Tag Archives: #ელექტრომანქანა

ილონ მასკმა Tesla-ს ახალი ელექტრომობილი წარადგინა

ელექტრომობილების მწარმოებელმა Tesla-მ ახალი და ყველაზე სწრაფი ელექტრომობილი Model S Plaid-ი წარადგინა. კალიფორნიის ქალაქ ფრიმონტში გამართულ პრეზენტაციას კომპანიის დამფუძნებელი ილონ მასკი უძღვებოდა. Model S Plaid-ის მაქსიმალური სიჩქარეა 320 კმ/სთ, 0-დან 100 კმ/საათამდე აჩქარებისთვის ელექტრომობილს დაახლოებით 2 წამი სჭირდება. ელექტრომობილის სიმძლავრეა 1020 ც.ძ., სრულად დატენილი ელემენტით კი ავტომობილი 640 კილომეტრს გადის. Model S Plaid-ის ფასი 129 900 დოლარი იქნება.

Read More »

ამსტერდამის ქუჩების ავტომობილებისგან განტვირთვას ელექტრო ნავების მეშვეობით შეეცდებიან

ამსტერდამის ქუჩების ავტომობილებისგან განტვირთვას რობოტი ნავების მეშვეობით შეეცდებიან. ამის შესახებ Associated Press-ი წერს. ნავები ელექტრო ძრავაზე მუშაობს, კომპიუტერულად იმართება და გარემოს ზიანს არ აყენებს. 4-მეტრიანი ნავის პირველი ეგზემპლარი ამსტერდამში უკვე გამოსცადეს. ელექტრო ნავს შეუძლია საათში 6 კილომეტრამდე განავითაროს და დამუხტვის გარეშე 12-დან 24 საათამდე იმუშაოს. მისი შექმნელები მიიჩნევენ, რომ ნავები ელექტროავტომობილებს ღირესეულ კონკურენციას გაუწევენ. ნავის ფინალური ვერსიის მისაღებად მის შექმნელებს სულ ...

Read More »

Rimac-მა ჰიპერ ელექტრომობილი წარადგინა

ხორვატიულმა ავტომწარმოებელმა Rimac-მა ჰიპერ ელექტრომობილის ლიმიტირებული სერია წარადგინა, რომლის ღირებულება დაახლოებით 2,4 მილიონი ევროა. როგორც Bloomberg-ი წერს, ავტომობილების პირველი პარტია მსოფლიო ბაზრზე 2021 წელს გამოჩნდება. Tesla-ს ერთ-ერთი კონკურენტის ჰიპერქარის სახელწოდებაა Neverna. მას საათში 100 კილომეტრის განვითარება შეუძლია. 20%-დან 80%-მდე კი 18 წუთში იმუხტება.

Read More »

მომდევნო ერთი წლის განმავლობაში თბილისში 100 ელექტროდამტენი დამონტაჟდება

მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, თბილისს 100 ერთეული ელექტროდამტენი დაემატება. ამის შესახებ დედაქალაქის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. „ელექტრომობილების ხელშეწყობის მიზნით, მერიამ ახალი პროექტი წამოიწყო. ეს არის მოთხოვნის საფუძველზე ელექტროდამტენების მონტაჟი. 38 ლოკაციაზე მერიამ უკვე უზრუნველყო ელექტროდამტენების დამონტაჟება. დღეს მიმდინარეობს სატენდერო პროცედურა და მომდევნო 1 წლის განმავლობაში, დამატებით 100 ერთეული ელექტროდამტენი დამონტაჟდება“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

Read More »

Lamborghini მოდელების ელექტროფიკაციისთვის 1.5 მილიარდ ევროს დახარჯავს

Lamborghini სუპერ ავტომობილების უახლესი მწარმოებელია, რომელიც V-12 წვის ძრავას ელექტრო ძრავით შეცვლის. Volkswagen-ის იტალიურმა ბრენდმა გამოაცხადა, რომ 2024 წლისთვის ის თითოეული მოდელის ჰიბრიდული დანამატის ვერსიებს შესთავაზებს მომხმარებელს, მათ შორის ყველაზე გაყიდვადი Urus SUV-ის და Aventador-ის მოდელებს. Lamborghini ასევე აწარმოებს თავის პირველ ავტომობილს, რომელიც მხოლოდ აკუმულატორზე იმუშავებს. კომპანია ამ გეგას, აღმასრულებელი დირექტორის სტეფან ვინკელმანის თქმით, 2025 წლიდან განახორციელებს. ბრენდი ამ მიზნისთვის ...

