2023 წლის დასაწყისში ჩინეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა გადამამუშავებელმა ქარხნებმა შესაძლოა შეამცირონ დიზელის საწვავის ექსპორტი, რათა პროდუქციის უმეტესი ნაწილი შიდა ბაზარზე დარჩეს. აღნიშულის თაობაზე “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება”.
გასულ კვირას ჩინეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტრომ შემოიღო ახალი მოთხოვნა საწვავის საცალო მოვაჭრეებისთვის. 2023 წლის პირველი იანვრიდან დიზელის საწვავის ტრანსპორტირებისას სახიფათო ტვირთის გადაზიდვის ლიცენზია მიიღონ.
დამატებითმა ხარჯებმა შესაძლოა გამოიწვიოს დიზელის საწვავის შიდა საცალო ფასების ზრდა, რაც სახელმწიფო გადამამუშავებელ ქარხნებს უფრო მეტ სტიმულს მისცემს, მოახდინონ საწვავის გაყიდვა შიდა ბაზარზე და არა ექსპორტზე გატანა.