Tag Archives: #გენერატორი

უკრაინამ ბოლო თვეებში გერმანიიდან 334 ტონა ენერგოტექნიკა მიიღო

2022 წლის ივლისიდან უკრაინამ გერმანიიდან ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის საჭიროებებისთვის 43 ჰუმანიტარული ტვირთი (334 ტონა) მიიღო. ამის შესახებ 11 თებერვალს უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა. “მხოლოდ გასულ კვირაში 59 ტონაზე მეტი დახმარება მივიღეთ.” – ნათქვამია განცხადებაში. კერძოდ, “გერმანულ-უკრაინის ენერგეტიკული პარტნიორობა დონორთა მხარდაჭერისთვის” კამპანიის ფარგლებში, უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ გერმანული ქსელის ოპერატორ Stromnetz Berlin GmbH-ისგან 40 ტრანსფორმატორი მიიღო. ასევე გერმანელი პარტნიორებისგან მიღებულ აღჭურვილობას შორის არის გენერატორები, სადისტრიბუციო ...

Read More »

ქვეყნების რეიტინგი, 2022 წელს ბატარეების წარმოების მიხედვით

მაშინ როდესაც მსოფლიო ელექტრომობილების ეპოქისკენ მიისწრაფვის, ბატარეების წარმოება ბევრი სახელმწიფოსთვის, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, პრიორიტეტული ხდება. თუმცა ბატარეების წარმოებაში ლიდერი კვლავ ჩინეთია, რომელიც პირველობისთვის ბრძოლაში სხვა ქვეყნებზე ბევრად ადრე ჩაერთო. ლითიუმ-იონური ბატარეების მიწოდების ჯაჭვის რეიტინგი, რომელიც BloombergNEF-ის მონაცემებზე დაყრდნობითაა შედგენილი, ნათლად აჩვენებს და პროგნოზირებს ჩინეთის დომინირებას 2022-2027 წლების პერიოდში, ქვეყნებს შორის ბატარეების წარმოების საერთო სიმძლავრის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ 2022 ...

Read More »

ქუთაისის მერია უკრაინის ქალაქ დნიპროს გენერატორს გაუგზავნის

ქუთაისის მერია უკრაინის ქალაქ დნიპროს გენერატორს გაუგზავნის. განცხადება ამის შესახებ ქალაქის ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შენგელიამ საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. როგორც ირაკლი შენგელიამ აღნიშნა, გენერატორი დამეგობრებულ ქალაქ დნიპროში უახლოეს დღეებში გაიგზავნება. მისივე თქმით, ქუთაისი უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ეხმარებოდა და ეხმარება ომით დაზარალებულ უკრაინელ ხალხს. შენგელიამ აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის გარდა, უშუალოდ ქუთაისის მერიის მიერ 50 000 ლარი გადაირიცხა ...

Read More »

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გენერატორების მიწოდებისთვის საქართველოს მადლობას უხდის

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გენერატორების მიწოდებისთვის საქართველოს მადლობას უხდის. შესაბამისი განცხადება სამინისტროს “ტვიტერის” გვერდზე გამოქვეყნდა. “მადლობა საქართველოს ხარკოვისთვის მაღალი სიმძლავრის დენის გენერატორების მიწოდებისთვის, რომლებიც 5 იანვარს უკრაინაში საქართველოს საელჩოს მიერ იქნა მიწოდებული. ჩვენ ვაფასებთ თითოეულ მხარდაჭერას რუსეთის საჰაერო, სარაკეტო და საარტილერიო დარტყმების შემდეგ დაზიანებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში” – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის: 6 იანვარს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გააბრცელა ...

