Tag Archives: #ბულგარეთი

რუსეთში ბუნებრივი აირის საექსპორტო ფასის რეკორდულ ვარდნას ელიან

ბულგარეთი „გაზპრომისგან“ ბუნებრივი აირის მიწოდების განახლების ვარიანტს განიხილავენ

ბულგარეთი რუსული „გაზპრომისგან“ ბუნებრივი აირის მიწოდების განახლების ვარიანტს განიხილავს. აღნიშნულის შესახებ ადგილობრივ მედიასთან საუბარში ენერგეტიკის მინისტრმა, როსენ ჰრისტოვმა განაცხადა. „ჩვენ პრიორიტეტად განვიხილავთ ალტერნატიულ მომწოდებლებს. მე არ ვიქნები ის მინისტრი, რომელიც ზამთარში ქვეყნის მოსახლეობას გასაყინად გაწირავს“, – განაცხადა მინისტრმა. ჰრისტოვის თქმით, რუსეთის მიერ ბულგარეთისთვის წამოყენებული პირობები იგივეა, როგორიც სხვა ევროპულ ქვეყნებს აქვთ და ისინი მათ ასრულებენ. „ჩვენ არ გადავუხვევთ ევროპულ პოლიტიკას. „გაზპრომისგან“ გაზის ყიდვა ...

Read More »

რუსული გაზის ალტერნატივა – საბერძნეთისა და ბულგარეთის დამაკავშირებელი გაზსადენი გაიხსნა

საბერძნეთისა და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრებმა ახალი ენერგეტიკული მილსადენი გახსნეს. მისი მეშვეობით, აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი ბულგარეთს მიეწოდება. პროექტმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მას შემდეგ შეიძინა, რაც რუსეთმა ბულგარეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა ხაზი გაუსვა ახალი მილსადენის, როგორც ალტერნატიული მიწოდების გზის მნიშვნელობას ბულგარეთისთვის. საბერძნეთი ცდილობს, რეგიონულ ენერგეტიკულ ცენტრად იქცეს. “ეს არ არის მხოლოდ გაზსადენი, არამედ მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ხიდია სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის”, – განაცხადა ...

Read More »
ბულგარეთმა ირანული გაზის იმპორტი, შესაძლოა სომხეთისა და საქართველოს გავლით განახორციელოს

ბულგარეთს აზერბაიჯანული გაზი სატესტო რეჟიმში მიეწოდება

საბერძნეთი-ბულგარეთის ინტერკონექტორით (IGB), ბულგარეთს აზერბაიჯანული გაზი სატესტო რეჟიმში მიეწოდება. ამის შესახებ კომპანია ICGB AD აცხადებს. „ჩვენ დავიწყეთ გაზის რეალური ნაკადების სატესტო მიწოდება, თუმცა ეს არის კომერციული ექსპლუატაცია“, – აცხადებენ კომპანიაში. ბულგარეთმა და აზერბაიჯანმა „შაჰ-დენიზი2“-ის საბადოდან ერთი მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიღებაზე ხელშეკრულება გააფორმეს. ბულგარეთმა საბერძნეთი-ბულგარეთის ინტერკონექტორით გაზის ეს მოცულობა უნდა მიიღოს. გაზსადენის სიმძლავრეა 3 მილიარდი კუბური მეტრი, რაც შესაძლოა, 5 მილიარდამდე გაიზარდოს.

Read More »

მედიის ცნობით, ბულგარეთმა ბუნებრივი აირის აზერბაიჯანიდან მიღება დაიწყო და ივლისიდან რუსულ ბუნებრივ აირს სრულად ჩაანაცვლებს

ბულგარეთმა ბუნებრივი აირის მიღება აზერბაიჯანიდან დაიწყო. ინფორმაციას ბულგარული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, ბუნებრივ აირს ბულგარეთი მიიღებს ტრანსადრიატიკული გაზსადენის საშუალებით, რომელიც საბერძნეთის ტერიტორიაზე გადის. გაზის მიწოდება ივნისის ბოლომდე სატესტო რეჟიმში განხორციელდება, ხოლო ივლისის დასაწყისიდან აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი სრულად ჩაანაცვლებს რუსულს. ბუნებრივი აირის მიღების საწყისი მოცულობა წლიურად 3 მილიარდი კუბური მეტრი იქნება, 5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის პოტენციალით. ბულგარეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, ...

