Tag Archives: #ბიტკოინი

Bitcoin-ის ფასი მასკის განცხადების შემდეგ 3 თვის მინიმუმამდე დაეცა

მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა Twitter-ზე დაწერა, რომ აღარ გაყიდდა Tesla-ს მანქანებს Bitcoin-ში, კრიპტოვალუტის ბაზარი შეირყა. Bitcoin-ის ფასი $42,200-მდე დაეცა, ეს კი 3 თვის განმავლობაში ყველაზე დაბალი ნიშნულია. კრიპტოვალუტის ბაზარზე ფასების ნახვა შესაძლებელია სავაჭრო პლატფორმა Binance-ზეც. აღსანიშნავია, რომ Bitcoin-ის ფასის ვარდნას, მატებაც მოჰყვა და ამ მომენტისთვის მისი ფასი $45 000-ია. ექსპერტების აზრით, ეს იმის მანიშნებელია, რომ უძვირესი კრიპტოვალუტის მიმოქცევა “ჯანმრთელია” და ეს ...

Read More »

Tesla თავის ბიტკოინ-აქტივებს ყიდის

ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი ბიტკოინ-აქტივების სრულად გაყიდვას არ გამორიცხავს. მეტიც, მასკი ამბობს, რომ კომპანიამ ამ აქტივების გაყიდვა უკვე დაიწყო. ამის შესახებ მან ტვიტზე დაწერა, რომლითაც მიკრობლოგის ერთ-ერთ მომხმარებელს უპასუხა. CryptoWhale სახელით დარეგისტრირებული მომხმარებელი წერს, რომ მომდევნო კვარტალში ბიტკოინის მფლობელებს გააწბილებს ის ამბავი, რომ Tesla-მ თავისი ბიტკოინის აქტივები გაყიდა. ამაზე მასკმა უპასუხა, რომ „ნამდვილად ასეა“. გასულ კვირას ილონ ...

Read More »

​ბიტკოინის კურსი 15%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა განაცხადა, რომ Tesla ამ კრიპტოვალუტას აღარ მიიღებს

ბიტკოინის კურსი საგრძნობლად დაცა მას შემდეგ, რაც Tesla-ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანია ამ კრიპტოვალუტას აღარ მიიღებს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, 13 მაისის ღამეს ბიტკოინის კურსი 15%-ით დაეცა (46 ათას დოლარამდე). მოგვიანებით კურსი ოდნავ გაიზარდა და 50-ათასიანი ნიშნული გადალახა, თუმცა წინა დღესთან შედარებით მაინც 11.43%-ით დაბალია. ილონ მასკმა Twitter-ზე დაწერა, რომ Tesla ბიტკოინით განხორციელებულ გადახდას აღარ მიიღებს, რადგან კომპანია შეშფოთებულია ბიტკოინის მაინინგისა და ტრანზაქციებისთვის წიაღისეული საწვავის გამოყენების ტემპის სწრაფი ზრდით. Tesla ასევე მანამდე ...

Read More »

როდის გამოჩნდება “ქართული ბიტკოინი”?!

ციფრული ლარის გამოშვების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებამ დიდი ინტერესი გამოიწვია. უპირველესად, გაჩნდა მეტად დაკონკრეტების მოთხოვნა და კითხვები: როგორი იქნება ციფრული ლარის ეკვივალენტი და რა ბედი ელის კომერციულ ბანკებს, თუ შესაძლებელი იქნება ფინანსური ტრანზაქციები მათი გვერდის ავლით? საბანკო სექტორიც დიდი ინტერესით ელოდება სებ-ის განმარტებას, თუ რა შინაარსი ექნება ციფრულ ლარს, თუმცა მზად არიან სიახლეთა დანერგვისთვის. სხვათა შორის, პირად საუბრებში ამბობენ, ...

Read More »

ბიტკოინის ფასი გაიზარდა და 57,400 დოლარი შეადგინა

ბიტკოინმა ტექნიკური დაბრკოლება გადალახა და ვარდნის სერიის შემდეგ, ყველაზე მაღალ დონეს მიაღწია. პარასკევს ბიტკოინი დაახლოებით 8,3% -ით გაიზარდა და ნიუ-იორკის ვაჭრობაში 57,400 დოლარი შეადგინა. ციფრული ვალუტა თავის საშუალო ფასს ბოლო 50 დღის განმავლობაში გადასცდა, რაც მისი მოკლევადიანი იმპულსის საზომია. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია ჩარტების დამკვირვებლებისთვის, რადგან, როგორც წესი, მას კიდევ უფრო მეტი ზრდა მოსდევს. ამასთან, გაიზარდა ჩამონათვალში გლობალური ციფრული აქტივების პროდუქტებიც, ...