Read More »

არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა უკრაინას დახმარების მეორე პარტია, $100 მილიონის ღირებულების 1300 გენერატორი გადასცა

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა (UAE) 100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ჰუმანიტარული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, უკრაინას 2500 გენერატორი გადასცა. გენერატორები კრიტიკული და სოციალური ინფრასტრუქტურისთვის (სკოლები, საბავშვო ბაღები, სამედიცინო დაწესებულებები, გათბობის ცენტრები) არის განკუთვნილი. პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში უკრაინის სახელმწიფო ფონდი აკონკრეტებს, რომ უკრაინაში ამ ეტაპზე 1300 გენერატორი ჩაიტანეს, 1200 კი, უკრაინამ დეკემბრის ბოლოს მიიღო. ხსენებული პირველი პარტია გაიგზავნა რუსეთის აგრესიით ყველაზე მეტად დაზარალებულ ...

Read More »

საქართველოს მიერ გაგზავნილი გენერატორები უკრაინაშია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით უკრაინაში გაგზავნილი 25 მაღალი სიმძლავრის გენერატორი ქალაქ კიევში ჩავიდა. აღნიშნული გენერატორები იმ დახმარების ნაწილია, რომელსაც საქართველოს მთავრობა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ახორციელებს, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, უკრაინაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, გენერატორები, საჭიროების შესაბამისად, უკრაინის სხვადასხვა რეგიონებში გადანაწილდა და ხარკოვის, ნიკოლაევის, ლვოვის, კიევის ოლქსა და ქალაქ კიევს მიეწოდა. „აღნიშნულის თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა ...

Read More »

ბრიტანეთმა უკრაინას 900-ზე მეტი გენერატორი გადასცა

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას 900-ზე მეტი გენერატორი, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კი ცივი ამინდისთვის 15 000-მდე ჯარისკაცის კომპლექტი გაუგზავნა. უკრაინისთვის მიწოდებული დახმარების შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა. „დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას 900-ზე მეტი გენერატორი გადასცა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაუგზავნა 15 000 კომპლექტი ექსტრემალური ცივი ამინდის კომპლექტი, მათ შორის ცივი ამინდის ტანსაცმელი, მძიმე საძილე ტომრები და იზოლირებული კარვები“, – განაცხადა უოლესმა. ...

Read More »

უკრაინამ ყაზახეთისგან სამედიცინო დაწესებულებებისთვის განკუთვნილი 41 მძლავრი გენერატორი მიიღო

უკრაინამ ყაზახეთის რესპუბლიკიდან სამედიცინო დაწესებულებებისთვის განკუთვნილი 41 მძლავრი გენერატორი მიიღო. შესაბამისი განცხადება უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ Facebook-ზე გაავრცელა. „ჩვენ მივიღეთ შესანიშნავი საშობაო საჩუქარი ყაზახეთის ხალხისგან: 41 მძლავრი გენერატორი ჩვენი ჯანმრთელობის დაწესებულებებისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Read More »

ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინას 1000-ზე მეტი ელექტროგენერატორი გადასცეს

ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში იანეზ ლენარჩიჩმა Twitter-ზე დაწერა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაონას ათასზე მეტი ელექტრო გენერატორი უკვე გადასცეს. მანამდე არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა გამოაცხადეს, რომ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის 3,5-დან 8 კილოვატამდე სიმძლავრის 2500 გენერატორს აგზავნის. პირველი 1200 გენერატორი ვარშავაში დღეს გაიგზავნება, დანარჩენს კი მომავალი წლის იანვარში უკრაინის მოსახლეობა მიიღებს, იტყობინება საუდის საინფორმაციო სააგენტო.

Read More »

ევროკავშირი უკრაინას 900 გენერატორს უგზავნის

ევროკავშირი უკრაინას ენერგეტიკულ სფეროში დახმარებას გაუწევს და ქვეყანაში 900 გენერატორს გაგზავნის. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ში დაწერა. „ევროკავშირი მუშაობს ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდაზე უკრაინას, მოლდოვასა და დანარჩენ ევროპას შორის. ჩვენ ასევე 900 გენერატორს ვუყრით თავს, ქვეყანას ელექტროენერგიით მომარაგებისთვის, მათ შორის საავადმყოფოებისთვის“, – დაწერა მან. ფონ დერ ლაიენის თქმით, უკრაინა ასევე მიიღებს ენერგიის დაზოგვის ნათურებს. “და ჩვენ ვაგზავნით ...

Read More »