Tag Archives: #ნავთობი

Fitch-მა ნავთობის ფასების პროგნოზი გაზარდა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა უახლოესი მომავლისთვის ნავთობის ფასების პროგნოზი გაზარდა. ამის შესახებ Global Economic Outlook-ის დეკემბრის ანგარიშში ვკითხულობთ. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი 2021 წლის ბოლოს ბარელზე საშუალოდ 71 დოლარი იქნება. მომავალი წლის შეფასება 55 დოლარიდან 70 დოლარამდე გაიზარდა, 2023 წლისთვის – 60 დოლარამდე 53 დოლარიდან. ნავთობის ფასების საშუალო დონე გასულ წელს ბარელზე 43,3 აშშ დოლარი იყო, ხოლო 2016-2020 წლებში – 55,8 ...

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

საცხებ-საპოხი მასალების ყველაზე დიდი მომწოდებელი კვლავინდებურად ირანია

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2021 წლის იანვარ-ნოემბრის  თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 17,12 ათასი ტონა, რაც ფაქტიურად იგივეა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (17,12 ათასი ტონა) შედარებით. 2021 წლის პირველი 11 თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ირანიდან – 2,86 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 16,7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქეთი – 2,75 ათასი ტონა (16,1%), რუსეთი – 2,72 ათასი ტონა (15,9%);  გერმანია – 1,44 ათასი ტონა (8,4%) და სხვ. საყურადღებოა, რომ ბენზინისა და დიზელის იმპორტის ზრდის (3,7%-ით) ...

Read More »

ნავთობის ფასი ინტენსიურად იზრდება

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის”ცნობით, 2021 წლის 8 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  75.82  (+ 0.38)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  72.36 (+  0.31)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 5.1%-ით, 3,74 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 77 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრომ ოდნავ შეამცირა მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნის ზრდის პროგნოზი

აშშ-ს ენერგეტიკის სამინისტრომ ოდნავ შეამცირა 2021 წლის ნავთობზე გლობალური მოთხოვნის პროგნოზი – 96,9 მილიონ ბარელამდე დღე/ღამეში, 2022 წლისთვის – 100,5 მლნ ბარელამდე დღე/ღამეში. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება”ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. აღნიშნულია, რომ პროგნოზის გადახედვაზე გავლენა იქონია COVID-19-ის ახალი შტამის გამოჩენამ. ვინაიდან მისი გავრცელების შედეგები უცნობია, მსოფლიოში ნავთობის მოხმარების შემცირების რისკი არსებობს, განსაკუთრებით საავიაციო საწვავზე.

Read More »

წელს საავტომობილო ზეთების ბაზარზე საკმაოდ არასახარბიელო ვითარებაა

ნავთობპროდუქტების ადგილობრივ ბაზარზე ყველაზე მეტი პრობლემა საცხებ-საპოხი მასალების ბიზნესს უკავშირდება. ეს მიმართულება, ფაქტობრივად, ერთადერთია, სადაც 2021 წლის 11 თვის განმავლობაში იმპორტი თითქმის თანაბარ დონეზეა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როცა ეკონომიკაში დიდი შეზღუდვები და ლოქდაუნი იყო. ცალკე პრობლემაა საავტომობილო ზეთის ხარისხიც, რაც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ბაზარი ძირითადად ირანული პროდუქტით არის გაჯერებული, რაც დაბალ ხარისხთან ასოცირდება ...

Read More »

აშშ ირანული ნავთობი გაყიდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, აშშ-ს ხელისუფლებამ ირანის  ნავთობი, რომელიც არაბეთის ზღვაში დააკავა  26,7 მილიონ დოლარად გაყიდა. „სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამოღებული ნავთობი გაიყიდა. მთლიანმა შემოსავალმა 26,7 მილიონი დოლარი შეადგინა.აღნიშნული თანხა შესაძლებელია ჩაირიცხოს ტერორიზმის მსხვერპლთა დახმარების ამერიკულ ფონდში“, – განაცხადეს იუსტიციის სამინისტროში. აღნიშნულია, რომ გაყიდული ნავთობის მოცულობამ 1,1 მილიონი ბარელი შეადგინა.სამინისტროს არ დაუკონკრეტებია, როდის ჩამოართვა აშშ-მ ირანული ნავთობის ტანკერები.მათ მხოლოდ აღნიშნეს, რომ იგი ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  75.44  (+ 2.36)  დოლარი/ბარელზე.ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  72.05 (+  2.56)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი იზრდება

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,69%-ით, 0,5 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 73,26 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის’ ცნობით, 2021 წლის 6 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  73.08  (+ 3,20)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  69.49 (+  3,23)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »