უკრაინის სამ ბირთვულ ობიექტზე ჩატარებული ინსპექციის შედეგად ე.წ. ბინძური ბომბის დამზადების ნიშნები არ აღმოჩნდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, მათ ვერ მიაკვლიეს არასანქცირებული და გამოუცხადებელი ბირთვული აქტივობის ნიშნებს. ამასთან, ატომური ენერგიის სააგენტოში აცხადებენ, რომ აღებული ნიმუშების ანალიზი კიდევ გაგრძელდება. გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინა ამზადებს ე.წ. ბინძურ ბომბს. ...
Read More »