“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, აშშ-ს ხელისუფლებამ ირანის ნავთობი, რომელიც არაბეთის ზღვაში დააკავა 26,7 მილიონ დოლარად გაყიდა.
„სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამოღებული ნავთობი გაიყიდა. მთლიანმა შემოსავალმა 26,7 მილიონი დოლარი შეადგინა.აღნიშნული თანხა შესაძლებელია ჩაირიცხოს ტერორიზმის მსხვერპლთა დახმარების ამერიკულ ფონდში“, – განაცხადეს იუსტიციის სამინისტროში.
აღნიშნულია, რომ გაყიდული ნავთობის მოცულობამ 1,1 მილიონი ბარელი შეადგინა.სამინისტროს არ დაუკონკრეტებია, როდის ჩამოართვა აშშ-მ ირანული ნავთობის ტანკერები.მათ მხოლოდ აღნიშნეს, რომ იგი ამოიღეს ვენესუელაში მიმავალი ოთხი ტანკერიდან.
ზაფხულში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო 100 მილიონი დოლარი დაახლოებით 2 მილიონი ბარელი ნავთობის გაყიდვისთვის, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დააკავა ტანკერზე Achilleas, რომელიც დააკავეს თებერვლის თვეში, რომელიც ეჭვმიტანილი იყო ირანული ნავთობის ტრანსპორტირებაში.