა ზემოქმედება ხდება ბუნებაზე, არის თუ არა ეს სიცოცხლისთვის საშიში და ა.შ., – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ნამახვანჰესზე კომენტირებისას განაცხადა. მისივე თქმით, აუცილებელია, რომ ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალის გამოყენება და განვითარება მოხდეს. „ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ქვეყნის ენერგეტიკული ...

Read More »

გიორგი ჩიქოვანი: არ შეიძლება ელექტროენერგეტიკას შევხედოთ როგორც კიტრისა და პომიდვრის ვაჭრობას

ელექტროენერგეტიკა არის საკმაოდ რთული დარგი და ის ასპექტები, რაც ამ ხელშეკრულებაში არის გათვალისწინებული მოიცავს მრავალმხრივ და კომპლექსურ მიდგომას. პირველ რიგში არ შეიძლება ელექტროენერგეტიკას შევხედოთ, როგორც კიტრისა და პომიდვრის ვაჭრობას, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა, გიორგი ჩიქოვანმა „დღის ქრონიკაში განაცხადა. „ნახსენები იყო, რომ წარმოებული ელექტროენერგია წავა თურქეთში ისე, რომ საქართველოში არ გამოიყენება. ეს სრული აბსურდია. ვისაც ოდნავი შეხება ...

Read More »

ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი “რიონის ხეობის მცველებს” შეხვდნენ

5 მარტს, ცაგერში, ნამახვანჰესის მშენებლობის საკითხზე გამართულ შეხვედრაზე, იქ ჩასულ მთავრობის წევრებს, მათ შორის, ორ მინისტრს, ეკონომიკის და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრებს ადგილობრივმა მოსახლეობამ არაერთი კითხვა დაუსვა იმ საფრთხეების შესახებ, რაც დიდმა ჰესმა, შესაძლოა, ხეობას მოუტანოს და იმ პასუხისმგებლობაზეც, რაც სახელმწიფომ მშენებელ კომპანიასთან ერთად უნდა აიღოს. ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრები ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ ნამახვანჰესის რისკები გათვლილია და ...

Read More »

რას პასუხობს ეკონომიკის სამინისტრო EMC-ს მიერ ნამახვანის ჰესის შესახებ გამოქვეყნებულ შეფასებას

სამინისტრო მიიჩნევს, რომ “არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ს მიერ 2021 წლის 3 მარტს გამოქვეყნებული პუბლიკაცია ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებსაც კი, რადგან ის არ წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ ნამახვანის ჰესის პროექტის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სამართლიან და მიუკერძოებელ შეფასებას. წარმოდგენილი დოკუმენტი აბსოლუტურად სპეკულატიურია, სრულიად დილეტანტური და გათვლილია მთლიანად ქართული ჰიდროენერგეტიკის საწინააღმდეგოდ სხვადასხვა აქტივისტთა ჯგუფების მიერ აგორებული სადისკრედიტაციო კამპანიის ფარგლებში ვითომ ...

Read More »

ნათია თურნავა: ნამახვანი ჰესის ხელშეკრულება საჯაროა და მისი გამოთხოვა ყველას შეუძლია

„ნამახვანი ჰესის“ ხელშეკრულება საჯაროა და ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეუძლია გამოითხოვოს. ეს დოკუმენტი აქამდეც უკვე არაერთგზის გვაქვს მიწოდებული,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელიც ცაგერში „ნამახვანი ჰესის“ საკითხზე ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას მართავს. „გარდა ამისა, ჩვენ გამოვაქვეყნეთ სამინისტროს ვებ და ფეისბუქგვერდზე ძალიან დეტალური პასუხი იმ ფსევდოსამართლებრივ ანალიზზე, რომელსაც ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია აქვეყნებს. ძალიან ნათლად ვხედავთ იმას, რომ მათი სურვილია, ...

Read More »

აფბა – ესკოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით რეალურ სურათს არ ასახავს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში“ –  აფბა მიაჩნიათ, რომ ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორის (ესკო) მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით, ვერ ასახავს რეალურ სურათს და იგი ბევრი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ამის თაობაზე აფბას მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი. ახალგაზრდა ფინანსისტებს მაგალითად მოჰყავთ თებერვლის თვე, როდესაც ესკოს მონაცემებით საქართველოში რუსეთიდან განხორციელდა 258.85 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგიის იმპორტი, თუმცა, რეალურად ...

Read More »

თურნავა: გამოვაცხადეთ კონკურსი „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების კანდიდატების შესარჩევად

საქართველოს მთავრობა სახელმწიფო საწარმოების მასშტაბურ რეფორმას ახორციელებს. რეფორმის ფარგლებში, შეირჩა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, რომელიც ახლახანს გამოვიდა რეაბილიტაციის რეჟიმიდან. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, „სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მნიშვნელოვანი კომპანიაა საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ქვეყნის მოსახლეობის უწყვეტი და ხარისხიანი ენერგომომარაგებისთვის. მისი თქმით, დღეს კომპანია ჩვეულებრივ რეჟიმში ფუნქციონირებს, რაც ძალიან ...

Read More »

ლევან დავითაშვილი „ნამახვანჰესზე“: დარწმუნებული ვარ, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდება

ჩვენ უნდა მოვახდინოთ მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია, გასაგებ ენაზე მისატანი თითოეულ ჯგუფთან, – ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან „ნამახვანჰესზე“ საუბრისას განაცხადა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, არსებობენ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ყოველთვის გამოდიან განახლებადი ელექტროენერგიის წყაროების წინააღმდეგ და მას ეჭვი აქვს, რომ მათ კონკრეტული ინტერესები ამოძრავებთ. ​„ამ ჯგუფების გავლენა მოსახლეობაზე, სამწუხაროდ, არის ძალიან ნეგატიური. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ...

Read More »

წელს ელექტრომობილების მწარმოებელთა აქციების 50%-იან ზრდას ელოდებიან

ელექტრომობილების მწარმოებელთა აქციები მიმდინარე წელს შესაძლოა 50%-ით გაიზარდოს. ამას Wedbush-ის ანალიტიკოსი დენიელ ივსი პროგნოზირებს, რომელსაც მიაჩნია, რომ ელექტრომობილების ბაზარზე ჯერ კიდევ დიდი სივრცეა დარჩენილი და Tesla-ს ეს ინდუსტრია სრულად არ უკავია. „ვფიქრობ, საკმაოდ დიდია ოკეანე ერთზე მეტი ნავისთვის. ეს მხოლოდ Tesla-ს მსოფლიო არ არის“, – განაცხადა ანალიტიკოსმა. მისივე თქმით, მოსალოდნელია, ელექტრომობილების ინდუსტრია მომდევნო ათი წლის განმავლობაში $5 ტრილიონამდე გაიზარდოს. 2020 ...

Read More »

გიორგი ჩიქოვანი: ის განცხადებები და დასკვნები, რომლებიც გავრცელდა ნამახვანჰესთან დაკავშირებით, საკმაოდ ზედაპირულია და რეალობასთან ახლოს არ არის

დღეს გავეცანით EMC-ის განცხადებას ნამახვანჰესის შესახებ. ჩვენ ექსპერტებთან ერთად ვმუშაობთ და სულ მალე გვექნება საკმაოდ დეტალური და კომპენტენტური პასუხები ამ განცხადებაზე, – ამის შესახებ ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა, გიორგი ჩიქოვანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მისივე თქმით, ის განცხადებები და დასკვნები, რომლებიც გავრცელდა, საკმაოდ ზედაპირულია და რეალობასთან ახლოს არ არის. „ისინი საკმაოდ დილეტანტურ დონეზეა მომზადებული, როგორც ეკონომიკური, ასევე ენერგეტიკული და გარემოს დაცვითი ...

Read More »