ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანულ მხარეს, დასავლეთის სახელმწიფოების წინააღმდეგობის მიუხედავად, ნავთობით მომარაგებისთვის. სააგენტოს BelTA-ს ცნობით, ლუკაშენკომ აღნიშნულის შესახებ ორშაბათს, ბელორუსში აზერბაიჯანის ელჩთან ლატიფ განდილოვთან შეხვედრისას განაცხადა. ”მადლობა ბელორუსის ნავთობპროდუქტებით მომარაგებისთვის. თქვენ არაჩვეულებრივები ხართ, დასავლეთის სახელმწიფოების ზეწოლის მუხედავად, შეასრულეთ თქვენი სიტყვა. აღნიშნული თანამედროვე მსოფლიოში ძალიან ძვირი ჯდება ” – აღნიშნა ლუკაშენკომ. “აზერბაიჯანს შეუძლია ბელორუსის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. ჩვენ მზად ...
Read More »