Read More »

ბულგარეთი აცხადებს, რომ “გაზპრომთან” მოლაპარაკებებს აღარასდროს გამართავს

“ხელმოწერილი ხელშეკრულების შესრულებაზე უარის თქმის გათვალისწინებით, ერთადერთი პასუხი, რისი თქმაც შემიძლია არის – არასოდეს”, – თქვა ვასილევმა კითხვაზე, როდის განაახლებს მთავრობა “გაზპრომთან” მოლაპარაკებებს. ვიცე-პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2022 წლის ბოლომდე მოქმედი ხელშეკრულება არ შეწყვეტილა და სახელმწიფო კომპანია Bulgargaz რეგულარულად ახსენებს “გაზპრომს” ხელშეკრულების პირობების შესრულების აუცილებლობის შესახებ. ვასილევმა რუს მონოპოლისტს არასანდოობის გამო უსაყვედურა. “როდესაც ვინმე გათიშავს გაზს, თუნდაც მაშინ, როდესაც კონტრაქტის ...

Read More »

ბულგარეთი გაზს ამერიკიდან „გაზპრომზე“ დაბალ ფასში მიიღებს

ბულგარეთმა გადაწყვიტა, რომ გაზს შეერთებული შტატებიდან მიიღებს. ინფორმაციას ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით უცხოური მედია ავრცელებს. ქვეყანა ვარაუდობს, რომ ბულგარეთი ამერიკულ გაზში ნაკლებს დახარჯავს, ვიდრე რუსულში.

Read More »

ბულგარეთში „ლუკოილის“ გადამამუშავებელმა ქარხანამ შესაძლოა მუშაობა შეაჩეროს

„ლუკოილ ნეფტოხიმ ბურგასის“ ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ შესაძლოა მუშაობა შეაჩეროს რუსეთიდან ნავთობის მიწოდების შეწყვეტის გამო, განუცხადა TASS-ს საწარმოს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ილშატ შარაფუტდინოვმა. „თუ რუსეთიდან ნავთობის მიწოდება შეწყდება, მაშინ საწარმო, სავარაუდოდ, იძულებული იქნება შეწყვიტოს მუშაობა“, – თქვა შარაფუტდინოვმა. მისივე თქმით, ახლა საწარმოს შეჩერების საფრთხე არ არსებობს, რადგან კომპანიას ნავთობის გარკვეული მარაგები აქვს. წყარო: bfm.ge

Read More »

ბულგარეთი რუსულ ნავთობზე სანქციებს დაბლოკავს, თუ ემბარგოზე შეღავათს არ მიიღებს

ბულგარეთის ვიცე-პრემიერი ასენ ვასილევი აცხადებს, რომ სოფია რუსულ ნავთობის იმპორტზე ევროკავშირის სანქციებს დაბლოკავს, თუ ემბარგოზე შეღავათს არ მიიღებს. ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბოლო კვირის განმავლობაში რუსული ენერგეტიკული წიაღისეულის შემოტანაზე შეზღუდვების დაწესებას განიხილავდნენ. „მოლაპარაკებები ორშაბათს და სამშაბათს გაგრძელდება. ჩვენი პოზიცია ნათელია, თუ სხვა ქვეყნები სანქციებიდან შეღავათს მიიღებენ, ასეთი რამ ჩვენც გვსურს“, – თქვა ვასილევმა ბულგარულ ტელევიზიასთან ინტერვიუში. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ვეტოზე უარის თქმის ...

Read More »

„გაზპრომი“ მიდის – აზერბაიჯანული გაზისთვის ბულგარეთი უფრო ხელმისაწვდომი ხდება

რუსულმა „გაზპრომმა“ გაზის კომპანია „ბულგარგაზს“ ბულგარეთში გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ ოფიციალური გაფრთხილება გაუგზავნა. გაფრთხილების თანახმად, მიწოდება შეჩერდება იმის გამო, რომ Bulgargaz-მა უარი თქვა რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე. ლურჯი საწვავის მიწოდება 27 აპრილიდან შეწყდება. თავის მხრივ, ბულგარეთი რუბლით გადახდის მოთხოვნას რუსეთთან ხელშეკრულების პირობების დარღვევად მიიჩნევს. 1 აპრილს რუსეთმა გამოაცხადა ტრანზაქციების ეტაპობრივი შეწყვეტის შესახებ „არამეგობრულ ქვეყნებთან“ „არასანდო“ ვალუტაში. თუმცა, „გაზპრომის“ გაფრთხილება ...

Read More »