ინდოეთში აცხადებენ, რომ უკრაინის ომის ფონზე რუსული ნავთობის ყიდვისას მორალური კონფლიქტი არ არსებობს

ინდოეთში აცხადებენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე რუსული ნავთობის ყიდვისას მორალური კონფლიქტი არ არსებობს. ამის შესახებ RBC CNN-ზე დაყრდნობით იტყობინება.

„არ არსებობს კონფლიქტი. ჩვენ გვყავს ჩვენი მომხმარებლები… ჩვენ გვყავს 1,34 მილიარდი მოსახლეობა და ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მათი ენერგომომარაგება“, – განაცხადა ინდოეთის ნავთობის მინისტრმა ჰარდიპ სინგ პურიმ.

მისი თქმით, მარტის ბოლოს ინდოეთში რუსული ნავთობის იმპორტმა მთლიანი იმპორტის 0,2% შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ინდოეთი განიხილავს დასავლეთის ქვეყნების წინადადებას რუსული ნავთობის შესყიდვის ფასზე შეზღუდვის დაწესების შესახებ, რომელიც ძალაში 5 დეკემბრიდან უნდა შევიდეს.

წყარო: pia.ge

Leave a Reply