საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, უკრაინაში გენერატორები წლის ბოლომდე გაიგზავნება. ეკონომიკის მინისტრის თქმით, გენერატორების შესყიდვის პროცესი დაწყებულია და უკრაინელი მეგობრები მიიღებენ სხვადასხვა სიმძლავრის საიმედო გენერატორებს. „გენერატორებთან დაკავშირებით, იცით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინას დავეხმაროთ გენერატორებით. ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, ჩვენ მივიღეთ თხოვნა უკრაინელი კოლეგებისგან, რომ დავხმარებოდით გენერატორებისა და ასევე სხვა ელექტრომოწყობილობების ...
Read More »