Tag Archives: #ნავთობი

რუსეთი და საუდის არაბეთი შეთანხმდნენ, ერთ დონეზე გაყინონ ნავთობის წარმოება

საუდის არაბეთი ჩინეთს ნავთობის მიწოდებას ივლისში შეუმცირებს

საუდის არაბეთის ეროვნულმა ნავთობკომპანიამ Saudi Aramco-მ, მსოფლიოში ნედლეულზე მზარდი მოთხოვნის გამო ივლისში გადაწყვიტა შეემცირებინა ნედლი ნავთობის მიწოდება რიგი ჩინურ გადამამუშავებელი ქარხნებისთვის. აღნიშნულის შესახებ Reuters იტყობინება. მათი სიტყვებით, საუდის კომპანიამ შეატყობინა სულ მცირე ხუთ აზიურ გადამამუშავებელ ქარხანას, რომელთაგანც უმეტესობა ჩინურია, რომ ივლისში ნედლი ნავთობის ნაკლებ სახელშეკრულებო მოცულობებს მიაწვდის. მარაგების შემცირება გამოწვეულია იმით, რომ ჩინეთი დიდი ფასდაკლებით იძენს რუსული ნავთობის მნიშვნელოვან მოცულობებს. ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,13 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 131,15 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »
ნავთობიმპორტიორებმა საწვავის ფასი ისევ გააძვირეს

ნავთობის ფასმა შესაძლოა, ისტორიული რეკორდი მოხსნას!

მსოფლიოში ნავთობის ღირებულება ისევ მაღალ ნიშნულზეა და მისი შემცირება ვერაფრით ხერხდება, პირიქით, არსებული ვითარება და მოლოდინი ნავთობის მეტად გაძვირების რისკს აჩენს. რა იქნება მომავალში და რატომ არ აქვს შედეგი მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ნავთობის ფასის შემცირების მიმართულებით? ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია საერთაშორისო ბაზრისთვის ნედლი ნავთობის მიწოდებას მოსალოდნელზე მეტად ზრდის (ყოველდღიური მიწოდება 648 000 ბარელი), თუმცა ბაზარზე ფასი მაინც ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

2022 წლის  10  ივნისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  123.07  (-  0,51)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  121,51  (-  0,60)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

2023 წლისთვის რუსეთში ნავთობმოპოვება შესაძლოა 18%-ით შემცირდეს

2023 წლისთვის რუსული ნავთობის მოპოვება შესაძლოა 18%-ით შემცირდეს, რადგან ევროკავშირი ყველა საზღვაო იმპორტს აკრძალავს. ამის შესახებ აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციამ (EIA) სამშაბათს თავის ყოველთვიურ ანგარიშშია ნათქვამი. ევროკავშირი გეგმავს აკრძალოს რუსული საზღვაო ნავთობის იმპორტი, რისი მიზანით მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებაა. თუ ვივარაუდებთ, რომ ევროკავშირის აკრძალვა რუსეთის საზღვაო ვაჭრობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტზე დაწესდება ექვს თვეში, EIA მოელის, რომ მომავალ წელს რუსეთის ნავთობის მოპოვება დაახლოებით 18%-ით ...

Read More »

WEG: საქართველოში ნავთობპროდუქტების 27.1% შემოდის რუსეთიდან, იმპორტის შეფერხების შემთხვევაში, დაბალანსება სხვა ქვეყნებიდანაც არის შესაძლებელი

საქართველოში ნავთობპროდუქტების ბაზარი დივერსიფიცირებულია და იმპორტი რამდენიმე ქვეყნიდან ხორციელდება. ნავთობპროდუქტების მნიშვნელოვანი ნაწილი (27.1% 2020 წელს) რუსეთიდან არის იმპორტირებული. 2016-2020 წლებში იმპორტის საშუალო წლიურმა ზრდამ 12% შეადგინა. ბენზინი და დიზელი ძირითადად ტრანსპორტის სექტორში მოიხმარება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტს საქართველოს მოხმარებაში მნიშვნელოვანი წილი უკავია, მიმდინარე ომის პირობებში რუსეთიდან იმპორტის შეზღუდვის შემთხვევაში, დეფიციტის დაბალანსება სხვა ქვეყნებიდან იმპორტის გაზრდით არის შესაძლებელი. გასათვალისწინებელია, ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასმა $130-იან ნიშნულს გადააჭარბა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 2,08 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 130,02 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის  9  ივნისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  123.45 (-0.13)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  121.98 (-0.13)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2.03 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,03 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 416,758 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  შემცირდა  0.81   მილიონი ბარელით  და შეადგინა  218.184  მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა 2,59  მილიონი ბარელით და შეადგინა  108,984 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,9 ...

Read More »

2023 წელს რუსეთში ნავთობის მოპოვება 18%-ით შემცირდება

შეერთებული შტატების ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის ცნობით, ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა მომავალი წლის ბოლომდე ქვეყანაში ნავთობის მოპოვების 18%-ით შემცირებას გამოიწვევს. თხევადი საწვავის წარმოება დღეში 9,3 მილიონ ბარელამდე 2023 წლის მეოთხე კვარტალში შემცირდება. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მოპოვება დღეში 11,3 მილიონ ბარელს შეადგენს. უკრაინაში ომის გამო ევროკავშირმა სანქციების რამდენიმე პაკეტი აამოქმედა. სანქციების ახალი, მეექვსე პაკეტით ნაწილობრივ იკრძალება რუსული ნავთობის იმპორტი. თუმცა, რუსეთი ...

Read More »