Tag Archives: #რუსეთი

ჯოზეფ ბორელი – ევროკავშირის ზოგიერთი წევრი არ არის დამოკიდებული რუსულ გაზზე და მათთვის ადვილია თქმა, რომ არ გამოიყენებენ, მაგრამ სხვებისთვის არც ისე ადვილია

ევროკავშირის ზოგიერთი წევრისთვის, რომლებიც რუსულ გაზს არ იყენებენ, ადვილია იმის თქმა, რომ მზად არიან, არ გამოიყენონ ეს რუსული გაზი, მაგრამ სხვებისთვის, რომლებიც დიდად არიან დამოკიდებულები რუსულ ბუნებრივ აირზე, ეს არც ისე ადვილია, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. „ყველას აქვს დიდი რისკი აღებული ენერგიაზე ამ ძლიერი დამოკიდებულობის გამო და ჩვენ ...

Read More »

უნგრეთი რუსეთისგან გაზს დასავლეთის სანქციების გვერდის ავლით შეიძენს

ნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიჯარტოს ცნობით, უნგრეთი რუსული გაზის საფასურის გადახდას ევროში გეგმავს, ხოლო შემდეგ გაზპრომ ბანკის მეშვეობით, მისი კონვერტირება რუბლში მოხდება. მთავრობის სქემის მიხედვით, უნგრული ენერგეტიკული ჯგუფის MVM-ის შვილობილი კომპანია, CEE Energy გაზის საფასურს ევროში გადაიხდის, შემდეგ კი, რუსული გაზპრომ ბანკი მას რუბლში გაცვლის. “რუბლში გადახდა არის გამოსავალი, რომელიც უნგრეთში გაზის მიწოდებას ისე უზრუნველყოფს, რომ ევროპის მიერ დაწესებულ არცერთ სანქციას არ დაარღვევს”. – ამბობს ...

Read More »

რუსული ნავთობის ექსპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით, ევროკავშირი სანქციების მე-6 პაკეტს ამზადებს

რუსული ნავთობის ექსპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით, ევროკავშირი სანქციები მე-6 პაკეტს ამზადებს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. კითხვაზე რუსეთის ლიდერთან დიალოგის შესაძლებლობის შესახებ, ლანდსბერგისმა თქვა, რომ მან დაინახა მრავალი გულწრფელი ძალისხმევა გავლენიანი ევროპელი ლიდერების მხრიდან ასეთი მოლაპარაკებების გასამართად, მაგრამ ეჭვქვეშ აყენებს რუსეთის პრეზიდენტის მოლაპარაკებების შესაძლებლობას, კერძოდ, იურიდიულად განიხილავს მის პასუხისმგებლობას იმაზე, რაც ხდებოდა. ...

Read More »

უკრაინის პრემიერი: ნავთობის ემბარგოს გარეშე უკრაინული ქალაქების დასაბომბად რესურსი რუსეთს კიდევ დიდხანს ეყოფა

ნავთობის ემბარგოს გარეშე უკრაინული ქალაქების დასაბომბად რესურსი რუსეთის კიდევ დიდხანს ეყოფა, – ამის შესახებ კიევში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროკავშირის პირველ დიპლომატ ჟოზეფ ბორელთან შეხვედრაზე უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა. „მადლობას ვუხდით ევროპელ პოლიტიკოსებს სანქციების მეხუთე პაკეტის დაწესებისთვის. რუსეთის შესაძლებლობები, გააგრძელოს ამ ომის დაფინანსების, საგრძნობლად მცირდება, თუმცა ნავთობის ემბარგოს გარეშე მშვიდობიანი უკრაინული ქალაქების დასაბომბად რესურსი რუსეთის კიდევ დიდხანს ...

Read More »

მურმან მარგველაშვილი: რუსეთმა მომენტი გამოიყენა, სანამ ჯერ კიდევ დიდია დამოკიდებულება მის ენერგორესურსებზე

არსებულ ვითარებაში, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთმა მომენტი გამოიყენა, სანამ ჯერ კიდევ არსებობს დიდი დამოკიდებულება მის ენერგორესურსებზე, – ამის შესახებ ანალიტიკური ცენტრის “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” დამფუძნებელმა მურმან მარგველაშვილმა გადაცემაში “ბიზნესპარტნიორის ოთხეული” განაცხადა. მისი თქმით, ევროპის და რუსეთის ენერგეტიკული დამოკიდებულება საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩამოყალიბდა. რუსეთი გაზის დაახლოებით 40%, ხოლო ნავთობის 27% ევროპას აწვდის, საიდანაც $150 მლრდ შემოსავალს იღებს. “დღეში ეს არის $350 ...

