Tag Archives: #ფასები

ყაზახეთის მთავრობა საწვავზე ფასების ზრდის გამო გადადგა

ყახაზეთში მთავრობა პრემიერ-მინისტრ ასკარ მამინის ხელმძღვანელობით გადადგა. ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ალიხან სმილოვი დაინიშნა. მთავრობის წევრები ახალი მთავრობის ფორმირებამდე მოვალეობის შესრულებას გააგრძელებენ. „მთავრობისა და სამხედრო ოფისების თავდასხმაზე მოწოდებები აბსოლუტურად უკანონოა. ხელისუფლება არ დაეცემა, მაგრამ ჩვენ გვინდა ურთიერთნდობა, დიალოგი და არა – კონფლიქტი“, – განაცხადა თოყაევმა რამდენიმე საათით ...

Read More »
საწვავი 12–15 თეთრით გაძვირდა – ფასების ზრდა შესაძლოა, მომავალშიც გაგრძელდეს

ყველაფერი, რაც ბენზინის ფასზე უნდა ვიცოდეთ

ბენზინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა. საქართველოში მოქმედ ავტოგასამართ სადგურებზე ბოლო თვე ნახევარში საწვავის ფასები საშუალოდ ლიტრზე 10-15 თეთრით გაიზარდა, რაც თითქმის 4%-იანი მატებაა. ნავთობიმპორტიორები ამბობენ, რომ ფასების ზრდა კიდევ გაგრძელდება. რა აძვირებს საწვავს? საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასი ბოლო 4 წლის მაქსიმუმზეა. Brent ტიპის ბარელი ნავთობის ფასი $82-ს გადასცდა. ფასი 2020 წლის ოქტომბერთან შედარებით $43-ით არის მომატებული. გლობალურ ბაზრებზე ნავთობზე მოთხოვნა ...

Read More »
ევროკომისიამ ადრიატიკის ზღვის გავლით გაზსადენის მშენებლობას მხარი დაუჭირა

ევროპაში გაზი გაძვირებას განაგრძობს

ევროპაში გაზის ფასი გასული სავაჭრო დღის განმავლობაში 6%-ით გაიზარდა. ამას მოწმობს ICE Futures-ის მონაცემები. დეკემბრის გაზის ფიუჩერსების ღირებულებამ ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში სავაჭრო დღის ბოლოს 6,1%-ით გაიზარდა და ათას კუბურ მეტრზე 942 აშშ დოლარი შეადგინა. ზოგადად, ფასების მატების მიზეზებს შორის სახელდება ბოლო გრძელი და ცივი ზამთრის განმავლობაში ბუნებრივი აირის გაზრდილი მოხმარება, ამას ასევე ემატება სამრეწველო საწარმოების მიერ მნიშვნელოვნად მომატებული მოხმარებაც, რომლეთაც COVID-19 პანდემიის შენელების შემდეგ აქტიურად ...

Read More »

“საწვავის გაძვირებას ლარის კურსის სიმყარე ანეიტრალებს”

სექტემბერში ქვეყანაში ფასები წლიურ ჭრილში 12.3%-ით გაიზარდა. ფასების ზრდა სამომხმარებლო საქონლის ყველა ჯგუფს შეეხო, მათ შორისაა სურსათი, ჯანდაცვა, ტრანსპორტი, კომუნალური ტარიფები და სხვა. ფასებმა მოიმატა საწვავზეც და ნავთობიმპორტიორები უკვე აანონებენ, რომ ფასები ისევ გაიზრდება. დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას ჰკითხეს, თუ რა კეთდება ფასების ზრდის შესაჩერებლად. „საწვავთან დაკავშირებით ძირითადი ფაქტორი არის ნავთობზე ფასების მომატება საგარეო ბაზრებზე, თუმცა ...

Read More »

ამერიკის ბანკი: ცივმა ზამთარმა შეიძლება ნავთობის ფასი ბარელზე 100 დოლარამდე გაზარდოს

ამერიკის ბანკის (BofA) კვლევების მიხედვით, 2022 წლის შუა რიცხვებიდან შესაძლოა ნავთობის ფასი ბარელზე 100 დოლარამდე გაიზარდოს. მოხსენებას სააგენტო Reuters ავრცელებს. ექსპერტების აზრით, თუ ზამთარი ჩვეულებრივზე უფრო ცივი იქნება,  შეიძლება აღნიშნულმა გამოიწვიოს მოთხოვნისა და მიწოდების დეფიციტის გაზრდა. ჩვეულებრივზე ცივმა ზამთარმა შეიძლება გაზარდოს გლობალური მოთხოვნა ნავთობზე 1–2 მილიონი ბარელით დღეში. გარდა ამისა, ზამთარში მიწოდების დეფიციტი ადვილად გადააჭარბებს 2 მილიონ ბარელს დღეში, ნათქვამია ...

