Tag Archives: აფბა

ანდრია გვიდიანი: ენერგოსექტორის საინვესტიციო გარემო სტაბილურად და მიმზიდველად რჩება

ანდრია გვიდიანი: ენერგოსექტორის საინვესტიციო გარემო სტაბილურად და მიმზიდველად რჩება

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – „აფბა“, ეხმაურება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ, გამოქვეყნებულ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წინასწარი მონაცემებს, სადაც ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების მაჩვენებლები მკვეთრად შემცირებულია. 2015 წელს, დარგში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა, წინასწარი მონაცემებით,  დაახლოებით 90 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 100 მილიონით (≈53%) ნაკლებია 2014 წლის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით. „აფბას“ ანალიტიკოსის ანდრია გვიდიანის განცხადებით, სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიუხედავად, ...

Read More »
აფხაზეთის ელექტრომომარაგების მოწესრიგება გამრიცხველიანებით და ენგურჰესის ეფექტიანად მართვით არის შესაძლებელი

აფხაზეთის ელექტრომომარაგების მოწესრიგება გამრიცხველიანებით და ენგურჰესის ეფექტიანად მართვით არის შესაძლებელი

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – „აფბა“, ეხმაურება ბოლო დროს აფხაზეთის ტერიტორიაზე ენერგომომარაგების პრობლემასთან დაკავშირებულ საკითხებს. „აფბას“ ანალიტიკოსის ანდრია გვიდიანის განცხადებით აფხაზეთის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა საქართველოს მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწვება. „ოკუპირებული ტერიტორიის ელექტრომომარაგება ძალიან ქაოტურად ხორციელდება. აფხაზურ მხარეს ენგურის მიერ გამომუშავებული ენერგიის დიდი ნაწილი უფასოდ მიაქვს. რა თქმა უნდა, ენგურჰესის ექსპლოატაციას საკმაო ხარჯები სჭირდება და შესაბამისად ჰესის ოპერირებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა ...

Read More »
„ფრონტერას“ უტოპიური განცხადებები ბირჟებზე აქციების ფასების ზრდის მიზანს ემსახურება

„ფრონტერას“ უტოპიური განცხადებები ბირჟებზე აქციების ფასების ზრდის მიზანს ემსახურება

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კონპანია „ფრონტერამ“, საქართველოში 5 ტრილიონი კუბური მეტრის ბუნებრივი აირის მარაგები აღმოაჩინა. კომპანიის გენერალური დირექტორის სტივ ნიკარსონის თქმით, საქართველო ძალიან მალე მოახერხებს, რომ ბუნებრივი აირის იმპორტიორიდან ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს და ევროპის გაზმომარაგებაშიც კი წვლილი შეიტანოს. ექსპერტების ნაწილი კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არარეალურად მიიჩნევს, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი ტიპის ინფორმაცია „ფრონტერას“ მხრიდან წლების განმავლობაში არაერთხელ გავრცელებულა, თუმცა რეალურად გაზის ...

Read More »
„აფბა“ ქართულ საწვავის იმპორტიორ კომპანიებს მოუწოდებს საფასო პოლიტიკას გადახედონ

„აფბა“ ქართულ საწვავის იმპორტიორ კომპანიებს მოუწოდებს საფასო პოლიტიკას გადახედონ

„ახალგაზრდა ფონანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია -აფბა“  მსოფლიო ნავთობის ბაზარზე მიმდინარე პროცესებს აფასებს და  ქართულ საწვავის იმპორტიორ კომპანიებს მოუწოდებს, მოახდინონ მსოფლიო ტენდენციების ასახვა ქართულ ბაზარზე. როგორც „აფბას“ ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი აცხადებს, ბოლო ორ კვირაში მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი საგრძნობლად შემცირდა, ქართულ საწვავის ბაზარზე კი ფასები უცვლელი დარჩა. „მსოფლიო ბაზარზე ბარელი, ნავთობის ფასი 30 დოლარამდე დაეცა. ბაზარზე ბოლო დროს ფასების ვარდნა რამდენიმე ...

