Tag Archives: #ენერგეტიკა

პოლონეთში “დრუჟბას” ნავთობსადენის მონაკვეთის შეკეთება დაიწყო

პოლონეთმა “დრუჟბას” ნავთობსადენის დაზიანებული მონაკვეთის შეკეთება დაიწყო. აღნიშნულის შესახებ Reuters იტყობინება პოლონეთის მთავრობის კომისარზე სტრატეგიული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის საკითხებში, მატეუშ ბერგერზე დაყრდნობით. „მილსადენის სარემონტო სამუშაოები, რომლითაც რუსული ნავთობი გერმანიას მიეწოდებოდა, უკვე დაწყებულია, ასევე, პოლონეთს არ სჯერა, რომ ინციდენტი იყო დივერსია“, – განაცხადა მან. “ყველაფერი მიუთითებს ბუნებრივ მიზეზებზე, მატერიალურ პრობლემებზე, რა თქმა უნდა, გამოკვლეული იქნება ბზარის ადგილი. თუმცა, ამ დროისთვის ჩვენ არ ...

Read More »

“ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ძალების მობილიზაციას ახდენენ”

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში 400-მდე უცხოელი მებრძოლი გადაისროლეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განახლებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „დანაკარგების ასანაზღაურებლად, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა დაქირავებულთა რეკრუტირების პრაქტიკას არ ეშვება. 9 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, დაახლოებით, 400 უცხოელი მებრძოლი ჩაიყვანეს. სამომავლოდ, დაგეგმილია მათი ჩართვა საომარ მოქმედებებში“, – ნათქვამია ანგარიშში. გარდა ამისა, გენშტაბის ინფორმაციით, კრასნოდარის მხარეში პრიმორსკო-ახტარსკში, შეიარაღებული ძალების სასწავლო ...

Read More »

ვის არ მიაწოდებს რუსეთი ნავთობსა და გაზს

რუსეთი არ მიაწოდებს ნავთობს და გაზს იმ ქვეყნებს, რომლებიც მის რესურსებზე შეზღუდვას აწესებენ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსული ეკონომიკური კვირის ფორუმზე განაცხადა, წერს რუსული მედია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი კვლავ მზადაა მსოფლიო ბაზარს თავისი ენერგორესურსებით მიაწოდოს. თუმცა, ის არ მიყიდის ნავთობს და გაზს იმ ქვეყნებს, რომლებიც მოსკოვს ფასის ზღვარს დაუწესებენ. „რუსეთი არ იმოქმედებს საღი აზრის საწინააღმდეგოდ და ...

Read More »

მერკელმა დაიცვა თავისი მთავრობის გადაწყვეტილება რუსეთიდან დიდი რაოდენობით ბუნებრივი აირის შესყიდვის შესახებ

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა დაიცვა თავისი მთავრობის გადაწყვეტილება რუსეთიდან დიდი რაოდენობით ბუნებრივი აირის შესყიდვის შესახებ. მერკელმა აღნიშნა, რომ „ყოველთვის მოქმედებთ იმ პერიოდში, რომელშიც იმყოფებით“ და რომ ის არ ნანობს თავის გადაწყვეტილებებს. „იმ დროის გადმოსახედიდან, ძალიან რაციონალური და გასაგები იყო მილსადენებით გაზის მიღება, მათ შორის რუსეთიდან, რომელიც უფრო იაფი იყო, ვიდრე თხევადი გაზი მსოფლიოს სხვა ნაწილებიდან. ცივი ომის დროსაც კი რუსეთი ენერგიის ...

Read More »

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ევროკავშირს შესაძლებლობას მისცემს სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებსაც დაუკავშირდეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთის ქალაქ პრაღაში გამართულ ევროპის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტების სამუშაო შეხვედრაში, რომელიც ენერგეტიკის სფეროში კონტინენტზე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს შეეხებოდა. შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სტრატეგიულ მდებარეობაზე ევროპასა და აზიას შორის და აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკული ...

