ნავთობიმპორტიორებმა საწვავის ფასი ისევ გააძვირეს

ევროპის ბაზარზე ბუნებრივი აირი ნავთობზე ერთნახევარჯერ ძვირია

ევროპის ფიუჩერსულ ბაზარზე გაზის ფასი ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს და ათას კუბურ მეტრზე მისი ღირებულება 680 აშშ დოლარს შეადგენს.

ოქტომბრის ფიუჩერსული კონტრაქტის ღირებულება ნიდერლანდებში TTF-ზე ათას კუბურ მეტრზე დაახლოებით 680 აშშ დოლარს აღწევს.

ICE–ზე ნავთობის ფიუჩერსების ნოემბრის ფასები კი ბარელზე 72 დოლარამდე დაეცა. შესაბამისად, ბუნებრივი აირი ახლა 1.52 -ჯერ უფრო ძვირია, ვიდრე ნავთობი.

ევროპულ ბაზარზე გაზი ნავთობზე ერთნახევარჯერ მარაგის სიმცირის გამო გაძვირდა. მარაგების შემცირება კი, პირველ რიგში, გამოწვეული იყო წლევანდელი უჩვეულო ამინდით – მეტისმეტად ცხელი ზაფხულითა და განსაკუთრებულად ცივი, გრძელი ზამთრით.

ამჟამად, ევროპულ მიწისქვეშა გაზსაცავებში (UGS) შენახულია 10-15 მილიარდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი, იმაზე გაცილებით ნაკლები ვიდრე საჭიროა კომფორტული ზამთრის სეზონისთვის, განაცხადა Fitch-ის ბუნებრივი რესურსებისა და ნედლი პროდუქტების ჯგუფის დირექტორმა დიმიტრი მარინჩენკომ. მისივე სიტყვებით, გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ამოქმედებამდე “გაზპრომს” არ სურს ევროპული გაზსაცავების შევსება ან გაყიდვების გაზრდა.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ბუნებრივი აირის ფასები ნავთობთან შედარებით უფრო არასტაბილურია, ამინდზე დიდი დამოკიდებულების, ტრანსპორტირებისა და შენახვის მაღალი ხარჯების, ასევე, OPEC+-ის მსგავსი მარეგულირებელი ორგანიზაციის არარსებობის გამო. ამავდროულად, მარინჩენკომ იწინასწარმეტყველა გაზის ფასების გარდაუვალი ვარდნა, რადგან, მისი აზრით, მიმდინარე ფასები ვერ შეძლებენ მოთხოვნის მდგრადობის უზრუნველყოფას.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply