Tag Archives: #მასკი

ილონ მასკმა კრიპტოვალუტებს მხარდაჭერა გამოუცხადა

ილონ მასკი Twitter-ზე კრიპტოვალუტების შესახებ ავრცელებს. ამჯერად მან კრიპტოვალუტას არაკონვერტირებადი ქაღალდის ფულის წინააღმდეგ მხარდაჭერა გამოუცხადა. Tesla-ს დირექტორმა ტექნოლოგიები ჯადოქრობას შეადარა, როდესაც ჰკითხეს რას ფიქრობდა იმ ადამიანებზე, რომლებიც გაბრაზებულები არიან მასზე კრიპტოს გამო. მასკმა ასევე დაწერა, რომ “ნამდვილი ბრძოლა ქაღალდის ფულსა და კრიპტოს შორის არის. ყველაფრის გათვალისწინებით, ამ უკანასკნელს ვუჭერ მხარს ”

Read More »
ინოვაცია ენერგეტიკაში

ელონ მასკი რუსეთს Tesla-ს წარმოების პოტენციურ ჰაბად განიხილავს

ელონ მასკმა კრემლის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ის ღიაა შესაძლებლობისთვის, რომ რუსეთში Tesla-ს ქარხანა აშენდეს. ღონისძიებაზე მასკმა თბილად ისაუბრა რუსეთის შესახებ და ხაზი გაუსვა ქვეყნის კოსმოსურ მიღწევებს. კრემლის სპიკერის დიმიტრი პესკოვის მიწვევით, Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი შეკითხვებს დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში პასუხობდა. “რუსეთში ბევრი ნიჭი და ენერგიაა. ვფიქრობ, ახლოს ვართ რუსეთში Tesla-ს არსებობასთან და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი იქნება. ...

Read More »

Bitcoin-ის ფასი მასკის განცხადების შემდეგ 3 თვის მინიმუმამდე დაეცა

მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა Twitter-ზე დაწერა, რომ აღარ გაყიდდა Tesla-ს მანქანებს Bitcoin-ში, კრიპტოვალუტის ბაზარი შეირყა. Bitcoin-ის ფასი $42,200-მდე დაეცა, ეს კი 3 თვის განმავლობაში ყველაზე დაბალი ნიშნულია. კრიპტოვალუტის ბაზარზე ფასების ნახვა შესაძლებელია სავაჭრო პლატფორმა Binance-ზეც. აღსანიშნავია, რომ Bitcoin-ის ფასის ვარდნას, მატებაც მოჰყვა და ამ მომენტისთვის მისი ფასი $45 000-ია. ექსპერტების აზრით, ეს იმის მანიშნებელია, რომ უძვირესი კრიპტოვალუტის მიმოქცევა “ჯანმრთელია” და ეს ...

Read More »

​ბიტკოინის კურსი 15%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა განაცხადა, რომ Tesla ამ კრიპტოვალუტას აღარ მიიღებს

ბიტკოინის კურსი საგრძნობლად დაცა მას შემდეგ, რაც Tesla-ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანია ამ კრიპტოვალუტას აღარ მიიღებს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, 13 მაისის ღამეს ბიტკოინის კურსი 15%-ით დაეცა (46 ათას დოლარამდე). მოგვიანებით კურსი ოდნავ გაიზარდა და 50-ათასიანი ნიშნული გადალახა, თუმცა წინა დღესთან შედარებით მაინც 11.43%-ით დაბალია. ილონ მასკმა Twitter-ზე დაწერა, რომ Tesla ბიტკოინით განხორციელებულ გადახდას აღარ მიიღებს, რადგან კომპანია შეშფოთებულია ბიტკოინის მაინინგისა და ტრანზაქციებისთვის წიაღისეული საწვავის გამოყენების ტემპის სწრაფი ზრდით. Tesla ასევე მანამდე ...

Read More »
ილონ მასკმა Tesla-ს ახალი პროექტის წარდგენა დააანონსა

SpaceX-ი მთვარეზე კრიპტოვალუტა Dogecoin-ით დაფინანსებულ მისიას გაგზავნის

2022 წელს კომპანია SpaceX მთვარეზე თანამგზავრს Doge-1 გაუშვებს, მისიის ხარჯები კი კრიპტოვალუტა Dogecoin-ით იქნება გადახდილი. ამის შესახებ Twitter-ზე კომპანიის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა დაწერა. „პირველი კრიპტოვალუტა კოსმოსში. პირველი მიმი კოსმოსში“, – დაწერა მასკმა. თანამგზავრი Doge-1 კანადურ კომპანია Geometric Energy Corporation-ს ეკუთვნის. აპარატს ორბიტაზე რაკეტა Falcon 9 მომავალი წლის პირველ კვარტალში გაიყვანს. „ეს მისია კრიპტოვალუტის დედამიწის ორბიტის ფარგლებს გარეთ გამოყენების დემონსტრაცია იქნება ...

Read More »

Tesla ბიტკოინს გადახდის ახალ საშუალებად აღიარებს

ელექტრონული ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla აცხადებს, რომ ბიტკოინს გადახდის ახალ საშუალებად აღიარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს Tesla-ს პროდუქტების შეძენა კრიპტოვალუტის მეშვეობითაც შეეძლებათ. ინფორმაციას CNN ავრცელებს.  ამასთან, როგორც გამოცემა წერს, Tesla-მ 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინი შეიძინა. ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე საათში კრიპტოვალუტის ფასი ისევ მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამჟამინდელი მონაცემებით, ბიტკოინის ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს – 48,000 აშშ დოლარს მიაღწია. Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის ...

Read More »

ელექტრომობილებისა და მზის პანელების მწარმოებელი კომპანიის დამფუძვნებელი ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია

ილონ მასკი $185 მლრდ-ით მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი გახდა. Tesla-ს და SpaceX-ის მწარმოებელმა ილონ მასკმა ამ სიაში პირველ ადგილი მას შემდეგ დაიკავა, რაც Tesla-ს აქციების ფასი გაიზარდა და $700 მლრდ-ს მიაღწია. ”ჩემი ფულის დაახლოებით ნახევარი გამიზნულია დედამიწაზე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, ნახევარი კი მარსზე თვითმმართველი ქალაქის შექმნისათვის, რათა უზრუნველყოს სიცოცხლის გაგრძელება,” – ამბობს მასკი. 2017 წლიდან კი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი Amazon-ის დამფუძნებელი ...

Read More »