„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომლებმა სასისტემო ავარიულ ვარჯიშში მიიღეს მონაწილეობა და იმიტირებული სასისტემო ავარია წარმატებით აღმოფხვრეს. ავარიულ ვარჯიშს სსე-ის ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრის დისპეტჩერებთან და მორიგე-ოპერატიულ პერსონალთან ერთად, „თელასის“, „ენერგო-პრო ჯორჯიას“, „გარდაბნის თბოსადგური 1-2“-ის, „ენგურჰესის“, „ლახამიჰესის“, „ვარციხე ჰესის კასკადის“ და სხვა ენერგეტიკული ორგანიზაციების თანამშრომლებიც ესწრებოდნენ. ენერგეტიკული ორგანიზაციების პერსონალის კოორდინირებული მუშაობის უნარების დაუფლების მიზნით, ავარიული ვარჯიში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” სასწავლო ცენტრში ყოველკვარტალურად ტარდება ...
Read More »