Tag Archives: #რუსეთი

ჩინეთმა და ინდოეთმა სამ თვეში რუსეთიდან 24 მილიარდი დოლარის გაზი და ნავთობი იყიდეს

საინფორმაციო საგენტო Bloomberg საბაჟო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან სამი თვის განმავლობაში რუსეთმა 24 მილიარდი დოლარი მიიღო ჩინეთისა და ინდოეთისთვის ენერგორესურსების მიყიდვით. უახლესი საბაჟო მონაცემებით, მარტიდან მაისის ჩათვლით რუსულ ნავთობზე, გაზზე და ნახშირზე ჩინეთმა 18,9 მილიარდი დოლარი დახარჯა, თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე წინა წელს. ინდოეთმა იმავე პერიოდში შესყიდვების მოცულობა გაზარდა ხუთჯერ – 5,1 მილიარდ დოლარამდე. მთლიანობაში, მაღალი ...

Read More »

დასავლეთმა რუსული ნავთობის ფასზე შესაძლოა, 40-60-დოლარიანი ლიმიტი დააწესოს

აშშ და მისი მოკავშირეები განიხილავენ რუსულ ნავთობზე ფასის ჭერის დადგენას ბარელზე 40-60 დოლარის ფარგლებში. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს. ფასის განსაზღვრისას დასავლეთი ითვალისწინებს უკრაინაში რუსეთის შეჭრამდელ ფასებს და ასევე რუსული ნავთობის წარმოების რენტაბელურობას. სააგენტოს წყაროს ცნობით, ამერიკულ ადმინისტრაციაში ამ საკითხზე კვირაში რამდენიმე შეხვედრა იმართება და მომდევნო კვირებში ისინი კიდევ უფრო ინტენსიურს გახდიან მიზნის მისაღწევად საკითხზე მუშაობას. გარდა ...

Read More »

ტოკიო ზომებს იღებს მას შემდეგ, რაც მოსკოვმა სახალინ 2-ის ენერგოპროექტი სხვა უწყებას გადასცა

იაპონიის მთავრობამ რუსეთი გააფრთხილა და თქვა, რომ ქვეყნის “ენერგეტიკული ინტერესები დაცული უნდა იყოს”. განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ნავთობისა და გაზის მრავალი მილიარდის ღირებულების პროექტების – სახალინ-2-ის, მართვის ბერკეტი სხვა რუსულ კომპანიას გადასცა. დადგენილების თანახმად, რუსული გაზპრომი პროექტებში თავის წილს შეინარჩუნებს (გაზპრომი პროექტების 50%-ს ოპერირებს), მაგრამ სხვა აქციონერებმა რუსეთის მთავრობას ახალ ფირმაში წილისთვის ერთი თვის ვადაში უნდა მიმართონ. ამის შემდეგ კი, კრემლი თავად ...

Read More »
გაზპრომი მსოფლიოს მსხვილი ენერგოკომპანიების ტოპათეულიდან გაქრა

რუსეთში, „გაზპრომთან“ დაკავშირებული მეოთხე ტოპ მენეჯერი, გარდაცვლილი იპოვეს

სანქტ-პეტერბურგის მახლობლად, ვიბორგის რაიონში, საკუთარი აგარაკის ტერიტორიაზე ლოგისტიკური კომპანიის, „ასტრა-შიპინგ“-ის გენერალური დირექტორი, 61 წლის იური ვორონოვი გარდაცვლილი იპოვეს. ცნობილია, რომ მისი კომპანია რუსეთის ენერგოგიგანტის, „გაზპრომ“-ის ერთ-ერთი კონტრაქტორი იყო და დაკვეთებს არქტიკაში ასრულებდა. რუსული მედიის ცნობით, ვორონოვის ცხედარი და იარაღი აუზში იპოვეს. ბიზნესმენს, სასიკვდილო ჭრილობა, ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში აქვს მიყენებული. ამ დროისთვის გავრცელებული ოფიციალური ვერსიით, ვორონოვმა თავი მოიკლა. რუსული მედია ...

Read More »
„გაზპრომი“ ლიტვაში მონოპოლიას კარგავს

22 მლრდ დოლარის ზარალი და 72%-ით შემცირებული წარმოება – IEA რუსეთის გაზის სექტორზე ახალ პროგნოზს აქვეყნებს

ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ახალი პროგნოზით, 2022-2025 წლებში რუსეთში გაზის წარმოება 480 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტით შემცირდება. რუსული გაზის მოხმარების დაჩქარებული შეწყვეტა კი წარმოების 550 მილიარდი კუბური მეტრით შემცირებას გამოიწვევს. „რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ მკვეთრად შეამცირა რუსული გაზის წარმოების პერსპექტივა და შეაფერხებს სამომავლო პროექტებს. სანქციები, რომლებიც ზღუდავენ წვდომას მთავარ კაპიტალის ბაზრებზე, მნიშვნელოვან ტექნოლოგიებზე და ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომ თანდათან შეწყვიტოს რუსეთიდან ...

