Tag Archives: #გერმანია

ევროკომისიამ ადრიატიკის ზღვის გავლით გაზსადენის მშენებლობას მხარი დაუჭირა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსული გაზის იმპორტზე ემბარგოს დაწესებას ომის შეჩერება რომ შეეძლოს, ამას მაშინვე გავაკეთებდით

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა რუსული გაზის იმპორტზე ემბარგოს დაწესება გამორიცხა, რადგან გერმანიის მთავრობას არ სჯერა, რომ ენერგეტიკული ემბარგო უკრაინაში რუსეთსის სამხედრო შეტევას შეაჩერებს. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ამგვარი ნაბიჯი რეცესიასა და მასობრივ უმუშევრობას გამოიწვევს. „სრული ემბარგოს დაწესებას ომის შეჩერება რომ შეეძლოს, ჩვენ ამას მაშინვე გავაკეთებდით. ასეთი აკრძალვა მხოლოდ ამ ომის ფასს კიდევ უფრო გაზრდის. მაგრამ ეს ვერ შეაჩერებს ...

Read More »
საქართველომ გაზპრომთან შეთანხმებას მიაღწია

გერმანია ქვეყნიდან წასული „გაზპრომის“ აქტივების მყიდველს ეძებს

გერმანიის ხელისუფლება „გაზპრომის“ აქტივების კერძო მყიდველს ეძებს და მათ მხარდაჭერის სახით KfW IPEX-Bank-ისგან სახელმწიფო სესხს სთავაზობს. ინფორმაციას Bloomberg-ი, წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ცნობილია, 1-ელ აპრილს „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ ჯგუფ „Gazprom Germania“-სა და მისი ყველა აქტივის კონტროლს წყვეტს. მათ შორის არის სადისტრიბუციო WINGAS/WIEE, შენახვის ოპერატორი astora, ასევე, ჯგუფ Gazprom Marketing & Trading-ში შემავალი საცალო ოპერატორი Gazprom Marketing & Trading Retail, რომელიც ...

Read More »

Deutsche Bank-ის დირექტორი რუსული ენერგიის აკრძალვას არ ემხრობა

Deutsche Bank-ის აღმასრულებელი დირექტორი კრისტიან სევინგი შეუერთდა გერმანელი აღმასრულებლებისა და პოლიტიკოსების მზარდ სიას, რომლებიც რუსეთიდან ენერგომომარაგების შეწყვეტის შემთხვევაში, ევროპის უმსხვილესი ეკონომიკისთვის მძიმე შედეგებს პროგნოზირებენ. “გერმანიას, რომელიც უკვე ებრძვის მზარდ ინფლაციას, სიტუაციის შემდგომი გაუარესება დაემუქრება, თუ რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის იმპორტი ან მიწოდება შეწყდება. გერმანიაში აშკარა რეცესია, სავარაუდოდ, გარდაუვალი იქნება”,- განაცხადა სევინგმა პრესკონფერენციაზე, სადაც მან ქვეყნის მთავარი საბანკო ლობის ხელმძღვანელის ...

Read More »

გერმანიის მთავრობა გაზპრომის შვილობილი კომპანიის კონტროლს იბარებს

გერმანიაში გაზპრომის შვილობილი კომპანიის, Gazprom Germania-ს კონტროლს გერმანიის მთავრობა იბარებს. ქვეყნის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრის, რობერტ ჰაბეკის გადაწყვეტილებით, კომპანიის მეურვე ქსელების ფედერალური სააგენტო გახდება. ჰაბეკი გადაწყვეტილების მიზეზად “გაურკვეველ სამართლებრივ ურთიერთობებს” და სავაჭრო და საგადასახადო რეგულაციების დარღვევას ასახელებს. გასულ პარასკევს გაზპრომმა განაცხადა, რომ თავისი გერმანული შვილობილი კომპანიის საქმიანობას გააჩერებდა.

Read More »
რატომ ვერ შედგა “გაზპრომთან” შეთანხმება

ექსპროპრიაციის შიშით „გაზპრომი“ გერმანიას ტოვებს

Reuters რუსული ენერგეტიკული გიგანტის, „გაზპრომის“ დღევანდელ განცხადებას ავრცელებს, რომ კომპანია გერმანიაში თავის საქმიანობას წყვეტს. სააგენტოს შეფასებით, ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება მოსკოვის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა, რომ ბერლინმა რუსულ გაზზე გადახდები ევროდან რუბლზე უნდა გადაიტანოს. ჯერ გაურკვეველია, თუ რა გავლენას მოახდენს ეს ნაბიჯი რუსული გაზის გერმანიისთვის მიწოდებაზე, რაზეც ეს ქვეყანა, დაახლოებით, 40%-ით არის დამოკიდებული. „გაზპრომმა“განაცხადა, რომ Gazprom Germania GMBH-ში ...

