ბელორუსია გაზის საფასურის გადახდებში რუსულ რუბლებზე გადადის

აპრილიდან ბელორუსია გაზის გადახდებში რუსულ რუბლებზე გადადის. ამის შესახებ დღეს, 5 აპრილს, რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს.

„შესაბამისი შეთანხმებები ასახულია ბელორუსის ენერგეტიკის მინისტრის ვიქტორ კარანკევიჩისა და რუსეთის ფედერაციაში ბელორუსის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვლადიმერ სემაშკოს შეხვედრის შემდეგ ხელმოწერილ დოკუმენტებში, რომელიც გაზპრომის გამგეობის თავმჯდომარესთან ალექსეი მილერთან გაიმართა, პეტერბურგში გაიმართა.

დოკუმენტები განსაზღვრავს 2022 წელს ბელორუსში რუსული გაზის მიწოდების პირობებს, გათვლებში რუსულ რუბლებზე გადასვლის გათვალისწინებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

წყარო: bfm.ge

Leave a Reply