Tag Archives: #ირანი

ირანსა და აშშ-ს შორის ბირთვული შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებები განახლდა

მსოფლიო სახელმწიფოებმა მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი ირანსა და აშშ-ს შორის საბოლოო შეთანხმების მისაღწევად, 2015 წლის ბირთვული შეთანხმების აღდგენის შესახებ განაახლეს. ამის შესახებ გაერო-ში რუსეთის ელჩი მიხეილ ულიანოვი Twitter-ზე წერს. ულიანოვის თქმით, ავსტრიის დედაქალაქში მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი განახლდა და მონაწილე ქვეყნებს შორის არსებობს ურთიერთგაგება, რომ ”მიმდინარე რაუნდი საბოლოო უნდა იყოს”,- ნათქვამია ულიანოვის ტვიტში.

Read More »
ირანი ნავთობის მოპოვებას ზრდის და გაჩერებას ჯერ არ აპირებს

ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანი ურანის გამდიდრებას განაგრძობს

ირანი განაგრძობს ურანის 5, 20 და 60 პროცენტით გამდიდრებას, ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. ირანის ბირთვული ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ალი აქბარ სალეჰის განცხადებით, გრძელდება ურანის 5, 20 და 60 პროცენტით გამდიდრების სამუშაოები. მისი განცხადებით, 5%-ით გამდიდრებული ურანის ოდენობა ხუთ ტონაზე მეტია, 20%-ით გამდიდრებული 90 კილოგრამს შეადგენს, 60%-ით გამდიდრებული კი, 2,5 კილოგრამს აღემატება. ამასთან, ალი სალეჰმა განაცხადა, რომ 20%-ით გამდიდრებული 90 კილოგრამიანი ...

Read More »

ირანი ელექტროენერგიის შენარჩუნების მიზნით კრიპტოვალუტის მოპოვებას დროებით კრძალავს

ირანი ზაფხულის სეზონზე ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით, დროებით კრძალავს ისეთი ინტენსიური კრიპტოვალუტის მოპოვებას, როგორიცაა ბიტკოინი.  გადაწყვეტილების მიზეზი გაზრდილი მოხმარების გამო, ზოგიერთი ქალაქის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენა გახდა.  ქვეყნის პრეზიდენტის ჰასან რუჰანის განცხადებით, აკრძალვა უკვე ძალაშია და ის 22 სექტემბრამდე გაგრძელდება.  მისივე თქმით, ქვეყანაში მიმდინარე კრიპტოვალუტის მოპოვების დაახლოებით 85% ლიცენზიის გარეშე მიმდინარეობდა. აკრძალვის შემდეგ, შესაძლოა, ლიცენზირებული მომპოვებლები გადავიდნენ შავ ბაზარზე, რასაც მთავრობა ებრძვის.   ოფიციალური ...

Read More »
„ირანული გაზის ხარისხი საკმაოდ მაღალია, მაგრამ ფასიც უფრო მეტია“

ნავთობის ფასები კავშირშია ირანის ბირთვულ მოლაპარაკებებთან

ინვესტორები ყურადღებით აკვირდებიან ბირთვულ მოლაპარაკებებს ირანსა და მსოფლიოს წამყვან ეკონომიკებს შორის, რადგან მოელიან ირანული ნავთობის განახლებულ მიწოდებას, რის პარალელურადაც იზრდება მოთხოვნა ნავთობზე. ბირთვული შეთანხმების საკითხის გადასაჭრელად მოლაპარაკებები მიმდინარე კვირაში გაგრძელდება ვენაში, რის შედეგადაც შესაძლოა აშშ-მა ირანს ნავთობთან დაკავშირებული სანქციები მოუხსნას. მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის ფასი ზედიზედ მეოთხე თვეა მატულობს, აზიის ზოგიერთ მხარეში, განსაკუთრებით ინდოეთში, გავრცელებული ვირუსი აბალანსებს ფასებს. ჩინეთი, სადაც ...

Read More »
ირანმა ევროპაში ნავთობის ექსპორტი აღადგინა

ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ირანის ბირთვული ობიექტების მონაცემების ნახვის შესაძლებლობა აღარ ექნება

ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ირანის ბირთვული ობიექტების მონაცემების ნახვის შესაძლებლობა აღარ ექნება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ირანის პარლამენტის სპიკერის, ბაგერ გალიბაფის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ბაგერ გალიბაფის განცხადებით, თეირანსა და გაერო-ს ბირთვულ მეთვალყურეს შორის დადებული სამთვიანი ხელშეკრულების ვადა ამოიწურა, რის გამოც სააგენტოს ირანის ბირთვული ობიექტების მონაცემებზე წვდომა აღარ ექნება. მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ პარლამენტის სპიკერმა ბირთვული ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელს, რაფაელ გროსის განუცხადა. გროსი ...

