Tag Archives: #ნავთობკომპანიები

საქართველო რუსეთიდან ნავთობპროდუქტების შესყიდვებს ზრდის – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის პირველ 6 თვეში საქართველომ $576.8-ის ღირებულების 597.5 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები შეიძინა. მთლიანად ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე დახარჯული თანხა წინა წლის მონაცემთან შედარებით, 76.3%-ით, ხოლო მოცულობითი წილი 4%-ით გაიზარდა. 2022 წლის პირველ ნახევარში საქართველომ რუსეთისგან $184 მილიონის ღირებულების 198.242 ტონა ნავთობი შეიძინა. რუსეთიდან იმპორტირებულ ენერგორესურსზე დახარჯული თანხა წინა წლის მონაცემზე 208%-ით მეტია. აქამდე, საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-მაისში, წინა წლის ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი $120-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 3,52 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 121,74 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის  19 ივლისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  105.48 (-0.84)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  101.76 (-0.84)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ბენზინისა და დიზელის მოხმარება და, შესაბამისად, იმპორტიც შემცირდა

საქართველოში საწვავის იმპორტი და მოხმარება შემცირდა. ცვლილება, ძირითადად, ბენზინსა და დიზელის საწვავს შეეხო. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემიდან ირკვევა, იმპორტმა ორივე მიმართულებით (ბენზინი და დიზელი) კლება განიცადა, რასაც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი რეგიონში მიმდინარე ომს უკავშირებს, რამაც სავაჭრო ურთიერთობებში დიდი გარდატეხა მოახდინა და ეს აისახა საწვავის ბიზნესზეც, რომლის იმპორტიც ბოლო პერიოდის განმავლობაში მცირდება. რაც შეეხება სტატისტიკას, 2022 ...

Read More »
სახელმწიფო კომპანიებისგან საწვავს 1.33–დან 1,47 ლარამდე ფასად შეიძენს

დიზელის საწვავის ფასი ისევ იზრდება – სად რა ღირს დიზელი

დიზელის საწვავი ისევ ძვირდება. ბოლო დღეებში ბრენდულ ავტოგასამართ სადგურებზე ფასებმა ისევ მოიმატა. „ვისოლის“ ქსელში განსაკუთრებით გაძვირებულია დიზელი. ეკო დიზელის ღირებულება ბოლო ერთი თვის განმავლობაში 27 თეთრით გაიზარდა და 4.84 ლარს მიაღწია. 20 თეთრიანი მატების შემდეგ, 4.48 ლარი ღირს ევრო დიზელი. იგივე ფასია ,,პორტალშიც”. რაც შეეხება სხვა ქსელებს, ყველაზე იაფი – 4.70 ლარი ევრო დიზელი „ლუკოილსა“ და „რომპეტროლშია“. შემდეგია „სოკარი“, სადაც ...

Read More »

რუსეთის ომის მანქანა ნავთობის გაყიდვით კვლავ ფინანსდება

ივლისში რუსული ნედლი ნავთობის საექსპორტო გადასახადის განაკვეთის ზრდამ კრემლს თვის პირველ კვირაში ნაკადების შემცირება დაუკომპენსირა. საბაჟო განაკვეთები ივნისიდან ივლისამდე 23%-ით გაიზარდა, რაც კრემლს მოუტანს დამატებით $1,42-ს ბარელ ნავთობზე ყოველი გადაზიდვისთვის. ეს იმპულსი დაეხმარა რუსეთს, გაუმკლავდეს ნედლი ნავთობის მიწოდების 15%-იან შემცირებას 8 ივლისამდე კვირაში. შემოსავალი მხოლოდ 3 მილიონი დოლარით, ანუ 2%-ით შემცირდა. G7-ის ქვეყნები ცდილობენ, იპოვონ გზა, რომ ზიანი მიაყენონ რუსეთს ...