Read More »

Tesla-მ თავისი ბიტკოინის 10% გაყიდა

ელონ მასკი აცხადებს, რომ Tesla-მ თავისი ბიტკოინის 10% ციფრული აქტივის ლიკვიდურობის საჩვენებლად გაყიდა. მასკმა ასევე დასძინა, რომ მან კრიპტოვალუტაში პირადი ინვესტიცია შეინარჩუნა. Tesla-ს შემოსავლის ანგარიშმა აჩვენა, რომ ფირმამ, რომელმაც ამ წლის დასაწყისში $1 მილიარდზე მეტი ღირებულების ბიტკოინი იყიდა, გაყიდვიდან $101 მილიონის შემოსავალი მიიღო. მასკმა Twitter-ზე დაწერა, რომ Tesla ცდილობს, დაამტკიცოს ბიტკოინის ლიკვიდურობა, რაც მას ნაღდი ფულის შენახვის ალტერნატივად აქცევს. მსოფლიოს ...

Read More »

ბიტკოინის ფასი კლების შემდეგ ისევ გაიზარდა

ბიტკოინი 8 თებერვლის შემდეგ ყველაზე დიდი ზრდის სერიისკენ მიდის. $47,079-მდე შემცირების შემდეგ, ბიტკოინის ფასი 9,6%-ით გაიზარდა და დღეს ჰონგ-კონგის ვაჭრობაში $52,747 შეადგინა. Copia Wealth Studios-ის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკლ სიკორსკის თქმით, კრიპტოვალუტის ფასის ვარდნა შესაძლებლობაა ინვესტორებისთვის, სწორ დროს იყიდონ ის. ”ვარდნა ყიდვის დიდი შესაძლებლობაა. არასტაბილურობა ყოველთვის ქმნიდა შესაძლებლობებს და ხალხი, უკვე წლებია, ყოველთვის გაკვირვებულია შემდგომი ზრდით”,- აღნიშნა მან. ციფრულმა აქტივის ფასმა ვარდნა მას ...

Read More »

კრიპტოვალუტების ფასი დაეცა

კრიპტოვალუტები – Bitcoin-ი, Ether-ი, XRP და Dogecoin-ი გაუფასურდა. ფასის შემცირება აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას უკავშირდება. მისი ადმინისტრაცია საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს გეგმავს. მათ შორისაა კაპიტალის მოგების გადასახადის თითქმის გაორმაგება და 39.6%-მდე გაზრდა. გაუფასურებული კრიპტოვალუტებიდან ყველაზე ცნობილია Bitcoin-ი, რომლის ღირებულებაც, მარტის დასაწყისიდან პირველად, 47,555 დოლარამდე დაეცა.

Read More »

ბიტკოინმა ახალი რეკორდი დაამყარა

ყველაზე პოპულარულმა კრიპტოვალუტამ მორიგი რეკორდი დაამყარა. ერთი ბიტკოინის ღირებულება 64 ათას დოლარას გადააჭარბა. ექსპერტების აზრით, ბიტკოინის რეკორდული გაძვირება NASDAQ-ის ბირჟაზე, კრიპტობირჟა Coinbase-ს აქციებით ვაჭრობის დაწყებამ განაპირობა. ამასთან ექსპერტები აცხადებენ, რომ კრიპტოვალუტა, კერძოდ ბიტკოინი, ინვესტიციებისა და გადახდების ინსტრუმენტად სულ უფრო ხშირად გამოიყენება. 60-ათასიან ზღვარს ბიტკოინმა მარტში გადააბიჯა, როცა კომპანია „ტესლამ“ და მისმა მფლობელმა ილონ მასკმა1,5 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინის შეძენის შესახებ ...

Read More »

ბიტკოინის ღირებულებამ $ 61 229-ს მიაღწია

ბიტკოინის ფასი 2.6%-ით გაიზარდა და 61 229 აშშ დოლარს მიაღწია, რაც თითქმის ერთი თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. Wall Street-ის კრიპტოვალუტების მიმართ მზარდი მიმღებლობის ფონზე, ციფრული მონეტების ბირჟის, Coinbase-ის საფონდო ბირჟაზე განთავსება კრიპტოვალუტების მიმართ ინტერესს ზრდის. Coinbase-ი Nasdaq-ზე 14 აპრილს განთავსდება, რაც კრიპტოვალუტის კომპანიის ასეთ ჩამონათვალში განთავსების პირველი შემთხვევაა და სექტორის მიმართ ინვესტორების ინტერესის კარგი ინდიკატორი იქნება. ”Coinbase-ის Nasdaq-ის ჩამონათვალში განთავსება ...

Read More »