Tag Archives: #გაზი

“გაზპრომის” მოლაპარაკებები 2021 წელს სომხეთში გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით გრძელდება

„გაზპრომ ექსპორტმა“ და „გაზპრომ არმენიამ“ სომხეთში გაზის მიწოდების ხელშეკრულება გააგრძელეს მხოლოდ 2021 წლის პირველი კვარტლისთვის, “გაგრძელდება მოლაპარაკებები შემდგომ მიწოდებაზე” – განაცხადა რუსულმა კომპანიამ. მარტში სომხეთის ვიცე პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა წერილით მიმართა „გაზპრომის“ ხელმძღვანელს, ალექსეი მილერს, რომელშიც შესთავაზა გლობალური ენერგეტიკული ბაზრის პროგნოზებისა და არსებული ვითარების გათვალისწინებით, ახალი მოლაპარაკებების დაწყება სომხეთისთვის მიწოდებული გაზის ფასის შემცირების, აგრეთვე ეროვნული ვალუტის გადასახდელების გადარიცხვის შესახებ. ამის ...

Read More »

საქართველო აზერბაიჯანული გაზის გატარების სანაცვლოდ წელს 1.014 მლრდ მ³ გაზს მიიღებს

2021 წელს საქართველო აზერბაიჯანული გაზის გატარების სანაცვლოდ 1.014 მლრდ მ³ გაზს მიიღებს, – აღნიშნულს 2021 წლისთვის დამტკიცებული ბუნებრივი გაზის ბალანსი ითვალისწინებს. მიმდინარე წელს შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზიდან, საქართველოსთვის გამოყოფილი „დამატებითი გაზის“ მოცულობა 508.7 მლნ კუბ. მეტრი იქნება, „ოფციური გაზის“ – 505.96 მლნ მ³, რაც იმას ნიშნავს, რომ „სამხრეთ კავკასიური დერეფნიდან“ მისაღები გაზის მოცულობა 2020 წელთან შედარებით (888.6 მლნ მ³) 126 ...

Read More »

უკრაინა რუსულ გაზს ტრანზიტით კიდევ 4,5 წლის განმავლობაში გაატარებს

უკრაინა კიდევ 4,5 წლის განმავლობაში ვერ შეძლებს გაზპრომთან ხელშეკრულების გადახედვას. ამის შესახებ ენერგეტიკის ექსპერტმა დიმიტრი მარუნიჩმა განუცხადა Golos UA–ს. ”რუსეთის ფედერაციიდან გაზის ტრანზიტის შემცირების საკითხზე უკრაინას ამ ეტაპზე არაფრის გაკეთება არ შეუძლია. “გაზპრომისთვის” სატრანზიტო საჭიროება ზოგადად იკლებს, რადგან ევროკავშირში გაზზე მოთხოვნა დაბალია “, – აღნიშნა ექსპერტმა. დ.მარუნიჩის აზრით, გაზპრომს აქვს ალტერნატიული მარშრუტები და ის პირველ რიგში მათ დატვირთავს. ”კიდევ 4.5 ...

Read More »

კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ტარიფი გაძვირდა

2021 წლის 3 იანვრიდან ბუნებრივი გაზის ტარიფი გაძვირდა არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის (გარდა პურის საწარმოებისა). კომპანიის ინფორმაციით, 1 კუბური მეტრის ფასი 1.10 ლარი იქნება, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით. აქამდე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ტარიფი 1 კუბურ მეტრზე 86 თეთრი იყო. „თბილისი ენერჯი“ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბუნებრივი გაზის ფასი არ ძვირდება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, რომელიც 1 კუბურ მეტრზე 0,461374 ლარს შეადგენს და დადგენილია ...

Read More »

თურნავა – ყველას ვულოცავ შაჰ-დენიზის საბადოდან ევროკავშირში სამხრეთის გაზის დერეფნის მილსადენის სისტემის მეშვეობით გაზის მიწოდების დაწყებას

აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადოდან ევროკავშირში სამხრეთის გაზის დერეფნის მილსადენის სისტემის მეშვეობით გაზის მიწოდება დაიწყო. „ვულოცავ ამ ისტორიულ დღეს აღნიშნული პროექტის მონაწილე ყველა მხარეს – ყველა ქვეყანას და კონსორციუმს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს გავლით ენერგოდერეფნის განვითარებისთვის. „დასრულდა სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტის ბოლო ფაზა ტრანს ადრიატიკული გაზსადენი. ამ დიდი რეგიონალური პროექტის მეშვეობით აზერბაიჯანიდან, შაჰ-დენიზის საბადოდან საქართველოსა და თურქეთის გავლით ბუნებრივი აირი ევროპას ...