Read More »

ელექტროფიცირებული ავტომობილების გლობალურ ბაზარზე სრულ უფრო მოთხოვნადი ხდება

ელექტროფიცირებული ავტომობილების გლობალურ ბაზარზე სრულ უფრო მოთხოვნადი ხდება, ამას მოწმობს 2022 წლის პირველი ნახევრის გაყიდვების შესახებ დღეს გავრცელებული ოფიციალური მონაცემები. პორტალ EV volumes-ის ცნობით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 4,3 მლნ ელექტრომობილი და ჰირბიდია გაყიდული, რაც 62%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. მათივე ცნობით, ზრდის დრაივერია ჩინეთი, სადაც 113%-იანი მატება დაფიქსირდა. აშშ-სა და კანადაში გაყიდვები 49%-ით, ხოლო ევროპაში მხოლოდ +9%-ით გაიზარდა, ...

Read More »

ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთმა შესაძლოა, უკრაინის გაზ-სატრანსპორტო სისტემაზე მიიტანოს იერიში

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვარაუდობს, რომ რუსეთმა, ევროკავშირის შემდგომი შანტაჟის მიზნით, შესაძლოა, უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემაზე იერიში მიიტანოს, რათა შემდეგ ევროკავშირმა Nord Stream-2 აამოქმედოს. “მათ მწყობრიდან გამოიყვანეს გაზსადენი Nord Stream-1. ამის მსგავსად, ისინი კიდევ რაღაცას ააფეთქებენ თავიანთ ტერიტორიაზე, რადგან ეს მათი სტილია. ისინი ამაში ჩვენ დაგვადანაშაულებენ და იერიშს მიიტანენ ჩვენს გაზის ტრანსპორტირების სისტემაზე. იტყვიან, ჩვენ რეაგირება მოვახდინეთო”, – აღნიშნა ვოლოდიმირ ...

Read More »

ჩეხეთში ენერგოკრიზისით გამოწვეულ ფასების ზრდას აპროტესტებენ

ათიათასობით ჩეხი პრაღის ქუჩებში გამოვიდა. ისინი ქვეყანაში ფასების ზრდას აპროტესტებენ. ჩეხეთში წლიური ინფლაციამ 17%-ს მიაღწია, რაც ევროკავშირის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ასეთი ზრდა ძირითადად ენერგოკრიზისმა გამოიწვია. ქვეყანაში ელექტროენერგიასა და გაზზე ფასები მკვეთრადაა მომატებული. დეზიდერს თვეში მხოლოდ 500 ევრო აქვს პენსია. ის მომავალ ზამთარსა და გათბობის მაღალი გადასახადზე ღელავს. “გვეშინია. და მხოლოდ მე არ ვარ შეშინებული. მოსახლეობის ნახევარია ასე. ...

Read More »

ვოლოდიმირ ზელენსკი – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჩამოვართვათ შემოსავალი ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ ისეთი სანქციების დაწესებას ითხოვს, რომელთა შედეგადაც, რუსეთი თავის ენერგეტიკულ მრიცხველებზე ნულს დაინახავს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დიალოგი, რომ კიდევ უფრო შევამციროთ რუსეთის შესაძლებლობები, დააფინანსოს ომი. კერძოდ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სახელმწიფო-აგრესორს ჩამოვართვათ შემოსავალი ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან. სწორედ ასეთი უნდა იყოს ევროკავშირის სასანქციო პაკეტების არსი“, – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა ...

Read More »

პუტინი: შეგვიძლია ჩრდილოეთის ნაკადის გაზის მარაგები შავი ზღვის რეგიონში გადავიტანოთ

“ჩრდილოეთის ნაკადის ტრანზიტის დახარჯული მოცულობა, რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზეამ შეგვიძლია შავი ზღვის რეგიონში გადავიტანოთ და ამგვარად ევროპაში ჩვენი საწვავის, ბუნებრივი აირის მიწოდების ძირითადი მარშრუტი თურქეთის გავლით გავხადოთ. თურქეთში შეიქმნება ევროპაში გაზის უმსხვილესი ჰაბი, თუ, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორები დაინტერესებული იქნებიან.” თქვა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა. მან ასევე თქვა, რომ რუსეთი მზადაა ევროპის მიმართულებით ჩრდილოეთის ნაკადის მეშვეობით ბუნებრივი აირის მიწოდება განუახლოს, თუ ევროკავშირი ...

Read More »