Tag Archives: #პოლონეთი

ევროპაში გაზის ყველაზე დიდი მარაგი პოლონეთს აქვს

იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ყოველდღე უწყვეტს ბუნებრივი აირის მიწოდებას ევროკავშირის რომელიმე ქვეყანას, საინტერესოა, რა სიტუაციაა მარაგების კუთხით კონტინენტის ქვეყნებში. როგორც აღმოჩნდა, პოლონეთს აქვს გაზის მარაგების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპაში. მისი საცავების 95 პროცენტი სავსეა, რაც მთლიანობაში 3,35 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. ხსენებული მონაცემთ, პოლონეთის ბუნებრივი აირის მარაგი ორჯერ აღემატება ევროკავშირის საშუალო 46 პროცენტიან მაჩვენებელს. გაერთიანების ყველა ქვეყანა, რომელიც ავრცელებს ანგარიშს ...

Read More »

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: სანქციები მოქმედებს, მაგრამ კომპენსირდება ნავთობისა და გაზის ფულით

დასავლეთის სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მოქმედებს, მაგრამ დაწესებული შეზღუდვების ეფექტი ძნელად შესამჩნევია ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან რუსეთის ბიუჯეტში მუდმივი შემოსავლების გამო, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ბრიუსელში ევროსაბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. მორავეცკის თქმით, აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციების ეფექტი შესამჩნევია რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლებში – ისინი მნიშვნელოვნად შემცირებულია. გარდა ამისა, მორავეცკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის ეკონომიკა კარგავს ტექნოლოგიას და მთლიანად არის ...

Read More »

პოლონეთი რუსეთთან ყველანაირ ენერგეტიკულ ურთიერთობას წყვეტს

პოლონეთი რუსეთთან ენერგეტიკულ ურთიერთობას წყვეტს. აღნიშნულის შესახებ პოლონეთის კლიმატის და გარემოს მინისტრმა, ანა მოსკვამ განაცხადა. „პოლონეთმა გააუქმა ბუნებრივ აირთან დაკავშირებული 1993 წლის მთავრობათაშორისი შეთანხმება იამალთან მიმართებით. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ დადასტურა პოლონეთის მთავრობის გადაწყვეტილების მართებულობა, გახდეს რუსული გაზისგან სრულად დამოუკიდებელი. ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ „გაზპორმი“ არასანდო პარტნიორია“, – წერს ანა მოსკვა. როგორც მედია იუწყება, შეთანხმება მოიცავდა ბუნებრივი აირის მიწოდებას იამალის მილსადენით ...

Read More »
აზერბაიჯანული "სოკარი" რუსულ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს

„როიტერი“ – გერმანიამ და იტალიამ რუსული გაზის შესაძენად ადგილობრივ კომპანიებს ანგარიშების რუბლში გახსნის უფლება მისცეს

გერმანიამ და იტალიამ რუსული გაზის შესაძენად ადგილობრივ კომპანიებს ანგარიშების რუსულ რუბლში გახსნის უფლება მისცეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გერმანიის ხელისუფლებამ ბუნებრივი აირის ადგილობრივ იმპორტიორ კომპანიებს აცნობა რუსული რუბლის ანგარიშების გახსნის შესაძლებლობის შესახებ, რათა შეინარჩუნონ რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი სანქციების დარღვევის გარეშე. წყაროს ინფორმაციით, გერმანია ამ საკითხზე ევროკავშირთან მჭიდრო კოორდინაციით მოქმედებდა. ანალოგიური ვითარებაა იტალიაშიც. სააგენტოს წყაროების ცნობით, იტალიის მთავრობამ ...

Read More »

უკრაინიდან და პოლონეთიდან ტრანზიტის შეფერხების ფონზე, ევროპაში გაზის ფასი ზრდას განაგრძობს

უკრაინიდან და პოლონეთიდან ტრანზიტის შეფერხების ფონზე, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი გაიზარდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის ივნისის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 10%-ით გაიზარდა და 1000 კუბურ მეტრზე 1 118,3 დოლარი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ დღეს, პოლონეთმა რუსულ კომპანია „გაზპრომს“ აუკრძალა მისი ტერიტორიის გავლით ევროპაში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება. ერთი დღით ადრე კი, უკრაინის გაზის ტრანსპორტირების ოპერატორმა გამოაცხადა, რომ 11 მაისიდან, ...

