რუსეთის ორლოვსკის ოლქის სოფელ სტალნოი კონში, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 180 კილომეტრში მდებარეობს, ნავთობბაზა იწვის. რეგიონის გუბერნატორის, ანდრეი კლიჩკოვის განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მისი თქმით, “გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათზე, სავარაუდოდ, დრონმა სტალნოი კონში ნავთობბაზა ააფეთქა. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ”. მედიის ცნობით, მომხდარის შედეგად, ნავთობსადენის “დრუჟბას” ტერმინალი დაზიანდა.
Read More »