Tag Archives: #რუსეთი

აზერბაიჯანი: ევროპის მოსამარაგებლად საკმარისი გაზი გვაქვს

აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტრო მსოფლიოს ენერგეტიკულ ბაზრებზე შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა. უწყების ცნობით, აზერბაიჯანს ბუნებრივი აირის საკმარისი მარაგები აქვს როგორვ ევროპაში ექსპორტისთვის, ასევე მეზობელ სახელმწიფოებისთვის მიწოდებული გაზის მოცულობის გასაზრდელად.

Read More »

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირი მაისის შუა რიცხვებში რუსეთის ენერგომატარებლებზე ეტაპობრივად თავის დაღწევაზე გეგმას წარადგენს

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი გეგმავს, მაისის შუა რიცხვებისთვის წარმოადგინოს წინადადებები, რომელიც 2027 წლისთვის რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულებისგან თავის არიდებას ითვალისწინებს. ამის შესახებ CNN იუწყება. „მაისის შუა რიცხვებისთვის ჩვენ გამოვალთ წინადადებით 2027 წლისთვის რუსულ გაზზე, ნავთობსა და ნახშირზე ეტაპობრივად უარის თქმის შესახებ, რაც გამყარებული იქნება აუცილებელი ეროვნული და ევროპული რესურსებით“ , – განაცხადა ლაიენმა ევროსაბჭოს სამიტის შემდეგ, ევროპული საბჭოს ...

Read More »
იაპონიაში ატომური ელექტრსადგურების მუშაობა განახლდა

G7 რუსეთს მოუწოდებს, უკრაინაში არსებულ ობიექტებზე კონტროლი კიევს დაუბრუნოს

G7–ის წევრი ქვეყნების (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, კანადა, აშშ, საფრანგეთი და იაპონია) ენერგეტიკის მინისტრები რუსეთს მოუწოდებენ, უკრაინის ტერიტორიაზე არსებულ ბირთვულ ობიექტებზე კონტროლი კიევს დაუბრუნოს, ასევე შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებების ამ ობიექტების სიახლოვეს. „მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ნებისმიერი ძალის გამოყენება უკრაინაში არსებულ ბირთვულ ობიექტებზე და მათ სიახლოვეს. ჩვენ მოვითხოვთ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე არსებული ყველა ბირთვული ობიექტი კიევის კონტროლს დაუბრუნდეს“, – ნათქვამია განცხადებაში

Read More »

ვიქტორ ორბანი: სანქციები ნავთობზე და გაზზე არ გავრცელდება

არ არის გამორიცხული, რომ ომი დროში გაიწელოს. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენთვის ხელსაყრელი გზით გადაიჭრა: სანქციები ნავთობზე და გაზზე არ გავრცელდება, – ამის შესახებ ვერსალში გამართული შეხვედრის შემდეგ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. „სიტუაცია რუსეთ-უკრაინის ომში უფრო მეტია, ვიდრე დრამატული. ჩვენ მოვუსმინეთ საფრანგეთის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს პუტინთან საუბართან დაკავშირებით. გამორიცხული არაა, რომ აღნიშნული დაპირისპირება გაჭიანურებულ სახეს მიიღებს. ჩვენ გადავწყვიტეთ, ჩავრთოთ ევროპა ...

Read More »

უკრაინის სამხედრო დაზვერვა – ვლადიმერ პუტინმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ტერაქტის მომზადების ბრძანება გასცა, რაზეც „პასუხისმგებლობა უკრაინას დაეკისრება“

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ტერაქტის მომზადების ბრძანება გასცა, რაზეც „პასუხისმგებლობა უკრაინას დაეკისრება“. „ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის კატასტროფაში ჩვენი სამხედროების მონაწილეობის იმიტაციისთვის, დამპყრობლები ცდილობენ, შექმნან ყალბი „მტკიცებულებები“ თავიანთი ვერსიის დასადასტურებლად. კერძოდ, ჰოსტომელში, ანტონოვის აეროპორტის მახლობლად, შენიშნეს რუსული რეფრიჟერატორი სატვირთო ავტომობილები, რომლებიც დაღუპული უკრაინელი მებრძოლების ცხედრებს აგროვებდნენ. არსებობს შესაძლებლობა, რომ მათ აგროვებენ ჩერნობილის ზონაში „ლიკვიდირებული დივერსანტებისთვის“, ...

Read More »

რამდენად დააზარალებს რუსეთს აშშ-ის უარი რუსულ ნავთობზე

რუსული გაზი და ნავთობი აშშ-სა და ევროპის ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებში ძირითადად არ მოიაზრებოდა. ეს გამოწვეული იყო ეკონომიკური ზემოქმედების რისკით, განსაკუთრებით ევროპაში, სადაც რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულება უფრო დიდია. თუმცა, კონგრესისგან ზეწოლის ფონზე, სადაც რუსული ნავთობის აკრძალვის კანონპროექტი წინ მიიწევდა, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. რა იკრძალება? ნედლი ნავთობი, ნავთობი, ნავთობის საწვავი, თხევადი ბუნებრივი ...

Read More »

ავსტრალია რუსეთიდან ნავთობისა და გაზის იმპორტზე უარს ამბობს

ავსტრალიის ხელისუფლება, რუსეთიდან ნავთობის, გაზის, ქვანახშირისა და ნავთობპროდუქტების იმპორტზე აკრძალვას მალე დააწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას, The Guardian ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს . „ეს გადაწყვეტილება საფრთხეს არ უქმნის ავსტრალიის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. ავსტრალიას აქვს დივერსიფიცირებული და მდგრადი ნავთობის მიწოდების არხები და ნავთობის ადეკვატური მარაგი, ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ ყოვლისმომცველი მთავრობის პოლიტიკის წყალობით“, – განაცხადა სამინისტროს სპიკერმა. აკრძალვა ძალაში შევა არა უგვიანეს 45 ...

Read More »

რუსებმა კახოვკის წყალსაცავის სანაპირო დანაღმეს, რომელიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან მდებარეობს

რუსებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან მდებარე კახოვკის წყალსაცავის სანაპირო დანაღმეს. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტები განიხილავენ, რომ ატომური ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია დროებით ოკუპირებულ ყირიმსა და დონბასს მიაწოდონ. როგორც ცნობილია, ზაპოროჟიეს ატომურმა ელექტროსადგურმა განაახლა სარემონტო სამუშაოები 1-ელ ბლოკზე, მაგრამ რუსული ჯარების მიერ ატომური ელექტროსადგურის და მიმდებარე ტერიტორიის ოკუპაციის გამო, ამჟამად ადგილზე საჭირო სათადარიგო ნაწილებისა მიწოდებისა და პერსონალის მიყვანა შეუძლებელია. შეგახსენებთ, ზაპოროჟიეს ...

Read More »

აბრამიშვილი: ნებისმიერი ფასის გადახდა ღირს, რომ რუსეთზე არ იყო დამოკიდებული

რუსულ ნავთობპროდუქტებზე დამოკიდებულების შემცირებასთან დაკავშირებით დასავლეთში მოლაპარაკებები გრძელდება. შეჯერებული პოზიციები ჯერჯერობით არ ჩანს, თუმცა ყველა თანხმდება, რომ აგრესორი ქვეყანა სტაბილური და სანდო პარტნიორი ვეღარ იქნება. “დღევანდელი ევროპა დაახლოებით 40%-ით განახლებად ენერგიებზეა დამოკიდებული, 40%-მდე წიაღისეულზე, ხოლო დარჩენილი 23-24% ატომურ ენერგიაზე ნაწარმოები ელექტროენერგიაა. ეს საკმაოდ გრძელ ვადაში გაწელილი პროცესი იქნება. რესურსების სწორად და ადეკვატურად ათვისება მარტივი არ არის. საჭიროა მსხვილი ინვესტიციებიც. ძალიან ...

Read More »

ვლადიმერ პუტინი – აშშ ცდილობს, მოატყუოს საკუთარი მოსახლეობა, რადგან ამერიკულ ბაზარზე რუსული ნავთობის მიწოდება სამ პროცენტს არ სცდება

აშშ ცდილობს, მოატყუოს საკუთარი მოსახლეობა, რადგან ამერიკულ ბაზარზე რუსული ნავთობის მიწოდება სამ პროცენტს არ სცდება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრისას განაცხადა. „რუსული ნავთობის მიწოდება ამერიკულ ბაზარზე სამ პროცენტს არ აღემატება. ეს უმნიშვნელო რაოდენობაა, მათი ფასები კი იზრდება. ჩვენ აბსოლუტურად არაფერი გვაქვს საერთო და აქაც, რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვს. ისინი ...

Read More »