Tag Archives: #წყალბადი

წყალბადის ენერგეტიკა – “აღორძინების ეპოქა”

მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკების კლიმატურმა ამბიციებმა, გამოიყენონ მხოლოდ ნახშირბადის დაბალი ემისიის მქონე ენერგორესურსები, აიძულა ისინი კვლავ მიემართათ დედამიწაზე ყველაზე მსუბუქი და გავრცელებული ელემენტისთვის – წყალბადისთვის. საერთაშორისო ექსპერტების აზრით, წყალბადს, რომელსაც ორაწლიანი გამოყენების ისტორია აქვს, საბოლოოდ წარმატების შანსი სწორედ მისი ეკოლოგიური სისუფთავის გამო აქვს. ”მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში მსოფლიომ წყალბადით დაინტერესების რამოდენიმე ტალღა გაიარა, არცერთს არ მოჰყოლია ინვესტიციების მდგრადი ...

Read More »

წყალბადის ძრავზე მომუშავე ავიაცია – ეკოლოგიურად უკეთესი მომავლის პერსპექტივა

სულ რაღაც 10-15 წელიწადში ავიაცია შეიძლება გადავიდეს წყალბადის ენერგიაზე. პანდემიის დროს ფრენები შემცირდა და ატმოსფერო საგრძნობლად გასუფთავდა., რამაც დაგვანახა, თუ რა სარგებელს მოუტანდა კლიმატს, მასობრივი ავიაცია თუ გამწვანდებოდა. საწვავის უჯრედების და წყალბადის 2 ერთობლივი საწარმოს (FCH 2 JU) და Clean Sky 2– ის ერთობლივი საწარმოს (Clean Sky 2 JU) საერთო კვლევა აჩვენებს, რომ წყალბადის ტექნოლოგიის დანერგვას ავიაციაში აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი, ...

Read More »

წყალბადის VS ელექტრო მანქანა

როგორ მუშაობს წყალბადის და ელექტრო მანქანა წყალბადზე მომუშავე მანქანას აქვს წყალბადის ავზი, საიდანაც წყალბადი მიეწოდება საწვავის უჯრედს მაღალი წნევით, იქ იგი შეერწყმება ჟანგბადს. ეს ნაზავი იწყებს ელექტროქიმიურ რეაქციას, რომელიც წარმოქმნის ელექტროენერგიას ელექტროძრავისთვის ეს ნიშნავს, რომ წყალბადის მანქანებს აქვთ როგორც ელექტროძრავის მახასიათებლები (ელექტრო ენერგიისა და ძრავის გამოყენების გამო), ისე ჩვეულებრივი ბენზინის მანქანის (ავზის გამო). საწვავის უჯრედები წყალბადით აღჭურვილი მანქანების ძირითადი კომპონენტია. ...

Read More »

ალტერნატივა – წყალბადის ელექტრო მატარებლები

ძველი დიზელის მატარებლები მთელს მსოფლიოში სარკინიგზო ქსელებიდან ნელნელა ინაცვლება უფრო ეკონომიური და ეკოლოგიური ალტერნატივებით. ყველამ ვიცით უკვე წარმატებული და აწი უკვე მოქმედი ელეტრომავლების მაგალითები მსოფლიოს სხვასდასხვა წამყვან ქვეყნებში. დადგა ჯერი გადავხედოთ მეორე ალტერნატივას, რაც კიდევ ერთხელ შეცვლის ჩვენს დამოკიდებულებას სარკინიგზო ქსელების ტექნოლოგიურ მიმართულებაზე. უკვე შეგვიძლია ავლაპარაკდეთ ახალ განზომილებაზე – წყალბადის ძრავზე. გერმანული Coradia iLint იყო მსოფლიოში პირველი წყალბადით აღჭურვილი ლოკომოტივი. ...

Read More »

აბუ დაბი წყალბადის და ამიაკის ქარხნის ასაშენებლად $1 მილიარდს დახარჯავს

აბუ დაბის კერძო კომპანია მზის ენერგიაზე მომუშავე წყალბადის და ამიაკის ქარხნის ასაშენებლად $1 მილიარდზე მეტს დახარჯავს. ინვესტორები და მთავრობები ახლო აღმოსავლეთში ემისიებისგან თავისუფალი ენერგიის მოსაპოვებლად ძალისხმევას აძლიერებენ. ობიექტი განთავსებული იქნება Khalifa-ს ინდუსტრიულ ზონაში და მას Helios Industry ააშენებს. პროექტი საწყის ეტაპზე 100 მეგავატ მზის ენერგიას მოიცავს, თუმცა მომავალში ამას 800 მეგავატამდე გაზრდის. ქარხანა წელიწადში 40,000 ტონა მწვანე წყალბადს აწარმოებს, რომლიდანაც ...