Read More »

გიორგი გახარია – შაჰ-დენიზის საბადოდან ევროკავშირში გაზის მიწოდება დაიწყო

შაჰ-დენიზის საბადოდან ევროკავშირში გაზის მიწოდება დაიწყო – ეს ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. კორიდორი მოიცავს სამხრეთ კავკასიასა და თურქეთზე გამავალი მიწოდების მარშრუტების განვითარებას რეგიონიდან ევროპაში ბუნებრივი გაზის მიწოდებისათვის. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, სამხრეთის დერეფანი ხელს უწყობს ევროპაში ადგილობრივი გაზის წარმოების შემცირების კომპენსირებას. გაზის სამხრეთის დერეფნის მნიშვნელოვანი დანიშნულებაა, აგრეთვე, კონკურენციის გაძლიერება საერთო ევროპულ ბაზარზე. ამავდროულად, უზრუნველყოფილი იქნება ...

Read More »

სემეკმა 2020 წელს მოქალაქეებს 1 მილიონ ლარზე მეტი ჩამოაწერა

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია კომისია საკუთარ Facebook გვერდზე ავეყნებს: “სემეკმა 2020 წელს მოქალაქეებს 1 მილიონ ლარზე მეტი ჩამოაწერა. კომისიამ 2020 წელს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები, ჯამში 1 მილიონ ლარზე მეტი ჩამოაწერა. 2020 წლის განმავლობაში კომისიაში გამართულ საჯარო სხდომებზე განხილული საკითხების 85% შეეხებოდა მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებულ დავებს. მომხმარებელთა საჩივრები ...

Read More »

საქართველოს ენერგომოხმარებაში ბუნებრივი გაზის წილი ყველაზე მაღალია და 36.4%-ს შეადგენს

ბუნებრივი გაზის მოხმარება საქართველოში 2019 წელს მკვეთრად 13.9%-ით 2.695 მლიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა, რაც თავის მხრივ 1.670 მლნ ტონა ნავთობის ექვივალენტია. მთელს ენერგომომხამრებაში ბუნებრივი გაზის წილი ყველაზე მაღალია და 36.4%-ს შეადგენს. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. ნავთობის მსგავსად საქართველოს არც საკუთარი გაზის რესუსრსი გააჩნია და მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული. 2020 წლის საპროგნოზო ბალანსში ადგილობრივი გაზის წილი 18 მლნ კუბური მეტრით არის განსაზღვრული, რაც ...

Read More »

სერბეთს აზერბაიჯანისგან რუსეთის გაზზე უფრო უფრო იაფი გაზის შეძენა სურდა

„სერბეთი ამჟამად ქვეყნისთვის რუსული გაზით მომარაგების ალტერნატივას ვერ ხედავს’ –  განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩმა ”ამ დრომდე რუსულ გაზს ვიღებდით უკრაინისა და უნგრეთის გავლით. ეს გაზი ყველაზე იაფი იყო ჩვენთვის. ყოველ ჯერზე, როდესაც ამერიკელები გვეკითხებოდნენ, რატომ არ ვეძებდით ალტერნატივებს, ჩვენ ვპასუხობდით – პრობლემა არ არის. სამჯერ მივედი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან სასაუბროდ. ”- თქვა მან სამშაბათს ბელგრადში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა ...

Read More »

აზერბაიჯანმა და თურქეთმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ნახჭევანში გაზის მიწოდების თაობაზე

აზერბაიჯანმა და თურქეთმა ხელი მოაწერეს მნიშვნელოვან მემორანდუმს იღდირ-ნახჭევანის გაზსადენთან დაკავშირებით – იუწყება Day.Az. დოკუმენტს ხელი მოეწერა ორი ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრების მიერ. პროექტს განახორციელებენ აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR და თურქული კომპანია BOTAŞ. იღდირ-ნახჭევანის გაზსადენის პროექტის დასრულება ერთი წლის განმავლობაში იგეგმება. აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰაბაზოვმა აღნიშნა, რომ ნახჭევანში იღდირიდან სადარაკამდე გაზსადენის თურქული მონაკვეთი 85 კილომეტრის სიგრძე იქნება, ხოლო მისი გამტარუნარიანობა წელიწადში ...

Read More »