მაროკოს სამეფოს დედაქალაქ რაბატში, ნიგერიისა და მაროკოს წარმომადგენლებმა, მსოფლიოში ყველაზე დიდი წყალქვეშა გაზსადენის „ნიგერია-მაროკოს“ პროექტი განიხილეს. პროექტის ღირებულება $90.10 მილიარდია. აღნიშნულის თაობაზე აზერბაიჯანული მედია იუწყება. ამ სტრატეგიული პროექტის განხილვაში მავრიტანიის,მაროკოს, ნიგერიის, სენეგალის და სამხრეთ აფრიკის ეკონომიკური გაერთიანების წევრი ქვეყნები მონაწილეობდნენ. ყველამ ინდივიდუალური პრეზენტაცია წარმოადგინა. სხვა დეტალები არ გასაჯაროებულა.
Read More »