Read More »
ნავთობიმპორტიორებმა საწვავის ფასი ისევ გააძვირეს

ევროპის ბაზარზე ბუნებრივი აირი ნავთობზე ერთნახევარჯერ ძვირია

ევროპის ფიუჩერსულ ბაზარზე გაზის ფასი ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს და ათას კუბურ მეტრზე მისი ღირებულება 680 აშშ დოლარს შეადგენს. ოქტომბრის ფიუჩერსული კონტრაქტის ღირებულება ნიდერლანდებში TTF-ზე ათას კუბურ მეტრზე დაახლოებით 680 აშშ დოლარს აღწევს. ICE–ზე ნავთობის ფიუჩერსების ნოემბრის ფასები კი ბარელზე 72 დოლარამდე დაეცა. შესაბამისად, ბუნებრივი აირი ახლა 1.52 -ჯერ უფრო ძვირია, ვიდრე ნავთობი. ევროპულ ბაზარზე გაზი ნავთობზე ერთნახევარჯერ მარაგის სიმცირის გამო ...

Read More »
ენერგეტიკის ექსპერტი: შესაძლოა, თბილისი ცდილობს, საქართველოსთვის აზერბაიჯანული კომერციული გაზის ფასი შეამციროს

რამდენად იმოქმედებს ვროპაში გაზის ფასის ისტორიული მაქსიმუმი საქართველოოზე?

ევროპის ბაზარზე გაზის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა. როგორც ანალიტიკოსები განმარტავენ, საცავებში გაზის მარაგების დეფიციტისა და აზიაში მოხმარების ზრდის ფონზე, უახლოეს პერიოდში გაზი შესაძლოა, კიდევ გაძვირდეს, ხოლო „გაზპრომის“ მიდგომა უკრაინული ტრანზიტისადმი ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს. პრობლემას აცნობიერებენ საქართველოშიც, თუმცა სპეციალისტები ამ გავლენას უშუალოდ ტარიფთან დაკავშირებით ვერ ხედავენ და აცხადებენ, რომ ქართველ მომხმარებელს გაზი, სულ მცირე, წლის ბოლომდე არ გაუძვირდება. ტრანს–კასპიური გაზსადენისა და ...

Read More »

ეროვნული ბანკი: წინა წელთან შედარებით, საწვავი 56.9%-ით გაძვირდა

ეროვნული ბანკი ივლისის თვის მიმოხილვას აქვეყნებს, სადაც ვკითხულობთ, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შესარებით, საწვავის ფასი 56.9%-ითაა გაზრდილი. მსოფლიოში მობილობის აღდგენასთან ერთად გაიზარდა ნავთობზე მოთხოვნა და, შედეგად, ფასებიც, რამაც საწვავიც გააძვირა. საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობზე ფასების ზრდისა და მეორეს მხრივ, ლარის მკვეთრი გაუფასურების ფონზე, ერთი წლის განმავლობაში საწვავის ფასი საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა. საქართველო ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის ივლისთან შედარებით ბენზინი 56.9 ...

Read More »

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასმა 590 აშშ დოლარს მიაღწია

ლონდონის საფონდო ბირჟის ICE მონაცემების თანახმად, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასმა 1000 კუბურ მეტრზე  590 აშშ დოლარს მიაღწია. სექტემბრის ფიუჩერსული კონტრაქტების ღირებულებამ ნიდერლანდების TTF ცენტრში, ათას კუბურ მეტრზე 592 აშშ დოლარს გადააჭარბა. ხოლო, დღეისათვის გაზის ფასი ათას კუბურ მეტრზე 586 დოლარს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში გაზის ფასი ევროპაში თითქმის 100 აშშ დოლარით დაეცა, როდესაც ყალბი ინფორმაცია გავრცელდა Nord Stream 2-ით გაზმომარაგების სავარაუდო ...

Read More »

საქართველოში საწვავის ფასი ახალ ანტირეკორდს ამყარებს

მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში სანავთობო ბაზარზე ფასები შედარებით სტაბილურადაა, ხოლო ლარის გაცვლითი კურსი დოლართან გამყარდა, საწვავის ფასი ქვეყანაში ისევ იზრდება, რაზეც არსებული მონაცემებიც მეტყველებს. გასული ერთი თვის განმავლობაში საქართველოში ყველა ტიპის საწვავზე ფასები გაზრდილია, თუმცა სხვადასხვა პროცენტულობით. საბოლოო ჯამში, ფასების საშუალო თვიური ზრდა 8.7%-ია. რაც შეეხება კონკრეტულად საწვავის ტიპებს. ერთ თვეში Regular 92 ტიპის ბენზინზე ფასი 2.62%- ...

Read More »