Tag Archives: #უნგრეთი

“რუსეთის ატომური ენერგეტიკის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს, უნგრეთი ვეტოს დაადებს”

უნგრეთი ვეტოს დაადებს ევროკავშირის ნებისმიერ სანქციებს, რომლებიც რუსეთის ბირთვული ენერგეტიკის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, წერს Reuters-ი. უკრაინამ ევროკავშირს მოუწოდა, სანქციების მეათე პაკეტში შეიტანოს რუსული სახელმწიფო ბირთვული ენერგეტიკული კომპანია “როსატომი”. ორბანმა დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ბირთვული ენერგეტიკის მიმართ სანქციებს “აშკარად, ვეტო უნდა დაედოს”. “ჩვენ არ დავუშვებთ გეგმას, რომელიც სანქციებში ბირთვული ენერგეტიკის შეყვანას გულისხმობს. ამაზე საუბარიც ...

Read More »

ვიქტორ ორბანი – ვაპირებთ, ელექტროენერგიის ყველაზე გრძელი კაბელი ავაგოთ, ეს არის ინოვაცია

ჩვენ ვაპირებთ, ყველაზე გრძელი ელექტროენერგიის კაბელი ავაგოთ, ეს არის ინოვაცია, მე რომ ვიყო 30 წლით ახალგაზრდა, ვიტყოდი, რომ ეს არის ნამდვილი როკენროლი, რომ ყველაზე გრძელი კაბელი იდება შავი ზღვის ფსკერზე, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა კლაუს იოჰანისმა კოტროჩენის სასახლეში განაცხადა, სადაც აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობები გააფორმებენ დოკუმენტს, რომელიც ეფუძნება ამ ქვეყნების ინტერესებს და უკავშირდება ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. როგორც ვიქტორ ...

Read More »

საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს

საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია რუმინეთში, კოტროჩენის სასახლეში გაიმართა. დოკუმენტი გააფორმეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაე ჩუკამ და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა. ცერემონიას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დაესწრო. დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და ...

Read More »

ვიქტორ ორბანი საქართველოსა და რუმინეთის გავლით, შავი ზღვის ფსკერზე წყალქვეშა კაბელის პროექტზე შეთანხმებას ხელს მოაწერს

17 დეკემბერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, ხელს მოაწერს შეთანხმებას აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ. ელექტროენერგას უნგრეთი, პროექტის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და რუმინეთის გავლით შავი ზღვის ფსკერზე წყალქვეშა კაბელის მეშვეობით მიიღებს. უნგრეთის მთავრობის მეთაურის პრესმდივანმა ბერტალან ჰავასიმ განაცხადა, რომ ოთხმხრივი შეთანხმება , პროექტში მმონაწილე მხარეებს შორის, ბუქარესტში გაფორმდება.

Read More »

უნგრელი მინისტრი Rosatom-ის მიერ ორგანიზებულ ფორუმს ესწრება

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო სოჭში ჩაფრინდა სახელმწიფო ჰოლდინგ Rosatom-ის მიერ ორგანიზებულ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. ამის შესახებ უნგრელი ოფიციალური პირი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას. „Atomexpo ბირთვული ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრაა. გლობალური ენერგეტიკული კრიზისის პირობებში ქვეყნისთვის უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანია საჭირო რაოდენობის ენერგიის წარმოება. პაკსის ატომური ელექტროსადგური მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა. ფორუმი 21-22 ნოემბერს ...

Read More »

ენერგოკრიზისის გამო უნგრეთის ათეულობით ქალაქში დაწესებულებები იხურება

ენერგორესურსებზე ფასების მატებით გამოწვეული პრობლემა ყველაზე მეტად თეატრებს, სპაცენტრებს, საცურაო აუზებს, ბიბლიოთეკებს, მუზეუმებსა და სპორტულ დაწესებულებებს შეეხო. ერთ-ერთი ასეთი ქალაქია სეგედი. ქალაქის მერის მოადგილე ტამაშ კოვაჩი ამბობს, რომ ბუნებრივი აირის გადასახადი შვიდჯერ გაიზარდა, თუმცა მთავრობას არაფერი გაუკეთებია მათ დასახმარებლად. მისი თქმით, უნგრეთის სახელმწიფომ მუნიციპალური სექტორისთვის შექმნა დისფუნქციური სისტემა, რომელიც ბევრ მუნიციპალიტეტში სექტემბრიდან მოქმედებს, რაც ართულებს სავალდებულო საზოგადოებრივი ამოცანების შესრულებას. ისინი ...

Read More »

ვიქტორ ორბანი: ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია ევროპის ენერგოკრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია

უნგრეთის პრემიერი ევროპის ენერგოკრიზიდან გამოსავალს ენერგიის წყაროების დივერსიფიცირებაში ხედავს. ვიქტორ ორბანმა “ტვიტერში” დაწერა, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების გზები განვიხილა. „კარგი შეხვედრა მქონდა ბუდაპეშტში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. განვიხილეთ ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების გზები. ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია ევროპის ენერგოკრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია“, – წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.

Read More »

უნგრეთი დაინტერესებულია აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით ელექტროენერგიის იმპორტით

უნგრეთი აქტიურად მუშაობს მსხვილ ენერგეტიკულ ინიციატივებზე, მათ შორისაა ელექტროენერგიის იმპორტი აზერბაიჯანიდან საქართველოსა და რუმინეთის გავლით. აღნიშნულის თაობაზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში მყოფ ქართველ კოლეგასთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. ორბანმა აღნიშნა, რომ ქვეყანა დიდად არის დამოკიდებული ბუნებრივი აირის იმპორტზე, რომლის ღირებულებაც მკვეთრად გაიზარდა უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო. შესაბამისად, ენერგეტიკული კრიზისის დაძლევის მიზნით, უნგრეთი ახალ ...

Read More »

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი „გაზპრომთან“ მოსალაპარაკებლად მოსკოვში მიდის

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიარტომ განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში იგი რუსეთის დედაქალაქ მოსკოვს ეწვევა. სიარტოს თქმით, მან რუსეთისგან გარანტია უნდა მიიღოს, რომ უნგრეთს ენერგორესურსების მიღებაში პრობლემები არ შეექმნება. „ამ კვირაში მოსკოვში სხვადასხვა საკითხზე სასაუბროდ წავალ, მათ შორის ვისაუბრებ მშვიდობის მნიშვნელობაზე, რათა ვთქვა, რომ უნგრელებს მშვიდობა სურთ. გარდა ამისა, ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანი გარანტიების მიღებაა, რომ უნგრეთს არ ექნება პრობლემები ...

Read More »
Wall Street Journal: „გაზპრომმა“ პირი აზიისკენ იბრუნა

უნგრეთი “გაზპრომთან” გაზის გადასახადის გადავადებაზე შეთანხმდა

უნგრეთი რუსულ “გაზპრომთან” გათბობის სეზონზე დაახლოებით 1.9 მილიარდი ევროს გაზის გადასახადის გადადებაზე შეთანხმდა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg 4 ოქტომბერს წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ორშაბათს, 3 ოქტომბერს, უნგრეთმა განაცხადა, რომ “გაზპრომთან” გადახდების სამი წლით გადადებას მიაღწია, რაც მას ექვსი თვის განმავლობაში უნდა გადაეხადა. გარიგების პირობები არ გახმაურებულა. Bloomberg-ის ორი წყაროს ცნობით, პირველ წელს უნგრეთი გადაიხდის თანხის 20%-ს, რომლის ვადაც გრძელდება, ხოლო 40%-ს მომდევნო ორი ...

Read More »