Read More »

დასავლეთის ქვეყნები ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ძირითადი ნაწილის გაუქმებაზე შეთანხმდნენ

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე დასავლეთის ქვეყნები ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ძირითადი ნაწილის გაუქმებაზე შეთანხმდნენ. „ძირითად პუნქტებზე შეთანხმება მიღწეულია. დასავლეთის წარმომადგენლებმა ძირითადი სანქციების გაუქმების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. საუბარია სანქციებზე, რომლებიც ეხება ნავთობს, ნავთობქიმიურ პროდუქციას, გადაზიდვებსა და დაზღვევას, ასევე ირანის ცენტრალურ ბანკს. ახლა მოლაპარაკებები ზოგიერთ უმნიშვნელო საკითხზე მიმდინარეობს“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა. 19 მაისს ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ ...

Read More »

შესაძლოა, რუსეთი ირანის ბირთვულ მოლაპარაკებებს გამოეთიშოს

მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით უფრო საინტერესო გახდა. თუ აშშ-ის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენს პროცესის წარმატება სურს, მან დაჟინებით უნდა მოითხოვოს, ერთი წევრით ნაკლები შემადგენლობით გაგრძელება. ამ კვირაში, ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებებისთვის, დიდი მნიშვნელობა აქვს 26 აპრილს გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებს. მასში, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამედ ჯავად ზარიფი აღიარებს, რომ ქვეყნის უსაფრთხოების ძალები განსაზღვრავდნენ მის პოზიციებს 2015 წლის ბირთვული შეთანხმების მოლაპარაკებაში. ამ ...

Read More »
ირანური გაზის ექსპორტთან დაკავშირებულ პროექტზე მუშაობა ორ თვეში დასრულდება

ირანში ნავთობქიმიური ქარხანა აფეთქდა

ირანში, ქალაქ ყუმში ნავთობქიმიური ქარხანა აფეთქდა. ადგილზე 150-მდე მეხანძრე-მაშველი და 20-მდე სახანძრო მანქანა მუშაობს. მედიის ინფორმაციით, ორი მეხანძრე სერიოზულადაა დაშავებული. ასევე, ცეცხლის ჩაქრობის მცდელობისას, ორ სახანძრო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. არსებული ინფორმაციით, ქარხანაში ჯერ ხანძარი გაჩნდა, შემდეგ კი, ამან აფეთქება გამოიწვია. სახანძრო სამსახური აცხადებს, რომ შეძლეს, თავიდან აეცილებინათ ცეცხლის ახლომდებარე ტანკერებზე გავრცელება, რასაც კატასტროფის გამოწვევა შეეძლო. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი და ...

Read More »

ირანის პრეზიდენტი: ურანის 60%-მდე გამდიდრება ნათანზის ბირთვულ ობიექტზე განხორციელებულ საბოტაჟზე პასუხია

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ ურანის 60%-მდე გამდიდრება ნათანზის ბირთვულ ობიექტზე განხორციელებულ საბოტაჟზე პასუხია. ჰასან როუჰანიმ ასევე აღნიშნა, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას არ აპირებს. „რა თქმა უნდა, უშიშროებისა და დაზვერვის წარმომადგენლებმა უნდა წარმოადგინონ საბოლოო ანგარიში, მაგრამ აშკარაა, რომ ეს სიონისტების მიერ ჩადენილი დანაშაულია და თუ სიონისტები ჩვენი ერის წინააღმდეგ იმოქმედებენ, ჩვენ ვუპასუხებთ ამას“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა. 13 აპრილს ...

Read More »

Reuters – ირანში ბირთვული ობიექტის ელექტროგანაწილების ქსელის პრობლემამ ინციდენტი გამოიწვია

ირანის ნატანცის ბირთვული ობიექტის ელექტროგანაწილების ქსელის პრობლემამ ინციდენტი გამოიწვია, – Reuters-ის ინფორმაციით ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. „ინციდენტს მსხვერპლი და დაბინძურება არ მოჰყოლია”, – განაცხადა „ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის“ პრესსპიკერმა ბეჰრუზ კამალვანდიმ. მისივე თქმით, ინციდენტის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. ბირთვული ობიექტი, რომელიც ისპაჰანში, უდაბნოში მდებარეობს, არის ირანის ურანის გამდიდრების პროგრამის ცენტრი და მას გაეროს ბირთვული მაკონტროლებელი ორგანიზაციის, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, ...

Read More »