ევროპაში გაზის მოხმარება 22%-ით მცირდება

ევროპაში გაზის მოხმარება 22%-ით მცირდება. ამის შესახებ Bloomberg წერს.

შემცირების მიზეზი გაზის ეკონომიაა. ყველაზე დიდი დანაზოგი გააკეთეს მოსახლეობამ, ბიზნესმა და მცირე ინდუსტრიულმა მომხმარებლებმა.

მოხმარების შემცირების კიდევ ერთი ფაქტორი გასული თვის მზიანი დღეები იყო, რამაც გარკვეული შვება მისცა ზამთრის წინ დაძაბულ მოსახლეობას.

მთავრობები სთხოვენ მომხმარებლებს, რომ შეამცირონ გაზის მოხმარება. ,,შემოდგომის ზომიერმა ტემპერატურამ ხელი შეუწყო საწვავის დაზოგვას, მაგრამ ელექტროსადგურები აგრძელებენ მზარდი რაოდენობის წვას, რათა ელექტრომომარაგება შეინარჩუნონ’’, – წერს ბლუმბერგი.

წყარო: gbc.ge

Leave a Reply