აზერბაიჯანმა და თურქეთმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ნახჭევანში გაზის მიწოდების თაობაზე

აზერბაიჯანმა და თურქეთმა ხელი მოაწერეს მნიშვნელოვან მემორანდუმს იღდირ-ნახჭევანის გაზსადენთან დაკავშირებით – იუწყება Day.Az.

დოკუმენტს ხელი მოეწერა ორი ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრების მიერ.

პროექტს განახორციელებენ აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR და თურქული კომპანია BOTAŞ.

იღდირ-ნახჭევანის გაზსადენის პროექტის დასრულება ერთი წლის განმავლობაში იგეგმება.

აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰაბაზოვმა აღნიშნა, რომ ნახჭევანში იღდირიდან სადარაკამდე გაზსადენის თურქული მონაკვეთი 85 კილომეტრის სიგრძე იქნება, ხოლო მისი გამტარუნარიანობა წელიწადში 500 მილიონი კუბური მეტრი იქნება.

”საინჟინრო სამუშაოები ოქტომბერში დასრულდა. სამშენებლო ტენდერისთვის მზადება გრძელდება. იმედი მაქვს, რომ სამშენებლო ტენდერი 2021 წლის პირველ კვარტალში დასრულდება, ”- თქვა მან.

Leave a Reply