Tag Archives: აზერბაიჯანი

„სამხრეთის გაზის დერეფნის“ საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში ბაქოში გამართულ ენერგეტიკის მინისტრების მეორე სხდომაზე, პროექტის მონაწილე ქვეყნებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

ბაქოში, „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტის დეკლარაციას მოეწერა ხელი

„სამხრეთის გაზის დერეფნის“ საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში ბაქოში გამართულ ენერგეტიკის მინისტრების მეორე სხდომაზე, პროექტის მონაწილე ქვეყნებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. საქართველოს მხრიდან დეკლარაციას ხელი ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მოაწერა. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტის მონაწილეები, მისი დაფინანსების მიზნით, მხარს უჭერენ ეროვნულ და ევროპულ საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გააქტიურებას, აგრეთვე ენერგორესურსების მწარმოებელ, მომხმარებელ და სატრანზიტო ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავება-განვითარებას ...

Read More »
აზერბაიჯანი საქართველოს გაზის მოწოდებას უზრდის

აზერბაიჯანი საქართველოს გაზის მოწოდებას უზრდის

აზერბაიჯანი საქართველოს გაზის მოწოდებას წელიწადში 500 მლნ კუბ. მეტრით გაუზრდის, – განუცხადა სააგენტო Trend-ს SOCAR-ის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევა. მისი თქმით, ამ დრომდე შაჰ-დენიზის პროექტის ფარგლებში, აზერბაიჯანი საქართველოს დაახლოებით, 800 მილიონ კუბურ მეტრ გაზს აწვდიდა, ახლა კი მოწოდებას 1,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის. დამატებით 1,5 მლრდ კუბ. მეტრის მოწოდება შესაძლებელია მეორე გაზსადენით. მისი თქმით, ახლა უკვე არის შესაძლებლობა “შაჰ-დენიზის” კონსორციუმიდან დამატებით ...

Read More »
თბილისში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის მორიგი შეხვედრა გაიმართა

თბილისში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შეხვედრა გაიმართა

2016 წლის 19 თებერვალს, თბილისში შედგა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის მეხუთე შეხვედრა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ელმარ მამედიაროვისა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს მონაწილეობით. სამმხრივი ფორმატი წარმოადგენს რეგიონული თანამშრომლობის წარმატებულ მექანიზმს, რომელიც 2012 წლიდან რეგულარულად იმართება, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, ასევე სხვადასხვა დონეებზე. შეხვედრისას მინისტრები მიესალმნენ სამ ქვეყანას ...

Read More »
კახა კალაძე - გაზის დამატებითი მოცულობის წამოღებაზე კონსორციუმთან მოლაპარაკებები ძალიან აქტიურ ფაზაშია

კახა კალაძე – გაზის დამატებითი მოცულობის წამოღებაზე კონსორციუმთან მოლაპარაკებები ძალიან აქტიურ ფაზაშია

კონსორციუმთან, რომელშიც სხვადასხვა საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანიებია გაერთიანებული, გაზის დამატებითი მოცულობის წამოღებაზე მოლაპარაკებები ძალიან აქტიურ ფაზაშია , – ამის შესახებ ჟურნალისტებს გუშინ, ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განუცხადა. რაც შეეხება მის ვიზიტს აზერბაიჯანში, კალაძის თქმით, ის შეხვდა “სოკარის” პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ გაზსაცავს, რომლის მშენებლობაც წელს იწყება. კახა კალაძის თქმით, პროექტში როგორც წილობრივად, ისე ფინანსურად მონაწილეობის სურვილი აქვს “სოკარს”. ...

Read More »
აზერბაიჯანის ნავთობის კვლევითი ცენტრი – საქართველოში გაზის დიდი მარაგები ვერ იქნება

აზერბაიჯანის ნავთობის კვლევითი ცენტრი – საქართველოში გაზის დიდი მარაგები ვერ იქნება

კომპანია „Frontera Resources“-ის ინფორმაციას, რომ სამხრეთ კახეთში გაზის დიდი მარაგია ნაპოვნი, მეზობელ აზერბაიჯანში რეზონანსი მოჰყვა. ადგილობრივ პრესაში გავრცელდა აზერბაიჯანის ნავთობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის, ილჰამ შაბანის განცხადება, რომლის თანახმად, საქართველოში გაზის დიდი მარაგები ვერ იქნება. მისი მოსაზრებით, „Frontera Resources“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ კახეთის სამხრეთ ნაწილში ბუნებრივი აირის დიდი მარაგია აღმოჩენილი, გამოწვეულია კომპანიის სურვილით, ბაზარზე საკუთარი აქციების რეიტინგი გაზარდოს. „აღნიშნული კომპანია ...

