რუსეთი გეგმავს თანდათანობით გადაიყვანოს ლუკაშენკოს რეჟიმი ნავთობის მსოფლიო ფასებზე. როგორც ცნობილია, ადრე რუსეთის მთავრობა “მოკავშირისთვის” მიწოდების სუბსიდირებას ახდებდა.
აღნიშნულის შესახებ განაცხადა რუსეთის ფედერაციის მთავრობასთან არსებული ფინანსური უნივერსიტეტის ექსპერტმა იგორ იუშკოვმა, იუწყება politnavigator.news.
ამავე დროს, ექსპერტი მიიჩნევს, რომ რუსული ნავთობის მსოფლიო ფასიც სავსებიტ მისაღები უნდა იყოს ბელორუსისთვის, არსებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და მიწოდების მოკლე მანძილის გათვალისწინებით.
იგორ იუშკოვმა ხაზი გაუსვა, რომ ბელორუსის რეჟიმი არ იცავს რუსეთის ფედერაციასთან პარიტეტს ეკონომიკურ საკითხებში.
”თუ სტატისტიკას გავაანალიზებთ, არ არსებობს ისეთი პროდუქტი, რომელსაც ბელორუსი უცხოურ ბაზრებზე მაღალ ფასად ყიდის და რუსეთში დაბალ ფასად, ისევე როგორც ჩვენ ამას ნავთობის შემთხვევაში ვაკეთებთ”, – თქვა იუშკოვმა.
შედეგად, როგორც ექსპერტი აღნიშნავს, რუსეთი მოუხსნის “გათავხედებულ” ლუკაშენკოს ნავთობთან დაკავშირებული შეღავათებს.
ექსპერტის პროგნოზით, 2021 წლის დასაწყისი მისთვის ისეთივე დაძაბული იქნება, როგორც 2020 წლის პირველი თვეები, როდესაც ლუკაშენკო გამალებით ეძებდა ნავთობის ალტერნატიულ წყაროებს, ყიდულობდა მას ნორვეგიისგან ან შეერთებული შტატებისგან მაღალ ფასებში.