ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი: უკვე მიღწეულია შეთანხმება 1 იანვრიდან 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ტრანსპორტირების შესახებ

2023 წლის 1 იანვრიდან ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირებას დაიწყებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაილოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყაზახეთმა ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციის საგზაო რუკა შეიმუშავა. სმაილოვის განცხადებით, ბაქოს პორტის გავლით ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება შესაძლებელი იქნება ბაქო-სუფსას და ბაქო-ბათუმის ნავთობსადენებით.

„უკვე მიღწეულია შეთანხმება 1 იანვრიდან 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ტრანსპორტირების შესახებ. ვმუშაობთ ამ მაჩვენებლის 6-6,5 მილიონ ტონამდე გაზრდის მიმართულებით“, – აცხადებს ყაზახეთის მთავრობის მეთაური.

Leave a Reply