Tag Archives: #გაზი

გერმანული ფონდი Nord Stream 2-ის გაზსადენის პროექტს ტოვებს

გერმანიის საზოგადოებრივი ფონდი, რომელიც რუსულ „გაზპრომს“ Nord Stream 2 გაზსადენის პროექტის დასრულებაში უნდა დახმარებოდა, პროექტიდან გასვლას ცდილობს. ამის შესახებ Reuters იტყობინება. მისივე ინფორმაციით, ფონდს სურს, გადაიხადოს 12 მილიონი ევრო (12,10 მილიონი აშშ დოლარი) კომპანიის შვილობილი Nord Stream 2 AG-ის წინაშე ვალდებულებების დასაფარად. ფონდის ხელმძღვანელმა, ერვინ სელერინგმა განმარტა, რომ მის ორგანიზციას სურს, გაწყვიტოს ყველა კავშირი Nord Stream 2-თან მას შემდეგ, რაც შვეიცარიაში დაფუძნებული Nord ...

Read More »
თბილისი-თელეთის დასახლებაში გაზიფიცირების პროექტის განხორციელება დაიწყო

16 მილიარდი კუბური მეტრის გაზის მარაგი საქართველოში – ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური აღმოჩენა

საქართველოში გაზის 16 მილიარდი კუბური მეტრის მარაგია დადასტურებული, რაც დაახლოებით, საქართველოში 8 წლის მოხმარებას უდრის. გაზის დიდი საბადო თბილისის მახლობლად აღმოაჩინეს. ამ აღმოჩენამ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ზრდას უნდა შეუწყოს ხელი. საქართველოში ბუნებრივი აირის მოპოვების სამუშაოების დაწყება  2023 წლიდან იგეგმება. რუსთავთან აღმოჩენილი მარაგი 16 მილიარდი კუბური მეტრია. არ არის გამორიცხული, საქართველოში გაზის მარაგი გაცილებით მეტი იყოს. სამუშაოებს ბრიტანული კომპანია „ბლოკ ენერჯი“ აწარმოებს. ...

Read More »

ერ-რიადი ნავთობის მოპოვებას გაზრდის და უკრაინას მარცვლეულის ექსპორტში დაეხმარება

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვიზიტის შემდეგ საუდის არაბეთმა პირობა დადო, რომ შეინარჩუნებს ბალანსს მსოფლიო ნავთობის ბაზარზე. აშშ-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამეფო ასევე აპირებს ნავთობის მოპოვების დონის 50%-ით გაზრდას ივლისსა და აგვისტოში დაგეგმილ მაჩვენებლებთან შედარებით. ამის შესახებ The Insider-ი წერს. „ორივე მხარემ აღნიშნა სტრატეგიული, ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე კრიზისისა და მისი შედეგების ფონზე და კიდევ ერთხელ დაადასტურა ...

Read More »

“ევროპას ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე მკაცრი ზამთარი ელის”

ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისთვის მძიმე ფასის გადახდა მოუწევს. ევროკავშირს ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე მკაცრი ზამთრის მოლოდინშია. ამის შესახებ რუმინეთის ვიცე-პრემიერმა კელემენ ჰუნორმა B1-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ზამთარი რთული იქნება, კერძოდ, გაზის ფასის მკვეთრი მატების გამო. ”ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც ადგენს ფასებს 2023 წლის აპრილამდე, რათა გადავიტანოთ ზამთარი, რომელიც ჩვენი შეფასებით, იქნება მკაცრი … მაგრამ რადგან გაზის ფასები იზრდება ყველგან ...

Read More »

“ევროპა რუსულ გაზზე ისეა დამოკიდებული, მისი მყისიერი შეწყვეტა შეუძლებელია”

უახლოეს დღეებში ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-7 პაკეტს წარადგენს, თუმცა, როგორც Reuters-ი ჩეხეთის პრემიერ-მინისტრზე დაყრდნობით აცხადებს, რუსული გაზის აკრძალვის საკითხი ევროკავშირის სანქციების მე-7 პაკეტშიც ვერ მოხვდება, რადგან წევრი სახელმწიფოები ასე სწრაფად გაზის იმპორტის აკრძალვას ვერ შეძლებენ. როგორც ექსპერტი ენერგეტიკულ საკითხებში თემურ გოჩიტაშვილი აცხადებს, რუსეთი ენერგეტიკულ რესურსებს პოლიტიკის იარაღად ყოველთვის იყენებდა და დღესაც ასეა. მისი თქმით, ევროპა იმდენად იყო დამოკიდებული რუსეთზე, ...