Read More »
რუსეთი და საუდის არაბეთი შეთანხმდნენ, ერთ დონეზე გაყინონ ნავთობის წარმოება

რუსეთის ენერგეტიკა უცხოურ ტექნოლოგიებზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული

დასავლურმა სანქციებმა დაგვანახეს, რომ რუსეთის ენერგეტიკა სერიოზულად არის დამოკიდებული უცხოურ ტექნოლოგიებზე, მოწყობილობები და პროგრამული უზრუნველყოფა მოკლე ვადებში უნდა გახდეს იმპორტდამოუკიდებელი ისეთ სფეროებში, რომლებიც კრიტიკულად აუცილებელია რუსული ენერგეტიკის ფუნქციონირებისთვის – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა. აღნიშნულის შესახებ პატრუშევმა ხაბაროვსკში გამართულ ეროვნული უშიშროების საბჭოს გასვლით სხდომაზე განაცხადა, სადაც შორეული აღმოსავლეთის უსაფრთხოებაზე იმსჯელეს. მისი თქმით, დასავლურმა სანქციებმა ნათლად დაანახა ...

Read More »

ჩინეთი, გერმანია, იტალია – რომელი ქვეყნები აგრძელებენ რუსული ენერგორესურსების შესყიდვას

მიუხედავად არაერთი სანქციისა თუ დასავლეთის მიერ იმპორტის შეზღუდვისა, რუსეთმა უკრაინაში შეჭრიდან 100 დღეში 97.7 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო წიაღისეული საწვავის ექსპორტით, 1 დღეში საშუალო შემოსავალი კი 977 მილიონი დოლარი იყო. ეს შემოსავალი მნიშვნელოვან როლს თამაშობს რუსეთის სამხედრო აგრესიის დაფინანსებაში. ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც რუსული ენერგომატარებლების შესყიდვას აგრძელებენ, შემდეგნაირად გამოიყურება: წყარო: Centre for Research on Energy and Clean Air (CREA).   ...

Read More »

რუსეთი „ჩრდილოეთ ნაკადის“ ორივე მილსადენს 10 დღით კეტავს

რუსული მხარე იუწყება, რომ „ჩრდილოეთ ნაკადის“ ორივე მილსადენი 10 დღით მუშაობას შეწყვეტს. მილსადენების ჩაკეტვის მიზეზი დაგეგმილი ტექნიკური ინსპექტირებაა. „2022 წლის 11 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით „ჩრდილოეთი ნაკადის“ გაზსადენის ორივე ხაზი დაგეგმილი ინსპექტირების მიზნით დროებით იკეტება. კერძოდ, შემოწმდება მექანიკური კომპონენტების და ავტომატიზაციის სისტემების მუშაობა. განრიგი და სამუშაო გეგმა წინასწარ იყო შეთანხმებული სატრანსპორტო ჯაჭვის ყველა მხარესთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Read More »

„ჩვენ ორივე ვსარგებლობთ!“ – ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინიდან ელექტროენერგიის იმპორტზე

უკრაინამ ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყო, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი განცხადებით, ეს მხოლოდ პირველი ეტაპია. „ევროკავშირთან ჩვენი დაახლოების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა – უკრაინამ დაიწყო ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი ექსპორტი ევროკავშირის ტერიტორიაზე, რუმინეთში. ეს მხოლოდ პირველი ეტაპია. ვემზადებით მიწოდების გაზრდისთვის. ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ საექსპორტო შემოსავლის საკითხი, ეს არის მთელი ევროპის უსაფრთხოების საკითხი“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ...

Read More »

ჯო ბაიდენი: მსოფლიოს მასშტაბით, საწვავის ფასების ზრდის მიზეზი რუსეთია – რუსეთი, რუსეთი, რუსეთი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მსოფლიოს მასშტაბით, საწვავის ფასების ზრდა და სურსათის დეფიციტი რუსეთის უკრაინაში შეჭრით არის გამოწვეული. „საბოლოო ჯამში, საწვავის ფასების ზრდის მიზეზი რუსეთია. რუსეთი, რუსეთი, რუსეთი. სასურსათო კრიზისის მიზეზიც რუსეთია“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა. რუსეთმა უკრაინის შავი ზღვის პორტები დაბლოკა და მარცვლეულის ექსპორტს არ უშვებს.

Read More »