Read More »

ბელორუსია გაზის საფასურის გადახდებში რუსულ რუბლებზე გადადის

აპრილიდან ბელორუსია გაზის გადახდებში რუსულ რუბლებზე გადადის. ამის შესახებ დღეს, 5 აპრილს, რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს. „შესაბამისი შეთანხმებები ასახულია ბელორუსის ენერგეტიკის მინისტრის ვიქტორ კარანკევიჩისა და რუსეთის ფედერაციაში ბელორუსის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვლადიმერ სემაშკოს შეხვედრის შემდეგ ხელმოწერილ დოკუმენტებში, რომელიც გაზპრომის გამგეობის თავმჯდომარესთან ალექსეი მილერთან გაიმართა, პეტერბურგში გაიმართა. დოკუმენტები განსაზღვრავს 2022 წელს ბელორუსში რუსული გაზის მიწოდების პირობებს, გათვლებში რუსულ რუბლებზე ...

Read More »

„საწვავს ვპარავდით რუსებს, რომ კატასტროფა არ დაგვეშვა“ – რა ხდებოდა ჩერნობილში რუსების შეჭრის დროს

24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეს, ჩერნობილის ატომური ელექტრო სადგური, რომელიც ბელორუსის საზღვრიდან 16 კილომეტრში მდებარეობს, რუსულმა ჯარმა დაიკავა. დღეს, ის კვლავ უკრაინის კონტროლქვეშაა და BBC-ის კორესპონდენტმა იოგიტა ლიმაიემ ერთ-ერთი იმყოფებოდა ადგილზე. ის გაესაუბრა აეს-ის თანამშრომლებს, რომლებიც ცდილობდნენ, ობიექტის უსაფრთხოება დაეცვათ. ისინი ყვებიან, თუ რა ხდებოდა სადგურის აღების დროს. რუსული ჯარები, ჯავშანტექნიკის გამოყენებით შეიჭრნენ უკრაინაში მეზობელი ბელორუსის ტერიტორიიდან და ...

Read More »

საფრანგეთი რუსული ნავთობის იმპორტის ასაკრძალად მზად არის

საფრანგეთი მზად არის აკრძალოს რუსული ნავთობის იმპორტი. ამის შესახებ საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა განაცხადა. მან კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე სარაკეტო თავდასხმას „მასობრივი მკვლელობა“ უწოდა და თქვა, რომ პასუხისმგებელი პირები უნდა გამოავლინონ, დაისაჯონ ამ დანაშაულებისთვის. როგორც ფინანსთა მინისტრი ამბობს, ევროპაში ერთიანობაა საჭირო რუსეთისთვის უფრო მკაცრი ენერგეტიკული სანქციების დაწესებისთვის. „რაც შეეხება საფრანგეთს, ჩვენ მზად ვართ გადავწყვიტოთ ნავთობის იმპორტის აკრძალვა და ღრმად ...

Read More »

ურსულა ფონ დერ ლაიენი – უნგრეთი რუსული ენერგორესურსების საფასურს რუბლებში თუ გადაიხდის, ეს ევროკავშირის სანქციების დარღვევა იქნება

უნგრეთი რუსული ენერგორესურსების საფასურს რუბლებში თუ გადაიხდის, ეს ევროკავშირის სანქციების დარღვევა იქნება, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა „სიენენს“ განუცხადა. „ჩვენ გავაანალიზეთ პუტინის განკარგულება და სამართლებრივი საკითხი ძალიან ნათელია. ის, რასაც პუტინი გვთავაზობს – ევროების რუბლებში გადაყვანას და შემდგომ გაზის გადასახადის გადახდას, იქნება სანქციების დარღვევა. თუ ამას გააკეთებთ, გადაიხდით რუბლებში, თქვენ დაარღვევთ სანქციებს, გვერდს უვლით სანქციებს, რომლებიც ჩვენ ...

Read More »

პოდოლიაკი – მსოფლიოს უნდა ესმოდეს, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა, მისი ნავთობისა და გაზის ყიდვა ტერორიზმის დაფინანსებაა

კრემატორსკის რკინიგზის სადგურზე განხორციელებული თავდასხმა დაშინების მიზანმიმართული აქტია,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა. პოდოლიაკის შეფასებით, რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. „კრემატორსკის რკინიგზის სადგურზე განხორციელებული თავდასხმა დაშინების მიზანმიმართული აქტია. თავდასხმის შედეგად ათეულობით დაშავებული და გარდაცვლილი ადამიანია – ოჯახები ბავშვებით, რომლებიც ევაკუირებას ცდილობდნენ. მსოფლიოს უნდა ესმოდეს: რუსეთი ტერორისტული ...

Read More »