Read More »
„გაზპრომი“ ქართულ კომპანია „გაზკო+“-ს 100 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს მიაწვდის

გერმანიაში გაზპრომისა და როსნეფტის შვილობილი კომპანიების ნაციონალიზაციაზე ფიქრობენ

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი რუსული ენერგო კონცერნების გაზპრომისა და როსნეფტის შვილობილი საწარმოების ნაციონალიზაციის შესაძლებლობებს აანალიზებს. ამის შესახებ ხუთშაბათს გერმანული ეკონომიკური გამოცემა Handelsblatt სამთავრობო წრეებიდან წყაროებზე დაყრდნობით წერდა. ასეთი ნაბიჯის მიზეზი, რომლის შესახებაც, ჟურნალისტების მონაცემებით, ინფორმირებულია კანცლერი ოლაფ შოლციც, კრიზისული ვითარების შემთხვევაში ენერგიის მიწოდების საიმედოობის უზრუნველყოფაა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გერმანიის ენერგო უზრუნველყოფისათვის. კომპანია Gazprom Germania გერმანიაში მსხვილი გაზსაცავების ოპერატორია. Rosneft Deutschland, როგორც ...

Read More »
"გაზპრომი" უკრაინის ანტიმონოპოლიურის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს

გერმანიაში „გაზპრომის“ ოფისებში ჩხრეკა ჩატარდა

ევროკავშირის წარმომადგენლებმა რუსული „გაზპრომის“ გერმანულ ოფისებში ჩხრეკა ჩაატარეს მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც ეხება რუსული სახელმწიფო კომპანიის როლს ევროპაში გაზის ფასის რეკორდულ ზრდაში,– იუწყება Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, ოფიციალური პირები იმ კომპანიების ოფისებს ეწვივნენ (Gazprom Germania GmbH-სა და Wingas GmbH-ს), რომლებიც გერმანული ბაზრის დაახლოებით 20%-ს უზრუნველყოფენ. ხოლო ჩხრეკა ევროპაში გააქტიურებული გამოძიების ფონზე მოხდა – გამოიწვია თუ არა „გაზპრომის“ ქცევამ გაზის ფასების ...

Read More »

„ევროპა სრულიად დამოუკიდებელი უნდა გახდეს რუსეთის ენერგეტიკული რესურსების იმპორტისგან“

„რუსეთის შეჭრამ უკრაინაში გამოიწვია არამხოლოდ მილიონობით ადამიანის ტანჯვა, არამედ ცხადყო, რომ ევროპა სრულიად დამოუკიდებელი უნდა გახდეს რუსეთის ენერგეტიკული რესურსების იმპორტისგან“, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა. მისივე თქმით, მოკლევადიან პერიოდში გერმანია გააგრძელებს გაზისა და ნავთობის იმპორტს სხვა ქვეყნებიდან და ამავე დროს მოემზადება საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში განახლებადი ენერგიის ახალ წყაროებზე სრული გადასვლისთვის. „ახლა ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ...

Read More »
უკრაინამ რუსული გაზის შესყიდვა შეაჩერა

გერმანიისთვის რუსული გაზის იამალი-ევროპის გაზსადენით მიწოდება შეჩერდა

იამალი-ევროპის გაზსადენით რუსული გაზის მიწოდება გერმანიაში შეჩერდა, ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გაზსადენის ოპერატორი Gascade ავრცელებს. მისივე ცნობით, რუსული გაზის მიწოდება ევროპაში სხვა ორი მილსადენით სტაბილურია. Gascade–ს მომხდარის მიზეზებზე ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია. ცნობისთვის: 29 მარტს რუსეთმა განაცხადა, რომ ხუთშაბათისთვის შეიმუშავებს პრაქტიკულ ღონისძიებებს უცხოური კომპანიებისთვის, რომ რუსული გაზის საფასური რუბლში გადაიხადონ. სპეციალისტების თქმით, ეს მოთხოვნა მიწოდების შეფერხების ალბათობას გაზრდის, რადგან დასავლური ...

Read More »

შოლცის თქმით, რუსეთი პანიკაშია მის ენერგორესურსებზე ევროკავშირის უარის გამო

რუსეთის ხელმძღვანელობა პანიკაშია იმის გამო, რომ ევროკავშირი და სხვა დასავლური ქვეყნები უარს ამბობენ რუსული ნავთობის, გაზისა და ნახშირის იმპორტზე. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ევროკავშირის ლიდერებს 25 მარტს დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე განუცხადა, წერს Politico. გარდა ამისა, გერმანიის კანცლერმა უარყო ევროკავშირის მიერ რუსეთიდან ენერგიის იმპორტის სრულად აკრძალვა  და განაცხადა, რომ ეს უფრო მეტად დააზარალებს ევროპას, ვიდრე რუსეთს. მან ...

Read More »