Read More »

“აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა მწვანე წყალბადის, გეოთერმული ენერგიის საპილოტე პროექტის, ასევე, ბიომასისა და ბიოგაზის პროექტების განსავითარებლად”

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ალტერნატიული ენერგეტიკის ისეთ დარგებს, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგია, ასევე ბიოენერგია და განსაკუთრებით გეოთერმული ენერგია, საქართველოში დიდი პოტენციალი აქვს და ხშირად გაისმის უკმაყოფილება, რომ არ ხდება ხსენებული რესურსების სათანადოდ ათვისება, “ენერგონიუსი” დაუკავშირდა ს.ს. საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორს გიორგი ჩიქოვანს, იმის გასარკვევად, თუ რამდენად იგეგმება რაიმე პროექტის განხორციელება ან თუნდაც კვლევითი სამუშაოების ჩატარება აღნიშნული მიმართულებით? “ჩვენი ქვეყანა ...

Read More »

რუსეთი წყალბადის ბაზრის ლიდერობას უმიზნებს

მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა, Nord Stream 2 დასრულების პირასაა. გარდა ამისა, ევროპას მალე სხვა ენერგორესურსებიც დასჭირდება. რუსეთს შეეძლება წელიწადში ასი მილიარდამდე დოლარის გამომუშავება წყალბადის ექსპორტიდან, მათ შორის ევროპაში. აღნიშნულის შესახებ RIA Novosti-ის მიმომხილველი ნატალია დემბინსკაია იუწყება. რუსეთის გეგმები ძალიან ამბიციურია – 2030 წლისთვის ის გეგმავს მსოფლიო ბაზრის 20%-ის და საბოლოოდ ლიდერის პოზიციის დაკავებას. ევროკავშირის სურვილი ნახშირბადის კვალისგან სრულად განთავისუფლებისა, ძალიან დიდ ...

Read More »
საქართველოზე გამავალი სატრანზიტო მილსადენები

საბერძნეთი მწვანე წყალბადის ექსპორტს TAP-ით აპირებს

გაზის, ნავთობისა და სამშენებლო კომპანიები საბერძნეთში შეუერთდნენ სამეცნიერო ინსტიტუტებსა და უცხოელ პარტნიორებს პროქტ “თეთრი დრაკონის”  განხორციელებაში. პროექტი გულისხმობს წყალბადის წარმოებას მზის ენერგიისგან, რომელსაც გამოიმუშავებს 1.5 გვტ ელექტროენერგეტიკული პანელები. საბერძნეთი აპირებს 2025 წლისთვის ეტაპობრივად შეწყვიტოს ნახშირის გამოყენება. მწვანე წყალბადის პროექტი 2.5 მილიარდ ევროდ არის შეფასებული, თუმცა შესაძლოა ეს მაჩვენებელი 4 მილიარდ ევრომდე გაიზარდოს. შეგახსენებთ, რომ თეთრი დრაკონის პროექტი დაფუძნებულია “მწვანე წყალბადის” ტექნოლოგიაზე. საწვავი იწარმოება წყლისგან განახლებადი წყაროების ელექტროენერგიის ...

Read More »

ტოკიო წყალბადის ენერგეტიკის განვითარებაზე 3,4 მლრდ დოლარს გამოყოფს

იაპონიის ხელისუფლება ეკოლოგიურად სუფთა წყალბადის ენერგეტიკის პროექტებისთვის 370 მილიარდ იუანს (3,4 მლრდ აშშ დოლარს) გამოყოფს. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Kyodo ავრცელებს. პროექტების კოორდინატორი ენერგიის ახალი წყაროების განვითარებისა და სამრეწველო ტექნოლოგიების ორგანიზაცია (NEDO) იქნება. ამავდროულად, პროექტებს შეიმუშავებს და შეაფასებს იაპონიის ეკონომიკის სამინისტროსთან შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი. დაფინანსებული პროექტები შეეხება გათხევადებული წყალბადის პრაქტიკულ ტექნოლოგიას, ქსელში მათ მიწოდებასა და წყლისგან ეკოლოგიურად სუფთა გზით წყალბადის მიღებას. ...

Read More »

წყალბადის ენერგეტიკა

ეკოლოგიურად სუფთა, ულევი ენერგიის წყაროებზე მსჯელობა განსაკუთრებით ინტენსიური ხდება მაშინ, როცა მსოფლიოს თავს ატყდება მორიგი ენერგოკრიზისი. თანაც, არ აქვს მნიშვნელობა, ეს კრიზისი გამოწვეულია გეოპოლიტიკური მიზეზებით (მაგ: რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების პრობლემა) თუ ტექნოგენური კატასტროფით (მაგ: ზღვაში ნავთობის ჩაღვრა ან კატასტროფა ატომურ ელექტროსადგურებზე). ეკონომიურ და პოლიტიკურ პრობლემებს ემატება განსაკუთრებით გამძაფრებული დისკუსიები ინდუსტრიული საქმიანობის შედეგად გარემოს დაბინძურებით გამოწვეული კლიმატური ცვლილებების შესახებ და ამ ტენდენციებით ...

Read More »