„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა ქვესადგურის „წყალტუბო-500“ მშენებლობის ადგილი მოინახულა. გაეცნო პროექტის მიმდინარეობას და შეაფასა განხორციელებული სამუშაოები. ამ დროისათვის, მოწყობილობების ძირითადი ნაწილი მოწოდებულია, დასრულებულია ავტოტრანსფორმატორების და რეაქტორების ფუნდამენტების მოწყობა. მიმდინარეობს ანძების ფუნდამენტების მოსამზადებელი სამუშაოები და საძირკვლებისა და სადრენაჟე სისტემის მოწყობა. უახლოეს მომავალში დაიწყება მართვის ფარის შენობის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ქვეყნის ენერგეტიკული ქსელის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ქვესადგურის ...
Read More »