Read More »

Shell-ის აღმასრულებელი დირექტორი – რუსული გაზის მიწოდების შეზღუდვის გამო ევროპული ინდუსტრია შეჩერებულია

Shell-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბენ ვან ბეურდენმა მოუწოდა ევროპელებს მოემზადონ მკაცრი ზამთრისთვის ენერგიის მაღალი ფასების გამო. „ევროპაში ნამდვილად რთული ზამთარი გველის. ფასები კვლავ გაიზრდება და უარეს შემთხვევაში აღმოვჩნდებით ისეთ სიტუაციაში, როცა მათი რაციონირება მოგვიწევს“, – განაცხადა მან. კომპანიის ტოპ მენეჯერის თქმით, რუსული გაზის მიწოდების შეზღუდვის გამო ევროპული ინდუსტრია შეჩერებულია. „დიდი ხნის განმავლობაში გვჯეროდა, რომ უმსხვილესი ბაზრის გათიშვა რუსეთის ინტერესებში არ იქნებოდა. ...

Read More »

ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით გაითიშება თუ არა რამით ბრანდენბურგის კარიბჭის განათება?

გერმანიის დედაქალაქში ენერგიის დაზოგვის გამო შესაძლოა ბრანდენბურგის კარიბჭის განათება დროებით გათიშონ. ბერლინის ხელისუფლებას სენატიდან ურჩიეს, რომ შუაღამის შემდეგ საზოგადოებრივი ობიექტების განათება გათიშონ, მათ შორის ბრანდენბურგის კარიბჭის და წითელი მერიის შენობას. ამის შესახებ გერმანიის დედაქალაქის მმართველმა ბურგომატერმა ფრანცისკა გიფეიმ DPA-თან განაცხადა. „ჩვენს სიტუაციაში, ღირს ენერგიის დაზოგვის ყველა შესაძლებლობის გათვალისწინება“, – თქვა მან. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ქალაქი სიბნელეში უნდა ჩაიძიროს, ...

Read More »

ბოლო 6 წელში პირველად, ევროპა ამერიკული ნავთობის ნომერ პირველი შემსყიდველი გახდა

ბოლო 6 წლის განმავლობაში პირველად, ევროპა ამერიკული ნავთობის ყველაზე მსხვილი შემსყიდველი გახდა და აზიას გაასწრო. მიმდინარე წლის იანვრიდან მაისამდე ევროპამ აშშ-სგან საშუალოდ დაახლოებით 213.1 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი მიიღო, აზიამ კი 191.1 მილიონი ბარელი. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. აზიის მიერ შესყიდული ამერიკული ნავთობის რაოდენობა ევროპისგან შეძენილს ბოლოს 2016 წელს, იგივე 5-თვიან პერიოდში ჩამორჩა, როცა აშშ-მ ნედლი ნავთობის ექსპორტზე აკრძალვა გააუქმა. რუსულ ...

Read More »

„რუსული გაზის ან „გაზპრომის“ წინააღმდეგ სანქციებს უნგრეთი მხარს არ დაუჭერს“ – უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

„უნგრეთი არ არის მზად განიხილოს ევროკავშირის შესაძლო სანქციები, რომლებიც მიმართულია რუსული ენერგორესურსების წინააღმდეგ და არც რუსული „გაზპრომის“ ან „გაზპრომბანკის“ სანქციების სიაში შეყვანას დაუჭერს მხარს“, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიარტომ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანა ამჟამად გაზის მარაგებს ავსებს, ამიტომ სანქციებს ვერ შეუერთდება. „უნგრეთში ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ მზად არ ვართ განვიხილოთ რაიმე სანქციები გაზის მიწოდებაზე. ჩვენ გვაქვს ორი ...

Read More »
აზერბაიჯანი რუსეთიდან გაზს შეისყიდის

შვეიცარიამ გაზის ნორმირებული მოხმარების გეგმა გამოაქვეყნა

შვეიცარიის მთავრობამ გამოაქვეყნა გეგმა, რომელიც ზამთარში შესაძლო დეფიციტის გამო ბუნებრივი აირის ნორმირებულ მოხმარებას გულისხმობს. გაზის ნორმირებულ მოხმარებაზე ქვეყანა იმ შემთხვევაში გადავა, თუ სხვა ზომები არასაკმარისი იქნება. ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა, სიმონეტა სომარუგამ გამოცემა SonntagsZeitung-ს განუცხადა. მინისტრის თქმით, მთავრობა ვერ იძლევა იმის გარანტიას, რომ „გაზი ყოველთვის საკმარისი იქნება.“ ის ამბობს, რომ შვეიცარიაში როგორც გაზის, ასევე, ელექტროენერგიის დეფიციტის შემთხვევაში, ენერგეტიკა ნორმირებული, ...

Read More »