WEG: საქართველოში ნავთობპროდუქტების 27.1% შემოდის რუსეთიდან, იმპორტის შეფერხების შემთხვევაში, დაბალანსება სხვა ქვეყნებიდანაც არის შესაძლებელი

საქართველოში ნავთობპროდუქტების ბაზარი დივერსიფიცირებულია და იმპორტი რამდენიმე ქვეყნიდან ხორციელდება.
ნავთობპროდუქტების მნიშვნელოვანი ნაწილი (27.1% 2020 წელს) რუსეთიდან არის იმპორტირებული. 2016-2020 წლებში იმპორტის საშუალო წლიურმა ზრდამ 12% შეადგინა. ბენზინი და დიზელი ძირითადად ტრანსპორტის სექტორში მოიხმარება.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტს საქართველოს მოხმარებაში მნიშვნელოვანი წილი უკავია, მიმდინარე ომის პირობებში რუსეთიდან იმპორტის შეზღუდვის შემთხვევაში, დეფიციტის დაბალანსება სხვა ქვეყნებიდან იმპორტის გაზრდით არის შესაძლებელი.
გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ნავთობპროდუქტების სტრატეგიული რეზერვები ამ ეტაპზე არ აქვს შექმნილი. ასეთი რეზერვების არსებობა ქვეყანას ევროკავშირის 2009/119/EC დირექტივით ევალება.
იხ. კვლევა სრულად: https://bit.ly/3O4PYdf

Leave a Reply