Read More »
აფბა: 2016 წლისთვის ნავთობის ფასი კიდევ უფრო შემცირდება

აფბა: 2016 წლისთვის ნავთობის ფასი კიდევ უფრო შემცირდება

21 დეკემბერს „პირველის“ პრეს-კლუბში, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია „აფბამ“, ბრიფინგი გამართა. ორგანიზაციამ მსოფლიო ნავთობის ბაზარზე, მიმდინარე პროცესები შეაფასა. როგორც ორგანიზაციის ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმა, განაცხადა, ქართული საწვავის ფასები ისევ არ მოდის თანხვედრაში მსოფლიო ტენდენციებთან. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია „აფბა“, აფასებს მსოფლიო ნავთობის ბაზარზე მიმდინარე პროცესებს, მის ასახვას, ქართულ საზვავის ბაზარზე და წლის შემაჯამებელ კვლევას წარმოგიდგენთ. ნავთობის ფასმა ვარდნა 2014 ...

Read More »
რატომ გაათავისუფლა “სოკარმა” 400-ზე მეტი თანამშრომელი

რატომ გაათავისუფლა “სოკარმა” 400-ზე მეტი თანამშრომელი

“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ” ბრიფინგი გამართა, სადაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის კლებასა და ქართულ საწვავის ბაზარზე არსებულ დარღვევებზე ისაუბრა. როგორც ორგანიზაციის ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმა განაცხადა, “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” აგრძელებს საწვავის ბაზრის შესწავლას. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი გაიაფებას განაგრძობს. ბოლო ერთი თვის მანძილზე ნავთობის ფასი 23.3%-ით შემცირდა. ფასების მსგავსი შემცირების ერთ–ერთი მთავარი მიზეზი ირანისთვის ეკონომიკური სანქციების სრულიად მოხსნაა. ...

Read More »
ტარიფების სტაბილურობისთვის აუცილებელია დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა

ტარიფების სტაბილურობისთვის აუცილებელია დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – „აფბა“ ეხმაურება ტარიფების კორექტირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს და ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს. აფბას შეფასებით მნიშვნელოვანია დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც თბოელექტროსადგურებს გენერაციის ტარიფი გაეზარდათ. ტარიფის ზრდა თავიდან ბოლომდე გამოწვეულია ლარის მიმართ დოლარის გამყარებით, რამაც ბუნებრივია  თბოსადგურებისთვის მთავარი საწარმოო ნედლეულის (თბოსადგურის ძირითადი ხარჯი არის ბუნებრივი აირი დაახლოებით 90%) ბუნებრივი ...

Read More »
ნაციონალური მოძრაობა "ენერგო პრო ჯორჯიას" სასათბურე პირობებს უქმნიდა

ნაციონალური მოძრაობა “ენერგო პრო ჯორჯიას” სასათბურე პირობებს უქმნიდა

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია „აფბა“–მ ბრიფინგი გამართა. ორგანიზაციის ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმა, წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები ბიზნესში უხეშ ჩარევაში დაადანაშაულა. „სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში და ბიზნესში წინა ხელისუფლების პერიოდში, შეიძლება ითქვას, ყოველგვარ ზღვარს იყო გადასული. ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფოს შეექმნა ბიზნესის ხელშეწყობისთვის შესაფერისი საკანონდებლო ბაზა და ბაზრის განვითარებისთვის ეზრუნა, ამ პროცესზე პასუხიმგებელი უმაღლესი რანგის ჩინოვნიკები პირადად მონაწილეობდნენ ბიზნეს–გადაწყვეტილებებში.“ ანალიტიკოსის განცხადებით ახალგაზრდა ფინანსისტთა ...

Read More »
საინვესტიციო გარემო ენერგოსექტორში

ენერგოსექტორის საინვესტიციო გარემო 2015 წელს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ანალიტიკოს ანდრია გვიდიანის განცხადებით, „აფბა” დაინტერესდა ენერგოსექტორში არსებული საინვესტიციო გარემოთი და პროექტებით, რომლის განხორციელებაც 2015 წელსა დაგეგმილი. „აფბა”-ს შეფასებით, ენერგეტიკის სექტორში საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ახალი გენერაციის წყაროების ათვისების კუთხით”,-აღნიშნა გვიდიანმა „რეპორტიორში”გამართულ ბრიფინგზე. „ახალგზრდა ფინანსისტებს მიგვაჩნია, რომ მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობასთან ერთად უმნიშვნელოვანესია დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა როგორებიცაა ხუდონჰესი, ნენსკრა, ნამახვანი ჰესებსების კასკადი და ა.შ. ...

Read More »