Read More »

რომის პაპისთვის ელექტრომობილს დაამზადებენ

ელექტრომობილების ამერიკელი მწარმოებელი Fisker Inc.-ი რომის პაპისთვის ელექტრომობილს დაამზადებს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელი ჰენრიკ ფისკერი Twitter-ზე წერს. „დიდი პატივი იყო რომის პაპ ფრანცისკესთან კერძო აუდიენცია. ის ძალიან კარგად იაზრებს პასუხისმგებლობას, რომელიც გარემოს დაცვის საკითხში გვეკისრება ჩვენ და მომავალ თაობებს. მოუთმენლად ველი პაპის პირველი ელექტრომობილის შექმნას“, – წერს ჰენრიკ ფისკერი. ავტომობილზე მუშაობა მიმდინარე წლის ნოემბერში დაიწყება. კათოლიკური ეკლესიის მეთაურის მანქანაში არსებული დამცავი ...

Read More »
ინოვაცია ენერგეტიკაში

ელონ მასკი რუსეთს Tesla-ს წარმოების პოტენციურ ჰაბად განიხილავს

ელონ მასკმა კრემლის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ის ღიაა შესაძლებლობისთვის, რომ რუსეთში Tesla-ს ქარხანა აშენდეს. ღონისძიებაზე მასკმა თბილად ისაუბრა რუსეთის შესახებ და ხაზი გაუსვა ქვეყნის კოსმოსურ მიღწევებს. კრემლის სპიკერის დიმიტრი პესკოვის მიწვევით, Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი შეკითხვებს დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში პასუხობდა. “რუსეთში ბევრი ნიჭი და ენერგიაა. ვფიქრობ, ახლოს ვართ რუსეთში Tesla-ს არსებობასთან და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი იქნება. ...

Read More »

ბაიდენი პირობას დებს, რომ აშშ ჩინეთს ელექტრომობილების წარმოებაში გადაასწრებს

აშშ გეგმავს, რომ ჩინეთს ელექტრომობილების გაყიდვებში გადაასწროს. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენმა კომპანია Ford-ის ერთ-ერთ ქარხანაში სტუმრობის დროს განაცხადა. „ავტომობილების წარმოების მომავალი ელექტრომობილებია. უკან დასახევი გზა არა გვაქვს. ეს ჩვენთვის ახალი გამოწვევაა, გავხდებით ლიდერები თუ ჩამოვრჩებით სხვებს ამ რბოლაში,“ – განაცხადა ბაიდენმა. მისი თქმით, ამ რბოლაში ლიდერი ჩინეთია და „თავის მოტყუება არ ღირს, რადგან ეს ფაქტია.“ პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ ...

Read More »

ჩინეთში Tesla-ს გაყიდვები მკვეთრად შემცირდა

აპრილში, Tesla-ს გაყიდვების ზრდა ჩინეთში მკვეთრად შენელდა, რაც დამატებითი პრობლემაა შანხაის ავტოშოუზე პროტესტისა და მისი ელექტრომობილების ავარიების ფონზე. გასულ თვეში, ჩინეთში აწარმოეს Tesla-ს 11,949 ავტომობილი, ხოლო მარტის მონაცემებით – 34,714. გაყიდვების კლების სავარაუდო მიზეზი ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობის დაძაბვაა. ამას ხელი შეუწყო Tesla-ს წინააღმდეგ წარმოებულმა ნეგატიურმა საზოგადოებრივმა კამპანიამ. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის გზებზე ყოველდღიურად ასობით ადამიანი იღუპება, Tesla-ს ავარიები ...

Read More »

Lamborghini 2030 წლისთვის ელექტრომობილების წარმოებას დაიწყებს

ძვირად ღირებული სპორტული ავტომობილების მწარმოებელი იტალიური ფირმა Lamborghini-ის განცხადებით, კომპანია ელექტრომობილების წარმოებაზე მომავალი ათწლეულიდან გადავა. სამშაბათს კომპანიის წარმომადგენლებმა სამეტაპიანი გეგმა წარადგინეს, რომლის მიხედვითაც, Lamborghini ჰიბრიდულ მოდელებზე ელექტრომობილების გამოშვებამდე იმუშავებს. Lamborghini-ის აღმასრულებელი დირექტორი, შტეფან ვინკელმანი, აცხადებს, რომ კომპანიისთვის ეს გეგმა ახალი კურსია, რომელიც CO2-ის ემისიას შეამცირებს. “აღნიშნულით ჩვენ წვლილი შეგვაქვს მდგრად განვითარებასა და უკეთესი მომავლის შექმნაში“, – ამბობს შტეფან ვინკელმანი. ცნობისთვის, ...

Read More »