Read More »

საუდის არაბეთმა გააორმაგა რუსული ნავთობის იმპორტი, რამაც საკუთარის ექსპორტის გაზრდის საშუალება მისცა

მიუხედავად სანქციებისა, რომლებიც მიზნად ისახავს მოსკოვის ენერგეტიკული ნაკადების ჩახშობას, მსოფლიოს უდიდესმა ნავთობის მწარმოებელმა მეორე კვარტალში მკვეთრად გაზარდა რუსული ნავთობის იმპორტი, იტყობინება Reuters. Reuters-ის მიერ განხილული მონაცემების თანახმად, საუდის არაბეთმა აპრილიდან ივნისამდე 647 000 ტონა რუსული ნავთობის იმპორტი განახორციელა. აღნიშნული ნავთობი მან რუსეთისა და ესტონეთის პორტებიდან შემოიტანა. ამ დროისთვის, 2021 წელის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან იმპორტი 320 000 ბარელითაა გაზრდილი. რა ...

Read More »

ევროპამ, აშშ-ის ნავთობის შესყიდვებით, აზიურ ქვეყნებს გაუსწრო

ევროპამ, აშშ-ის ნავთობის შესყიდვებით აზიურ ქვეყნებს გაუსწრო და ბოლო 6 წელიწადში ამერიკული ნავთობის მსხვილი მომხმარებელი გახდა. Bloomberg-ის ცნობით, 2022 წლის იანვარ-მაისში ევროპამ საშუალოდ აშშ-დან 213,1 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი მიიღო, მაშინ, როცა აზიაში ეს მაჩვენებელი 191,1 მილიონი ბარელი იყო. ბოლოს, ევროპა აშშ-ის ნავთობის შესყიდვებში აზიის ქვეყნებს 2016 წელს უსწრებდა, როცა აშშ-მა ნედლი ნავთობის ექსპორტზე შეზღუდვა მოხსნა. ნავთობის ნაკადების ეს ცვლილება ...

Read More »

ევროკავშირს რუსეთიდან მაზუთის იმპორტის აკრძალვა სურს

ევროკავშირი გეგმავს აკრძალოს რუსული მაზუთის იმპორტი 10 აგვისტოს შემდეგ, რაც დაგეგმილ ვადაზე ექვსი თვით ადრე პერიოდია. ამის შესახებ Reuters თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს. როგორც მოვაჭრეებმა განმარტეს, საბაჟო კოდექსის გამო მაზუთი შესაძლოა ვადაზე ადრე მოხვდეს შეზღუდვების ქვეშ. ევროკავშირის აკრძალვები ეფუძნება სპეციალურ კოდებს, რომლებსაც საბაჟო იყენებს. ტექნიკურად, მაზუთი ეხება ნავთობპროდუქტებს, მაგრამ საბაჟო დოკუმენტებში მას ენიჭება კოდი 2707, რომელიც ნიშნავს ნახშირს. ამ კოდს ...

Read More »
ფოთში თხევადი ტვირთებისთვის 30 ათასტონიანი საწყობი აშენდება

გაივლის თუ არა რუსული თხევადი გაზი ფოთის პორტს – APM Terminals-ის პასუხი

ფოთის პორტის ოპერატორი კომპანია APM Terminals-ი პორტის გამოყენებით ბულგარეთისთვის რუსული თხევადი გაზის (LPG) შესაძლო მიწოდების შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც კომპანიაში „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადეს, მსგავსი ნებართვის მისაღებად არავის მიუმართავს. „APM Terminals-ი, როგორც ევროკავშირში დაფუძნებული კომპანია, სრულ თანხვედრაშია ყველა შესაბამის სანქციასთან. ჩვენ არ ვახდენთ რუსული LPG-ის გადაზიდვებს და ჩვენთვის არავის მოუმართავს, რომ ნება დავრთოთ ფოთის გავლით LPG-ის გადაზიდვაზე“, – აცხადებენ APM Terminals-ში. ამასთან, ...

Read More »