ილონ მასკმა Tesla-ს ახალი პროექტის წარდგენა დააანონსა

SpaceX-ი მთვარეზე კრიპტოვალუტა Dogecoin-ით დაფინანსებულ მისიას გაგზავნის

2022 წელს კომპანია SpaceX მთვარეზე თანამგზავრს Doge-1 გაუშვებს, მისიის ხარჯები კი კრიპტოვალუტა Dogecoin-ით იქნება გადახდილი. ამის შესახებ Twitter-ზე კომპანიის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა დაწერა.

„პირველი კრიპტოვალუტა კოსმოსში. პირველი მიმი კოსმოსში“, – დაწერა მასკმა.

თანამგზავრი Doge-1 კანადურ კომპანია Geometric Energy Corporation-ს ეკუთვნის. აპარატს ორბიტაზე რაკეტა Falcon 9 მომავალი წლის პირველ კვარტალში გაიყვანს.

„ეს მისია კრიპტოვალუტის დედამიწის ორბიტის ფარგლებს გარეთ გამოყენების დემონსტრაცია იქნება და პლანეტთაშორისო ვაჭრობას ჩაუყრის საფუძველს“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

2021 წლის დასაწყისიდან Reddit-ის მომხმარებლები ატარებდნენ ფლეშმობს To the Moon („მთვარისკენ“). მათი მიზანი კრიპტოვალუტის მთვარეზე გაგზავნა და მისი ღირებულების ერთ დოლარამდე გაზრდა იყო.

ფლეშმობს მხარი ილონ მასკმა დაუჭირა. მან Dogecoin-ის შესახებ რამდენიმე ტვიტი გამოაქვეყნა, რის შემდეგაც ვალუტის ღირებულება გაიზარდა.

Leave a Reply