Read More »
SOCAR–ი ყულევის ნავთობტერმინალის საიმძლავრის გაზრდას გეგმავს

SOCAR–ი ყულევის ნავთობტერმინალის საიმძლავრის გაზრდას გეგმავს

აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR–ი ყულევის ნავთობტერმინალის საიმძლავრის გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის მარკეტინგისა და ეკონომიკური ოპერაციების სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილემ მაქსუდ მაჰმუდოვმა განაცხადა.  მისი თქმით, სოკარი საქართველოს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბაზრის ნახევარზე მეტს უზრუნველყოფს. „ტერმინალის სარეზერვუარო პარკის ტევადობა 320 ათას კუბურ მეტრს შეადგენს. ჩვენ ვგეგმავთ მის გაზრდას 380 ათას კუბურ მეტრამდე,“ – განაცხადა მაჰმუდოვმა. მისი თქმით, ასევე გაიზრდება SOCAR Trading–ის ტერმინალის ...

Read More »
SOCAR–ი „აზერენერჯის“ „გაზპრომისგან“ გაზის შეძენაში დაეხმარება

SOCAR–ი „აზერენერჯის“ „გაზპრომისგან“ გაზის შეძენაში დაეხმარება

SOCAR–ი მზადაა, დაეხმაროს აზერენერჯის (აზერბაიჯანში ელექტროენერგიის ერთადერთი მწარმოებელი კომპანია) რუსული გაზის შეძენაში. ამის შესახებ ჟურნალისტებს SOCAR–ში განუცხადეს. მათი თქმით, „აზერენერჯის“ ესაჭიროება გაზის დამატებითი მოცულობები და SOCAR–ი მზადაა მას დაეხმაროს აირის „გაზპრომისგან“ შეძენაში, ასევე შესაბამისი ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფაში. „ჯერჯერობით შეთანხმება არ არსებობს, თუმცა თუ ხელისუფლება გაზის შეძენის მითითებას გასცემს და რომელიმე მომწოდებელთან შეთანხმება იქნება მიღწეული, იმპორტი უკვე წელს გახდება შესაძლებელი,“– განაცხადა „სოკარის“ წარმომადგენელმა. ...

Read More »
“სოკარი” საქართველოს ზამთრის პერიოდში ბუნებრივი აირის მიწოდებას გაუზრდის

“სოკარი” საქართველოს ზამთრის პერიოდში ბუნებრივი აირის მიწოდებას გაუზრდის

აზერბაიჯანულმა კომპანია “სოკარმა” “შაჰ დენიზისა” და სამხრეთკავკასიის გაზსადენის კონსორციუმთან, ზამთრის პერიოდში საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდების გაზრდის თაობაზე, შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ განცხადებას კომპანია “სოკარი” ავრცელებს. “მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმების თანახმად, მხოლოდ ზამთრის პერიოდში საქართველოში გაზის მიწოდება 50 მლნ კუბური მეტრით გაიზრდება. ქართული მხარის მხარდაჭერა კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის კეთილმეზობლობის და მომავალში ორმხრივი თანამშრომლობის გამყარებას უწყობს ხელს”, ...

Read More »
საქართველოში ბენზინი უფრო იაფია ვიდრე აზერბაიჯანში

საქართველოში ბენზინი უფრო იაფია ვიდრე აზერბაიჯანში

გამოცემა globalpetrolprices.com მსოფლიოში საწვავის ფასების ყოველკვირეულ მონაცემებს აქვეყნებს, ანგარიშში მსოფლიოს ყველა ქვეყნის მონაცემია შეყვანილი. 18 იანვრის მდგომარეობით, არსებული მონაცემები globalpetrolprices.com–მ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. საინტერესოა, რომ გამოცემის მაჩვენებლების თანახმად, აზერბაიჯანში ბენზინის საშუალო ფასი უფრო მაღალია ვიდრე საქართველოში. ერთი ლიტრი ბენზინი საქართველოში 71 ცენტი ღირს, ხოლო აზერბაიჯანში 73, რაც შეეხება სომხეთს, ჩვენს კიდევ ერთ მეზობელ ქვეყანაში ბენზინის ფასი 1.02 დოლარია. განსხვავებული ...

Read More »
საქართველომ აზერბაიჯანული გაზის იმპორტი გაზარდა

საქართველომ აზერბაიჯანული გაზის იმპორტი გაზარდა

2015 წელს საქართველომ აზერბაიჯანისგან 314,3 მილიონი დოლარის ანუ 1,51 მილიონი ტონა ნავთობის ეკვივალენტის ბუნებრივი აირის იმპორტი განახორციელა. ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემა trend.az-ი საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით წერს. შესაბამისად, წლიური მონაცემებით, აზერბაიჯანიდან წლიური იმპორტის რაოდენობა ფულად გამოხატულებაში 9,4%–ით, ხოლო რაოდენობრივად 127,17 ათასი ტონით (ნავთობის ეკვივალენტი) ანუ 9,2%–ით გაიზარდა. შედარებისთვის: 2014 წელს საქართველომ აზერბაიჯანიდან 1,38 მილიონი ტონა ნავთობის ეკვივალენტის გაზის იმპორტი ...

Read More »