Read More »

პოლონეთმა ევროპაში მისი ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ტრანზიტი შეაჩერა

პოლონეთმა აუკრძალა რუსულ კომპანია „გაზპრომს“ მისი ტერიტორიის გავლით ევროპაში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება. ამის შესახებ business-gazeta.ru იუწყება. გაზსადენი კომპანია EuRoPol GAZ-ს ეკუთვნის. ინფორმაცია ამ კომპანიამ ტელეგრამში გამოაქვეყნა. 11 მაისს რამდენიმე უცხოური კომპანიის წინააღმდეგ სანქციები დაწესდა. მათ შორის იყო კომპანია EuRoPol GAZ, რომელსაც პოლონეთში გამავალი გაზსადენი ეკუთვნის. ეს გაზსადენი, თავის მხრივ, „იამალ-ევროპის“ მილსადენის შემადგენელი ნაწილია.

Read More »
ახალი გაზსადენი ევროპას რუსული ზეწოლისგან გაათავისუფლებს

პოლონეთმა და ბალტიის ქვეყნებმა ახალი გაზსადენი გახსნეს

გამოცემა France-Presse-ის ინფორმაციით, პოლონეთმა და ლიეტუვამ რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად ახალი გაზსადენი გახსნეს, რომელიც ბალტიის ქვეყნებს დანარჩენ ევროპასთან დააკავშირებს. მისი მშენებლობა 500 მილიონი ევრო დაჯდა და თანხის დიდი ნაწილი ევროკავშირმა დააფინანსა. “ეს ჩვენი პასუხია რუსეთის მხრიდან შანტაჟზე“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ გაზსადენის გახსნის ცერემონიაზე. შედეგად, პოლონეთისა და ლიეტუვის გაზის ქსელებს უკვე 508 კმ სიგრძის მილსადენი აკავშირებს, რომლითაც წელიწადში ...

Read More »

პოლონეთი რუსული ბუნებრივი აირის ალტერნატიული წყაროების მოძიებაზე მუშაობს

პოლონეთს, რომელმაც უარი განაცხადა ბუნებრივი აირის საფასურის რუბლით ანგარიშსწორებაზე, მოსკოვმა გაზის მიწოდება შეუწყვიტა. აქამდე პოლონეთი ბუნებრივი აირის 50 პროცენტს რუსეთიდან იღებდა. პოლონეთში იმედი აქვთ, რომ დიდი რეზერვების, რომლებიც 75 პროცენტითაა სავსე და ალტერნატიული წყაროების მეშვეობით, მალე სრულად ჩაანაცვლებენ რუსულ ბუნებრივ აირს. ენერგეტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი ვოიჩეხ იაკობიკი ამბობს, რომ პოლონეთს საფასური იამალის ხელშეკრულების მიხედვით უნდა გადაეხადა. სწორედ ამიტომ შემოდიოდა რუსეთიდან დიდი რაოდენობით ბუნებრივი აირი. ახლა კი აირის ...

Read More »

Novatek Green Energy პოლონეთში გაზის ავზების აფეთქების საშიშროების შესახებ აცხადებს

პოლონეთში თხევადი ნავთობით სავსე 500-მდე სარკინიგზო ავზის უმოქმედობის გამო, შესაძლოა აფეთქება მოხდეს, განაცხადა Novatek Green Energy-მ. “სერიოზული და ძალიან რეალური საფრთხე დაკავშირებულია კომპანიის კონტროლის ჩამორთმევასთან და თხევადი გაზით სავსე 500-მდე ვაგონის შემდგომი ტრანსპორტირებისა და გადმოტვირთვის შეუძლებლობასთან”, – ნათქვამია განცხადებაში. კომპანია აქტორებს სასწრაფო მოქმედებისკენ მოუწოდებს, რათა პროპან-ბუტანის გაზი გადაზიდვის ტერმინალში დაუყოვნებლად შევიდეს. 26 აპრილს პოლონეთმა სანქციები დააწესა ფიზიკური და იურიდიული პირის ...

Read More »

მორავიეცკი: გაზის შეწყვეტა პოლონეთზე მიზანმიმართული თავდასხმაა, ამისთვის ვემზადებოდით

პოლონეთის პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ ქვეყანაში გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო რუსეთი პოლონეთზე მიზანმიმართულ თავდასხმაში დაადანაშაულა. პოლონეთის პარლამენტის სეიმში გამოსვლისას, მორავიეცკიმ კანონმდებლებს ალტერნატიული გაზის მილსადენები შესთავაზა და თქვა, რომ 2022 წლის შემოდგომისთვის პოლონეთს რუსული გაზი აღარ დასჭირდება. “ეს არის მიზანმიმართული თავდასხმა პოლონეთზე […] მაგრამ ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით”. – ამბობს მორავიეცკი. პოლონეთის პრემიერმინისტრის თქმით, ქვეყანაში Świnoujście-ის ტერმინალი ექვსი მილიარდი კუბური მეტრიდან თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ...

Read More »