2015 წელს საქართველომ აზერბაიჯანისგან 314,3 მილიონი დოლარის ანუ 1,51 მილიონი ტონა ნავთობის ეკვივალენტის ბუნებრივი აირის იმპორტი განახორციელა. ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემა trend.az-ი საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
შესაბამისად, წლიური მონაცემებით, აზერბაიჯანიდან წლიური იმპორტის რაოდენობა ფულად გამოხატულებაში 9,4%–ით, ხოლო რაოდენობრივად 127,17 ათასი ტონით (ნავთობის ეკვივალენტი) ანუ 9,2%–ით გაიზარდა.
შედარებისთვის: 2014 წელს საქართველომ აზერბაიჯანიდან 1,38 მილიონი ტონა ნავთობის ეკვივალენტის გაზის იმპორტი მოახდინა, რაც თანხობრივ გამოხატულებაში 287,34 მილიონი დოლარია.
მთლიანობაში აზერბაიჯანიდან მიღებული გაზი საქართველოს მთლიან იმპორტში შარშან 57,9%–ს შეადგენდა. დანარჩენი რუსეთზე და სხვა წყაროებზე მოდის.
გასულ წელს საქართველომ მთლიანობაში 419,44 მილიონი დოლარის გაზის იმპორტი განახორციელა.
წყარო: კომერსანტი